ინტერნეტ- გამოცემა Baltic Sentinel-ი იუწყება, რომ შვედეთის პოლიციამ 56 წლის ესტონეთის მოქალაქე სამხედრო ობიექტის გადაღებისა და მის ტერიტორიაზე უკანონოდ შესვლის ეჭვის საფუძველზე დააკავა.
ქალი, რომლის ვინაობისა და ფსევდონიმის საიდუმლოდ შენახვა ესტონეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა (ERR) ითხოვა, შვედეთის პოლიციამ 21 ივნისს სტოკჰოლმის არქიპელაგში, მუსკოს საზღვაო ბაზის მახლობლად კაიაკით ცურვისას დააპატიმრა.
24 ივნისს, ჰუდდინგში გამართულ წინასწარ სასამართლო მოსმენაზე ის ოფიციალურად დაადანაშაულეს შვედეთის კანონმდებლობის დარღვევაში, რომელიც დაცულ ადგილებთან უნებართვო ფოტოგრაფირებას და მისვლას კრძალავს.
როგორც პროკურორმა ჯულია ტიბაკმა შვედურ გაზეთ „ექსპრესენს“ განუცხადა, როდესაც ბაზის მცველებმა შენიშნეს, რომ ქალი ტელეფონით ფოტოებს იღებდა, ამის შესახებ მათ პოლიციას აცნობეს.
სასამართლო მოსმენაზე ქალმა აღიარა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე იმყოფებოდა და სურათები გადაიღო, მაგრამ უარყო რაიმე კრიმინალური განზრახვა უარყო.
ამჟამად შვედეთის ხელისუფლებას არ აქვს არანაირი მტკიცებულება, რომელიც რომელიმე უცხო სადაზვერვო სამსახურთან ქალის კავშირს დაადასტურებს.
Baltic Sentinel-ი თავის წყაროდ ინტერნეტ-გამოცემა „დელფის“ ესტონურ ვერსიას ასახელებს.