სამშაბათი, თებერვალი 25, 2025

შალვა პაპუაშვილი – 104 წლის წინ ამ ადგილზე დასრულდა საქართველოს დამოუკიდებლობა, სამი წლის წინ ამ ადგილზე გადარჩა საქართველოს დამოუკიდებლობა

ხელისუფლების სწორი პოზიცია რომ არა, ჩვენთანაც ომი განმეორდებოდა და მეორე უკრაინა გვექნებოდა. სამი წლის გადმოსახედიდან, მნიშვნელოვანია, ყველამ გაანალიზოს, სად იდგნენ სამი წლის წინ, ზუსტად ამ დღეებში 21-ე საუკუნის ორჯონიკიძეები, ის ხალხი, რომელიც საქართველოს მოუწოდებდა ესკალაციისკენ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს კოჯორში, იუნკრების მემორიალთან განუცხადა.

მისივე თქმით, პატრიოტმა ადამიანმა საკუთარი ქვეყნის ინტერესების გატარებაზე მაღლა არაფერი უნდა დააყენოს.

„დღეს პატივს მივაგებთ 104 წლის წინ, 1921 წლის თებერვალში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის გმირულად დაღუპულ ადამიანებს, რომლებიც თავისი მკერდით გადაეფარნენ ჩვენს დამოუკიდებლობას. ამავე დროს, ეს დღე გვახსენებს, რამდენად რთულ რეგიონში ვართ. ჩვენი დამოუკიდებლობის მიმართ გამოწვევები ყოველთვის იყო. სამწუხაროდ, 1921 წელს ვერ შევძელით, ჩვენი დამოუკიდებლობა შეგვენარჩუნებინა. მაშინაც ვხედავდით ქართველებს, რომლებიც ნაწილი იყვნენ ჩვენი დამოუკიდებლობის ხელყოფისა, მაშინაც იყვნენ ქვეყნები, ჯგუფები უცხოეთიდან, რომლებიც გვპირდებოდნენ მხარდაჭერას, გვერდით დგომას, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, ჩვენი იუნკერების, ჩვენი ჯარისკაცების დასაცავი გახდა ეს ქვეყანა და, სამწუხაროდ, ამ დიდ ძალას მაშინ ჩვენი ქვეყანა ვერ გაუმკლავდა. გავიდა წლები და დღესაც ვფიქრობთ იმაზე, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა ისეთივე მოსაფრთხილებელია, როგორც მაშინ იყო. ზუსტად სამი წლის წინ, 2022 წლის 25 თებერვალს, როდესაც ახალი დაწყებული იყო უკრაინაში ომი, ამ ადგილას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა და ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რა იქნებოდა საქართველოს პოლიტიკა. 104 წლის წინ ამ ადგილზე დასრულდა საქართველოს დამოუკიდებლობა, სამი წლის წინ ამ ადგილზე გადარჩა საქართველოს დამოუკიდებლობა. გავიდა სამი წელი და ახლა ყველა ხვდება, რამდენად სწორი იყო საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა, ყველა ხვდება, რომ მაშინაც გვყავდნენ ორჯონიკიძეები, რომლებიც სამი წლის წინ, ზუსტად ამ დღეებში საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვდნენ ესკალაციას, სანქციების დაწესებას, ცის ჩაკეტვას, საზღვრების ჩაკეტვას. ეს იყო პირდაპირი გზა ესკალაციისკენ და ახალი ომისკენ, პირდაპირი გზა ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ხელახალ ხელყოფამდე. რასაც ვაკვირდებით, ის ორჯონიკიძეები კვლავ არიან ჩვენ შორის. სამი წლის თავზე ყველაფერი ცნობილია, უკვე ვიცით, რომ ამ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა, ამაზე საუბრობს აშშ-ის ადმინისტრაცია, რომელიც არის ყველაზე მეტად ჩართული ამ საკითხში როგორც სამხედრო, პოლიტიკური მხარდაჭერის, თუ საინფორმაციო, სადაზვერვო მხარდაჭერის მხრივ. დღეს უკვე ვიცით, რომ ამ ომის თავიდან არიდება შეიძლებოდა. ასევე ვიცით, რომ ხელისუფლების მაშინდელი სწორი პოზიცია რომ არა, ჩვენთანაც ომი განმეორდებოდა და აქ გვექნებოდა მეორე უკრაინა. ასე რომ, ვფიქრობ, სამი წლის გადმოსახედიდან, მნიშვნელოვანია, ყველამ გაანალიზოს, სად იდგნენ სამი წლის წინ, ზუსტად ამ დღეებში, 21-ე საუკუნის ორჯონიკიძეები, ის ხალხი, რომელიც საქართველოს მოუწოდებდა ესკალაციისკენ. იქნებ მიხვდნენ, გაანალიზონ, რომ პატრიოტმა ადამიანმა საკუთარი ქვეყნის ინტერესების გატარებაზე მაღლა არაფერი უნდა დააყენოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

სახელმწიფო დეპარლამენტი – გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად აშშ-ის რეზოლუციის მიღება, დიპლომატიისა და დონალდ ტრამპის ძალისხმევის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა

შეერთებულმა შტატებმა გაერო-ს შესთავაზა მარტივი, ისტორიული რეზოლუცია, რომელიც ადასტურებს იმას, რაზეც ყველა თანხმდება, რომ კონფლიქტი საშინელებაა, გაერო უნდა გაერთიანდეს მის დასასრულებლად და აჩვენოს, რომ მშვიდობა შესაძლებელია, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარატმენტის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც საქართველოში აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში თავის გვერდზე აზიარებს. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი, გაერო-ს უშიშროების საბჭოში აშშ-ის რეზოლუციის მიღება რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად აშშ-ის დიპლომატიისა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ძალისხმევის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. „შეერთებულმა შტატებმა დღეს გაეროს შესთავაზა მარტივი, ისტორიული რეზოლუცია, რომელიც ადასტურებს იმას, რაზეც ყველა თანხმდება: რომ კონფლიქტი საშინელებაა, გაერო უნდა გაერთიანდეს მის დასასრულებლად და აჩვენოს, რომ მშვიდობა შესაძლებელია. აშშ-ის რეზოლუციის მიღება გაეროს უშიშროების საბჭოში აშშ-ის დიპლომატიისა და პრეზიდენტ დონალდ ჯ. ტრამპის ძალისხმევის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად. ეს ისტორიული გადაწყვეტილება ქმნის პირობებს მშვიდობის დამყარებისა და სისხლისღვრის შეწყვეტისთვის“, – ნათქვამია სახელმწიფოდ დეპარტამენტის განცხადებაში.

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი – უკრაინაში ომი პროვოცირებული იყო და ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად რუსების მიერ

ომი არ უნდა მომხდარიყო, ის იყო პროვოცირებული და ეს არ ნიშნავს აუცილებლად, რომ პროვოცირებული იყო რუსების მიერ, – ამის შესახებ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ ვიტკოფმა „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა. სტივ ვიტკოფის თქმით, მიმდინარეობდა საუბრები ნატო-ში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტი საუბრობდა ამის შესახებ და ეს გახდა საფრთხე რუსეთისთვის. „ასე რომ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ეს ფაქტი და ეს არის რეალური ფაქტები ადგილზე. რუსები მიუთითებდნენ, რომ ამას პასუხს გასცემდნენ. იყო არსებითი მოლაპარაკებები, რომელიც ცნობილია სტამბოლის პროტოკოლის სახელით. ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით შეთანხმების ხელმოწერასთან და ვფიქრობ, ამ ჩარჩოს გზამკვლევად გამოყენება უკრაინას და რუსეთს შორის მშვიდობის მისაღწევად, შესანიშნავი იქნება. პრეზიდენტს ესმის, რომ შეთანხმებები მაშინ იდება, როდესაც ის კარგია ყველა მხარისთვის. სწორედ ამ გზაზე ვართ“, – განაცხადა სტივ ვიტკოფმა.

საია სასამართლოს საჩივრით მიმართავს, „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი დაზარალებულად ცნოს.

საია სასამართლოს საჩივრით მიმართავს, „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი დაზარალებულად ცნოს. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, „ძალადობრივი და უკანონო იყო მზია ამაღლობელის დაკავების პროცესი, რადგან თან ახლდა ფიზიკური ძალადობა“. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თქმით, მას დაკავების დღესვე ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტის მიერ, რომლის დასკვნის მიხედვითაც, მზია ამაღლობელს მარცხენა მხრის არეში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები. აღნიშნული დაზიანებები კი განვითარებული იყო რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც შეეხება 2025 წლის 12 იანვარს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსისა და ამავე სამმართველოს თანამშრომელთა მხრიდან მზია ამაღლობელის მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას. აღსანიშნავია, რომ ძალადობრივი და უკანონო იყო მზია ამაღლობელის დაკავების პროცესი, რადგან თან ახლდა ფიზიკური ძალადობა. სწორედ აღნიშნულის გამო მიიღო მან დაზიანებები, რაც დადასტურებულია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითაც. სისხლის სამართლის წესით დაკავების შემდგომ კი, პოლიციის განყოფილების ეზოსა და შენობაში, ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მხრიდან მზია ამაღლობელის მიმართ განხორციელდა არასათანადო მოპყრობა. პოლიციის შენობაში შეყვანამდე, ეზოში, ირაკლი დგებუაძემ მას არაერთხელ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის წესით დაიწყებდა გამოძიებას. დგებუაძემ განყოფილებაში რამდენჯერმე სცადა მას ფიზიკურად გასწორებოდა. პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა. ოთახში ერთ-ერთი შესვლისას მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევისა და სხვა პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილების შესაძლებლობა. მზია ამაღლობელი პერიოდულად ითხოვდა ადვოკატებთან დაკავშირებას, თუმცა, მისი მოთხოვნა იგნორირებული იყო. პარალელურად, ადვოკატები დაახლოებით 3 საათის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ პოლიციის განყოფილებაში შესვლას და მზია ამაღლობელთან შეხვედრას. მზია ამაღლობელი აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში წარმოადგენს დაზარალებულს. მას დაკავების დღესვე ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტის მიერ, რომლის დასკვნის მიხედვითაც, მზია ამაღლობელს მარცხენა მხრის არეში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით. საქმის მასალების გაცნობის შედეგად იკვეთება, რომ არსებობს მზია ამაღლობელისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების სამართლებრივი საფუძველი. ამ მიზნით უკვე არაერთხელ მივმართეთ პროკურატურას, თუმცა, კანონმდებლობით დადგენილი ვადების მიუხედავად, ამ დრომდე დაზარალებულად ცნობაზე წერილობითი უარიც კი არ მიგვიღია. ამ ფაქტზე საჩივრით მივმართეთ გენერალურ პროკურორსაც. ამ დრომდე არც საჩივართან დაკავშირებით მიგვიღია შესაბამისი პასუხი. ამდენად, 2025 წლის 24 თებერვალს, საიამ საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რათა სასამართლომ მიანიჭოს მზია ამაღლობელს დაზარალებულის სტატუსი ხსენებულ საქმეში. დაზარალებულის სტატუსი მას მისცემს შესაძლებლობას ისარგებლოს საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული უფლებებით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტუ-ის მეცნიერთა კვლევა სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის გამარჯვებული გახდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევართა ჯგუფი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2024 წლის ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მითივე ცნობით, პროექტის - „ყურძნისეული წარმოშობის ახალი სინბიოტიკური და პრობიოტიკური სასმელების მიღება, მათი ფუნქციური პოტენციალის შეფასება და ოპტიმიზაცია“ - ხელმძღვანელია აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემბის ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანი, აკადემიკოსი ედიშერ კვესიტაძე, პროექტის კოორდინატორია აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი ქრისტინე მუსელიანი. პროექტში, ასევე, ჩართულნი არიან მკვლევრები: ასოცირებული პროფესორი ეკატერინე კაციტაძე და დოქტორი თამარ თურმანიძე. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად, პროექტის თანამონაწილე ორგანიზაციაა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი. სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემბის ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანის, ედიშერ კვესიტაძის თქმით, პროექტთან დაკავშირებული კვლევა მოიცავს ისეთ საკითხებს, რაც სიახლეა აგრარული სფეროში. „გარდა იმისა, რომ კვლევა აგრარული სფეროსთვის სიახლეს წარმოადგენს, მას ასევე, აქვს ზოგადი სახის დატვირთვა. კერძოდ: სხვადასხვა სახეობის მიკროორგანიზმების გამოყოფა და მათი სინერგიული კომბინაციის მიღება; საფერავის და რქაწითელის ჯიშის ყურძნის წვენების ფერმენტაცია გამოყოფილი მიკროორგანიზმებით; პრებიოტიკებად ყურძნის და ქაცვის გამონაწნეხის მშრალი ექსტრაქტების, ასევე ქართული ფეტვის ფხვნილის გამოყენება; მათი ფუნქციური მახასიათებლების და პრებიოტიკული პოტენციალის შეფასება; პრე და პრობიოტიკული წყვილის სინერგიული ეფექტის დადგენა ვარიანტების მიხედვით; ყურძნის სინბიოტიკური სასმელების მიღება პრებიოტიკური კომპონენტების დამატებით; ყურძნის პრობიოტიკური წვენების მიღება ხილ-კენკრის წვენებთან კომპოზიციით; ფერმენტირებულ სასმელებში, საჭიროების მიხედვით, დამატკბობლად სტევიოზიდის გამოყენება და მიღებული სასმელების ფუნქციური, ორგანოლეპტიკური თვისებების შეფასება-ოპტიმიზაცია. პროექტით გათვალისწინებულია სტატიის გამოქვეყნება საერთაშორისო ჟურნალში, მონოგრაფიის გამოცემა, საპატენტო განაცხადის წარდგენა და სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა. კვლევის მიზანია შეფასდეს ყურძნის გამოყენების პოტენციალი ახალი სინბიოტიკური და პრობიოტიკული სასმელების მისაღებად - შეიქმნას ჯანმრთელობისთვის რელევანტური სასმელები მისაღები ხარისხობრივი, პრობიოტიკების სიცოცხლისუნარიანობისა და ორგანოლეპტიკური მაჩვენებლებით, ტექნოლოგიაში თავისუფალი შაქრის გამოყენების გარეშე. ექსპერიმენტში ჩართულია ყურძნის ქართული საღვინე ჯიშები - საფერავი და რქაწითელი“, - აცხადებს დეკანი. საგრანტო პროექტის - „ყურძნისეული წარმოშობის ახალი სინბიოტიკური და პრობიოტიკური სასმელების მიღება, მათი ფუნქციური პოტენციალის შეფასება და ოპტიმიზაცია“, კოორდინატორის, აგრარულ მეცნიერებათა დოქტორის, ქრისტინე მუსელიანის თქმით, პროექტის განხორციელება ემყარება მეცნიერულ კვლევასა და საკითხების პრაქტიკულ გადაწყვეტას. „ორივე მხარე განიხილება ერთ ასპექტში - ინოვაციური პროდუქტების, სასმელების მიღება და სასმელების ფიზიოლოგიური როლის განსაზღვრა. ყოველივე ხელს შეუწყობს მეცნიერების განვითარებას ამ მიმართულებით, ბიზნესსა და კვლევას შორის პარტნიორული კავშირების დამყარებას - მსგავსი ხასიათის პროდუქტებზე მოთხოვნა თანდათან იზრდება და ბიზნესის დაინტერესების პერსპექტივაც მატულობს. პროექტს, ასევე, საფუძვლად უდევს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO, 2003) რეკომენდაციები და ევროპული რეგლამენტის მოთხოვნები (EC 1924/2006), რომელთა თანახმად აუცილებელია შაქრის მოხმარების მნიშვნელოვანი შეზღუდვა და „მუშაობის ევროპული პროგრამა 2020-2025 - გაერთიანებული ძალისხმევა უკეთესი ჯანმრთელობისთვის ევროპაში. პროექტის შედეგებს ექნება გრძელვადიანი პერსპექტივა - ფუნქციური: კერძოდ, მცენარეული სინბიოტიკური და პრობიოტიკული სასმელების წარმოება საქართველოში პრაქტიკულად არ ხდება და წარმოადგენს სიახლეს აგრარული სფეროსთვის. ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნება, სიცოცხლის პერიოდის გახანგრძლივება ქვეყნის მნიშვნელოვანი ამოცანაა და უკავშირდება ბიოლოგიურად აუცილებელი ნივთიერებების გამოყენებას. საჭიროა მომხმარებლის ცნობიერების ამაღლება აღნიშნული მიმართულებით. ევროპის სურსათისა და კვების სამოქმედო გეგმით შემუშავებული პოლიტიკის მიზანია ჯანსაღი კვებითი გარემოს შექმნა, რისთვისაც რეკომენდებულია შემდეგი პოლიტიკური ინსტრუმენტები: შაქრის მოხმარების შემცირება, არაკალორიული დამატკბობლების - სტევია, არქატი, კატემფე, მონკის ხილი, სერენდიფიტის კენკრა და სხვა, გამოყენება, რეცეპტურების რეფორმულირება და ახალი, ბუნებრივად ჯანსაღი პროდუქტების შექმნა“, - აცხადებს ქრისტინე მუსელიანი. სტუ-ის ინფორმაციით, საგრანტო პროექტი - „ყურძნისეული წარმოშობის ახალი სინბიოტიკური და პრობიოტიკური სასმელების მიღება, მათი ფუნქციური პოტენციალის შეფასება და ოპტიმიზაცია“ სამწლიანია.

„109 ერთეული ტექნიკით მიმდინარეობს გზების წმენდა იმერეთში, დიდთოვლობის გამო, ჩაკეტილია 42 სოფელი, ელექტროენერგია არ მიეწოდება 29 000 აბონენტს“ – იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული

სტიქიას ებრძვიან იმერეთში - თოვლია ყველა მუნიციპალიტეტში, რამაც გარკვეული პრობლემები შექმნა. ინტენსიური თოვის გამო, მუნიციპალიტეტების უმეტეს ნაწილში სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესი შეწყდა. მხარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაწმენდით სამუშაოებში 100-ზე მეტი ერთეული ტექნიკაა ჩართული. გზებზე ყრიან მარილს და იწმინდება შიდა სასოფლო გზებიც. ელექტროენერგია არ მიეწოდება აბონენტების მცირე ნაწილს, მიმდინარეობს სამუშაოები ელექტრომომარაგების აღსადგენად. "ნალექი თოვლის სახით ფიქსირდება იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში. ამ ეტაპზე, 109 ერთეული ტექნიკით მიმდინარეობს გზების წმენდა, ასევე იწმინდება საფეხმავლო ბილიკები. სწავლა შეჩერებულია მუნიციპალიტეტის უმეტეს სკოლებსა და ბაღებში. დიდთოვლობის გამო, ჩაკეტილია 42 სოფელი, ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ეს რიცხვი შემცირდეს. ელექტროენერგია არ მიეწოდება ამჟამად 29 000 აბონენტს, ამ მიმართულებით მუშაობს შესაბამისი ჯგუფები, რათა დროულად აღდგეს მიწოდება", - აცხადებს იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი.

ბოლო სიახლეები