0 0
Read Time:33 Second

ისრაელმა უნდა დაიცვას საერთაშორისო სამართლის წესები, თუ მას არ სურს, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან იზოლაციაში მოექცეს, – ამის შესახებ France 2-ის ეთერში ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.

„ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული მიდგომით კონფლიქტის მოგვარება ევროკავშირისთვის აბსოლუტურ პრიორიტეტს წარმოადგენს. მსოფლიო ლიდერების მონაწილეობით კონფერენცია უნდა გაიმართოს, რათა კომპრომისული გადაწყვეტილება გამოვნახოთ. ღაზის სექტორში მოქმედების დროს ისრაელმა უნდა დაიცვას საერთაშორისო სამართლის წესები, თუ მას არ სურს, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან იზოლაციაში მოექცეს“, – აღნიშნა შარლ მიშელმა.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები