ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა მხარი დაუჭირა უკრაინისათვის ტანკების მიწოდებას. ამის შესახებ შარლ მიშელმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
შარლ მიშელის თქმით, თითქმის ერთი წელია, რუსეთი ახორციელებს ნგრევისა და ტერორის სტრატეგიას და ცდილობს უკრაინელების დამორჩილებას ბომბებით.
„ჩვენ ვხედავთ ამ მიდგომას ბახმუტში, სოლედარში, დნიპროში. მაგრამ უკრაინელები წინააღმდეგობას უწევენ და გააგრძელებენ ბრძოლას. ჩვენ, ევროკავშირი, გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას მანამ, სანამ საჭირო იქნება. გავაგრძელებთ სამხედრო მხარდაჭერას ევროპის სამშვიდობო ფონდის გაფართოების გზით. დროა ვიმოქმედოთ“, – აღნიშნა მან.