შაბათი, მაისი 17, 2025

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ ვდგავართ გზაზე, რომელიც არის არა თავს მოხვეული, არამედ არის მარადიული, ქართველი ხალხი მუდამ იდგება საკუთარ ღირებულებებზე, რომელიც ჭეშმარიტად ქართული, ევროპული და ქრისტიანულია

ჩვენ ვდგავართ გზაზე, რომელიც არის არა ამწუთიერი, ხელოვნური, თავს მოხვეული, არამედ მარადიული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილ მსვლელობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე ამავე დროს არის შეხსენება ყველასთვის, ქართველი ხალხი იდგება საკუთარ ღირებულებებზე.

„ყველას ვულოცავ ოჯახის სიწმინდის დღეს. აქ ჩანს, რა არის ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი. ჩვენ ვდგავართ გზაზე, რომელიც არის არა ამწუთიერი, ხელოვნური, თავს მოხვეული, არამედ არის მარადიული. ეს არის ამავე დროს შეხსენება ყველასთვის, შინ და გარეთ, რომ ქართველი ხალხი მუდამ იდგება საკუთარ ღირებულებებზე, რომლებიც ჭეშმარიტად ქართული, ევროპული და ქრისტიანულია“, – განაცხადა პაპუაშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მარკო რუბიო – მივესალმებით სტამბოლში მიღწეულ შეთანხმებას ტყვეების გაცვლის შესახებ, ნუ გავუშვებთ ხელიდან ამ უზარმაზარ შესაძლებლობას, ახლაა ომის დასრულების დრო

სიკვდილი და ნგრევა უნდა შეწყდეს, ახლა არის დრო, რომ ეს ომი დასრულდეს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა.მარკო რუბიოს თქმით, აშშ მიესალმება რუსეთსა და უკრაინას შორის სტამბოლში მიღწეულ შეთანხმებას ტყვეების გაცვლის შესახებ.„რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბრისას მე კიდევ ერთხელ გავიმეორე აშშ-ის პრეზიდენტის გზავნილი, რომ სიკვდილი და ნგრევა უნდა შეწყდეს. შეერთებულმა შტატებმა წარმოადგინა ძლიერი სამშვიდობო გეგმა და ჩვენ მივესალმებით სტამბოლში მიღწეულ შეთანხმებას სამხედრო ტყვეების გაცვლის შესახებ. ნუ გავუშვებთ ხელიდან ამ უზარმაზარ შესაძლებლობას. ახლაა ამ ომის დასრულების დრო“, – წერს მარკო რუბიო.

დონალდ ტრამპი – 19 მაისს პუტინთან სატელეფონო საუბარს გავმართავ, ამის შედმეგ დაველაპარაკები ზელენსკის, იმედია, იქნება პროდუქტიული დღე და ეს ომი დასრულდება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 19 მაისს გეგმავს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის გამართვას.ამის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.მისი თქმით, რუსეთის ლიდერთან საუბრის შემდეგ ის უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის დაელაპარაკება.„ორშაბათს, 19 მაისს, დილის 10:00 საათზე, სატელეფონო საუბარს გავმართავ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან. საუბრის თემა იქნება „სისხლისღვრის“ შეჩერება, რომელიც კვირაში საშუალოდ 5000-ზე მეტ რუს და უკრაინელ ჯარისკაცს კლავს. ასევე საუბრის თემა იქნება ვაჭრობა. ამის შემდეგ დაველაპარაკები უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის. შემდეგ კი პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად ნატო-ს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს. იმედია, ეს იქნება პროდუქტიული დღე. მოხდება ცეცხლის შეწყვეტა და ეს ძალიან სასტიკი ომი, ომი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო, დასრულდება“, – დაწერა დონალდ ტრამპმა.

ცოტნე ივანიშვილი: ძალადობრივ კადრებს როდესაც ვხედავ, გული მტკივა და თანავუგრძნობ მათ, აგრეთვე მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ქვეყანაში იყოს სამართალი

ძალადობრივ კადრებს როდესაც ვხედავ, გული მტკივა და თავისთავად თანავუგრძნობ მათ, – ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა, ცოტნე ივანიშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.„აგრეთვე მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ქვეყანაში იყოს სამართალი. ამას განაპირობებს სასამართლო და შესაბამისი სტრუქტურები. მე რიგითი ქართველი ახალგაზრდა ვარ, აქ მოვედი, როგორც რიგითი ქართველი ახალგაზრდა, რომ გამოვხატო ჩემი აზრი ოჯახის სიწმინდესთან დაკავშირებით, თქვენ რაზეც მეკითხებით, მათ განაპირობებს სასამართლო, ოფიციალური სტრუქტურები“, – აღნიშნა ცოტნე ივანიშვილმა.ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, გმობს თუ არა ბიძინა ივანიშვილი ძალადობას, ცოტნე ივანიშვილმა აღნიშნა, რომ მას ყველაზე მეტად სტკივა გული ქართველი ადამიანის წინააღმდეგ ძალადობაზე.„თვითონ მამაჩემსაც ყველაზე მეტად სტკივა გული ქართველი ადამიანის წინააღმდეგ ძალადობაზე და ყველაზე მეტად უყვარს ქართველი ახალგაზრდები. როგორც უკვე გითხარით, აუცილებელია, ქვეყანაში იყოს სამართალი“, – განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.

აშშ-ის ქალაქ სენტ ლუისში ტორნადოს, სულ მცირე, ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ის ქალაქ სენტ ლუისში ტორნადოს, სულ მცირე, ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.ადგილობრივი სახანძრო დეპარტამენტის ცნობით, დაახლოებით 100 000 ობიექტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, დაზიანდა 5 000-ზე მეტი შენობა.აშშ-ის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, მისურისა და ილინოისში, სულ მცირე, ექვსი ტორნადო დაფიქსირდა. ორ რაიონში, სადაც ყველაზე დიდი დაზიანება მოხდა, კომენდანტის საათი დაწესდა, რომელიც ადგილობრივი დროით 21:00-დან 06:00 საათამდე იმოქმედებს.„ჩვენი ქალაქი დღეს გლოვობს. სიცოცხლის დაკარგვა და ნგრევა ნამდვილად საშინელია. მომდევნო დღეებში ბევრი სამუშაო გვექნება, მაგრამ დღეს ჩვენ ფოკუსირებული ვართ სიცოცხლის გადარჩენაზე, ხალხის უსაფრთხოებასა და გლოვაზე“, – განაცხადა სენტ ლუისის მერმა, კარა სპენსერმა.

ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებას ამარტივებს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებას ამარტივებს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.ვლადიმერ პუტინის ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად რუსული ენისა და რუსეთის ისტორიის ცოდნა აუცილებელი აღარ იქნება.დოკუმენტის თანახმად, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრები ადამიანები განაცხადის წარდგენას ადგილზე მდებარე რუსეთის ე.წ. დიპლომატიურ წარმომადგენლობებში შეძლებენ.ამასთან, იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე რუსეთში ცხოვრობენ, შეუძლიათ, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს მიმართონ მათი საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად.

ბოლო სიახლეები