ჩვენ ვგმობთ საქართველოს მიერ ევროკავშირისა და მისი ელჩის წინააღმდეგ გავრცელებულ დეზინფორმაციას, – ამის შესახებ აღნიშნულია შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.
ამასთან, შვედეთის საგარეო უწყებას გაზიარებული აქვს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის განცხადება.
ცნობისთვის, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის გუშინ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ევროკავშირი მკაცრად გმობს პერსონალურ თავდასხმებს ევროკავშირის ელჩის წინააღმდეგ, რომელიც სასიცოცხლო როლს ასრულებს საქართველოსთან ურთიერთობების განმტკიცებაში“.