0 0
Read Time:32 Second

ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის პრესა ავრცელებს.

ბაქოში,  გენერალ შახლინსკის ქუჩაზე, 1999 წელს დაბადებულმა ახმედ ახმედოვმა დედა, 1977 წელს დაბადებული ბიკა ახმედოივა, მამა, 1972 წელს დაბადებული მეჰმან ახმედოვი და 2015 წელკს დაბადებული უმცროს ძმა, მაგომედ ახმედოვი ნაჯახით მოკლა.

ახმედ ახმედოვის დაკავების შემდეგ გაირკვა, რომ მშობლების და ძმის მოკვლამდე მან სხვა მისამართზე მცხოვრები, 1997 წელს დაბადებული და, ელმირა ახმედოვა და მისი 5 წლის გოგო, ულვირა ნიფტალიევა მოკლა ნაჯახით.

ახმედოვების ოჯახის ახლობლის თქმით, ახმედ ახმედოვმა მამის მოკვლის შემდეგ დარეკა სკოლაში, სადაც მისი დედა დირექტორად მუშაობდა და დედა სკოლიდან  სახლში მისვლისთანავე მოკლა.  ის აგრეთვე ამბობს, რომ დაკავებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, ოჯახში ამის შესახებ იცოდნენ, მაგრამ იგი ფსიქიატრიულ ცენტრში არ მოათავსეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
50 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
50 %

Comments

კომენტარები