„შემოსავლების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს ვულოცავ დამდეგ ახალ წელს. გულითად მადლობას მოგახსენებთ კეთილსინდისიერი შრომისთვის. ჯანმრთელობას და კეთილდღეობას გისურვებთ თქვენ და თქვენ ოჯახებს. მჯერა, რომ 2026 წელი წარმატებების, ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანი წელიწადი იქნება“- აღნიშნა შემოსავლების სამსახურის უფროსმა.

მებაჟე ოფიცრებთან შეხვედრებს, ესწრებოდნენ საბაჟო დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე, ოთარ რიკაძე და მოადგილეები ირაკლი თევდორაძე, კიაზო ახალაია და სხვა ხელმძღვანელი პირები.