ორშაბათი, მარტი 31, 2025

შალვა პაპუაშვილი – 2013-2015 წლებში უცხოურ ჯგუფებს სხვანაირი ძალა ჰქონდათ, კუბილიუსის მსგავსი ევროპარლამენტარის გამოსვლაზე დეპრესიაში ვარდებოდა ნახევარი საქართველო, დღეს ყველაფერს ფარდა ეხდება

2013-2015 წლებში სხვანაირი ძალა ჰქონდათ უცხოურ ჯგუფებს, მაშინ რომ გამოვიდოდა კუბილიუსის მსგავსი ევროპარლამენტარი, ნახევარი საქართველო დეპრესიაში ვარდებოდა, დღეს ყველაფერს ეხდება ფარდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, დღეს ყველა კარგად ახარისხებს, რა სქემები მოქმედებს საქართველოს წინააღმდეგ.

„ძალა, რომელიც მფარველობს მიხეილ სააკაშვილს, ცდილობს, ყველანაირად დაიხსნას და, რა თქმა უნდა, 2013-2014-2015 წლებში სულ სხვა შესაძლებლობები ჰქონდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და სხვანაირი ძალა ჰქონდათ მაშინ იმ უცხოურ ჯგუფებსაც. მაშინ რომ გამოვიდოდა კუბილიუსის მსგავსი რომელიღაც ერთი ევროპარლამენტარი, ნახევარი საქართველო დეპრესიაში ვარდებოდა, როგორ მოვისმინეთ კრიტიკული სიტყვა უცხოეთიდანო, დღეს კი ყველა ძალიან კარგად ახარისხებს, ვინ რომელ კლასტერშია, ვინ რომელ ფარულ ჯგუფებშია და რა სქემები მოქმედებს საქართველოს წინააღმდეგ. ყველაფერს ეხდება ფარდა; მათ შორის, ამერიკული FARA ამაში ძალიან კარგად გვეხმარება და ცენტებით, დოლარებით ვიცით, ვინ რამდენ ფულს იღებს საქართველოს წინააღმდეგ ამ კამპანიისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ მიღებულია ზომები, რათა აღარ განმეორდეს Signal-ის ჩატის მსგავსი შემთხვევა

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ მიღებულია ზომები, რათა აღარ განმეორდეს Signal-ის ჩატის მსგავსი შემთხვევა. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.ლევიტს არ დაუკონკრეტებია, რა სახის ზომებზეა საუბარი, თუმცა აღნიშნა, რომ თეთრი სახლი ამ საქმეს დახურულად მიიჩნევს.„როგორც პრეზიდენტმა ძალიან ნათლად განაცხადა, მაიკ უოლცი კვლავ რჩება მისი ეროვნული უსაფრთხოების გუნდის მნიშვნელოვან წევრად. ეს საქმე თეთრ სახლში დახურულია. მიღებულია ზომები, რათა მსგავსი რამ აღარასოდეს განმეორდეს. პრეზიდენტი, მაიკ უოლცი და მისი მთელი ეროვნული უსაფრთხოების გუნდი ძალიან კარგად მუშაობენ ერთად. თუ თქვენ დააკვირდებით, ნახავთ, რამდენად უფრო უსაფრთხოა ამერიკის შეერთებული შტატები ამ გუნდის ხელმძღვანელობით“, – თქვა ლევიტმა.შეგახსენებთ, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, მაიკ უოლცმა ჟურნალ The Atlantic-ის რედაქტორი ჯეფრი გოლდბერგი შემთხვევით დაამატა ჯგუფურ ჩატში, სადაც ეროვნული უსაფრთხოების გუნდი იემენში „ჰუსიტებზე“ საჰაერო დარტყმების გეგმებს განიხილავდა. მოგვიანებით ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა უოლცმა აიღო.

საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

საპატრიარქოს უწყებანი სქემმონაზონი ელისაბედის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.„ამა წლის 30 მარტს 104 წლის ასაკში გარდაიცვალა ქარელის წმინდა ნიკოლოზის სახელობის დედათა მონასტრის წევრი, სქემმონაზონი ელისაბედი (ქაშაკაშვილი).სქემმონაზონი ელისაბედი დაიკრძალება ხვალ, 1-ელ აპრილს ამავე მონასტრის ეზოში.მწუხარებას გამოვთქვამთ სქემმონაზონ ელისაბედის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ ურბნისისა და რუისის ეპარქიას, მონასტრის წევრებსა და განსვენებულის ოჯახს.უფალმა სავანესა მართალთასა დაამკვიდროს მისი უკვდავი სული. გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული სქემმონაზონი ელისაბედი“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.

ილია მეორე მიმართვას ავრცელებს

გილოცავთ საქართველოს ტერიტორიაზე საყოველთაო რეფერენდუმის ჩატარებას და პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეს, – ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს მისალოც ტექსტში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.როგორც ილია მეორე მისალოც ტექსტში აღნიშნავს, სწორედ ეს რეფერენდუმი გახდა დამოუკიდებლობის აღდგენის საფუძველი, რაც საქართველოს მთელი მოსახლეობის დამსახურებაა.„34 წლის წინ, 31 მარტს, ჩატარდა საყოველთაო რეფერენდუმი (მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში) და მოსახლოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ერთადერთ კითხვას – „თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“ – დადებითად უპასუხა. სწორედ ეს რეფერენდუმი გახდა დამოუკიდებლობის აღდგენის საფუძველი, რაც პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას, მაშინდელი უზენაესი საბჭოს, ჩვენი ერისა და, საერთოდ, საქართველოს მთელი მოსახლეობის დამსახურებაა. გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს და მონაპოვარს და, ასევე, ბატონ ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს. ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს მის უკვდავ სულს“, –  ნათქვამია ილია მეორეს მისალოც ტექსტში.

ვლადიმერ პუტინმა საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა, ჯარში 160 000 მოქალაქეს გაიწვევენ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ.„განხორციელდეს 2025 წლის პირველი აპრილიდან 15 ივლისამდე რუსეთის ფედერაციის 18-დან 30 წლამდე ასაკის მოქალაქეების სამხედრო სამსახურში გაწვევა, რომლებიც არ იმყოფებიან რეზერვში და ექვემდებარებიან სამხედრო სამსახურში გაწვევას, 160 000 ადამიანის რაოდენობით“, – ნათქვამია ბრძანებაში.რუსული მედიის ცნობით, გასულ წელს საგაზაფხულო გაწვევა ვრცელდებოდა 150 ათას ადამიანზე, 2023 წელს – 147 ათას ადამიანზე, 2022 წელს – 134,5 ათას ადამიანზე. ზრდა დაკავშირებულია პუტინის ბრძანების რეალიზაციასთან რუსეთის არმიის რაოდენობის ეტაპობრივი გაზრდის შესახებ.2022 წლის დასაწყისში რუსეთში იყო დაახლოებით ერთი მლნ სამხედრო მოსამსახურე. სამი წლის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის არმიის საშტატო რაოდენობა გაიზარდა 1,5 მილიონ ადამიანამდე. გაწვევის ასაკის ზედა ზღვარი გაიზარდა გასულ წელს 27-დან 30 წლამდე. ქვედა ზღვარი, რუსეთის ხელისუფლების თავდაპირველი დაპირებების მიუხედავად, რომ ისიც გაიზრდებოდა, დარჩა უცვლელი – 18 წელი.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატისთვის ცნობილია

მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში 23-26 აპრილს ძიუდოში 2025 წლის ევროპის ჩემპიონატი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები 15 სპორტსმენით იასპარეზებს. ჩვენი გუნდიდან ტურნირზე ცხრა მამაკაცი და ექვსი ქალი იჭიდავებს.საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:კაცები:60 კგ – გიორგი სარდალაშვილი66 კგ – ვაჟა მარგველაშვილი, თემურ ნოზაძე73 კგ – ლაშა შავდათუაშვილი81 კგ – ტატო გრიგალაშვილი90 კგ – ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე100 კგ – ილია სულამანიძე+100 კგ – გურამ თუშიშვილიქალები:48 კგ – ჯულიეტა როდონაია57 კგ – ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ნოზაძე63 კგ – ეთერ ასკილაშვილი70 კგ – მარიამ ჭანტურია+78 კგ – სოფიო სომხიშვილიევროპის ჩემპიონატზე შერეული გუნდური პირველობისთვის საქართველოს ნაკრებს მიხეილ ბახბახაშვილი (73 კგ), გიორგი ჯაბნიშვილი (90 კგ) და ირაკლი დემეტრაშვილი (+100 კგ) დაემატებიან.

ბოლო სიახლეები