კვირა, მარტი 1, 2026

შალვა პაპუაშვილი: შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა პირდაპირ მოუწოდა სხვა ქვეყანაში ხალხს მაიდანისკენ და მეორე დღეს, მისი ქვეყნის ბიუჯეტიდან დაფინანსებულმა ენჯეოებმა დაიწყეს ამ მაიდანის მომზადება

შვედეთის მაგალითზე თუ ვისაუბრებთ, ვნახეთ შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელი, საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, საერთაშორისო ნორმების დარღვევით: გაეროს წესდების, ვენის კონვენციის – ყველაფერი, რასაც სხვებს ედავებიან, თვითონ დაარღვია ამ ადამიანმა, გამოვიდა მიტინგზე და ხალხს მოუწოდებდა მაიდანისკენ, ამაზე შემდეგ ინტერვიუც მისცა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ შეაფასა ევროკავშირის 8 ქვეყნის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების ოპოზიციის აქციაზე გამოსვლა და ყურადღება გაამახვილა შვედეთის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ერიკ ოტოსონის მიერ მაიდანისკენ მოწოდების შესახებ.

პაპუაშვილის თქმით, ოტოსონის მოწოდებიდან მეორე დღეს, მისი ქვეყნის ბიუჯეტიდან დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მაიდანისთვის მზადება დაიწყეს, მსგავსი განცხადებები კი მიუთითებს იმაზე, რომ კონკრეტულ პოლიტიკოსებს ქვეყნის მიმართ კეთილი ზრახვები არ აქვთ.

„შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელი ჩამოვიდა საქართველოში, აღმოჩნდა, რომ უკმაყოფილო იყო ხალხის რაოდენობით თუ იმ ტემპერატურით, რომელიც მას დახვდა და შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა პირდაპირ მოუწოდა სხვა ქვეყანაში ხალხს მაიდანისკენ და მეორე დღეს, მისი ქვეყნის ბიუჯეტიდან დაფინანსებულმა ენჯეოებმა დაიწყეს ამ მაიდანის მომზადება. ვხედავთ, რომ ისინი არიან თანაორგანიზატორი მათ შორის ამ აქციების, რომელიც გზის გადაკეტვას ეხება. მაშინ უკვე კითხვის ნიშანი ისმევა ვინ ვის რაში არწმუნებს და ვინ ვის რას უკვეთავს. აქ პირდაპირ ჩანს შეკრული წრე, რა თქმა უნდა [პროცესი პირიქით არის], თავადვე თქვეს, მათ შორის, ღიადაც განაცხადეს, რომ ამ შეხვედრებზე, ამ შვიდეულთან თუ რვა ადამიანთან, ვინც ჩამოსული იყო, ისინი მოუწოდებდნენ, რომ იყავით უფრო ხმამაღალი, გაგვაგონეთ ხმა, აწიეთ ტემპერატურა.

წარმოგიდგენიათ როგორ ევროპელებთან გვაქვს საქმე? ჩამოვიდნენ ქვეყანაში, რომ არიონ ქვეყანა. ამის შემდეგ როგორ შეიძლება ჩვენ ამ წარმომადგენლებიდან ვინმე გველაპარაკოს რაიმე ღირებულებაზე, ევროპულ ღირებულებაზე კი არა, ეს ადამიანური ღირებულებების მიღმაც არის, რაც მათ ჩაიდინეს – შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, რომ შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა მაიდანისკენ მოუწოდა. შეიძლება ამას კეთილი განზრახვით ვინმე აკეთებდეს საერთოდ? მტერსაც შეიძლება არ უსურვოს ადამიანმა და რა მოყვრობაზე გველაპარაკება ეს კონკრეტული პოლიტიკოსი, ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელიც ჩადის სხვა ქვეყანაში, გეუბნება, ქართველო ხალხო, მეგობარი ვარ და მოდი, იქნებ ერთმანეთს დასცხოთ რამენაირადო – ამას რომ აკეთებს ევროპელი პოლიტიკოსი, ვფიქრობ, გასაგებია იქ, რომ კეთილი ზრახვები არ არის.“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ახლო აღმოსავლეთის ძირითად აეროპორტებში კიდევ 3 400-ზე მეტი საჰაერო რეისი გაუქმდა

ახლო აღმოსავლეთის ძირითად აეროპორტებში დღეს კიდევ 3 400-ზე მეტი საჰაერო რეისი გაუქმდა.არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა განაცხადა, რომ დუბაიში და დუბაიდან ყველა ოპერაცია 2 მარტის, არაბთა გაერთიანებული საამიროების დროით 15:00 საათამდე შეჩერდა.„კატარის ავიახაზებმა“ განაცხადა, რომ ოპერირებას განაახლებს მას შემდეგ, რაც კატარის სამოქალაქო ავიაციის ორგანო კატარის საჰაერო სივრცის უსაფრთხოდ გახსნის შესახებ გამოაცხადებს.„კატარის ავიახაზები“ განმარტავს, რომ დამატებით ინფორმაციას ორშაბათს, დოჰას დროით დილის 9:00 საათისთვის გაავრცელებს.„ეთიჰადის“ ცნობით, აბუ დაბის მიმართულებით და აბუ დაბიდან რეისები ორშაბათს, არაბთა გაერთიანებული საამიროების დროით დილის ორ საათამდე შეჩერდა.

ირანის ქალაქ მინაბში, გოგონათა სკოლის დაბომბვის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 153-მდე გაიზარდა

ირანის ქალაქ მინაბში, გოგონათა სკოლის დაბომბვის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 153-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.გავრცელებული ცნობით, დაბომბვის შედეგად 95 ადამიანი დაშავდა.ირანის განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის დროს, სკოლის შენობა სამჯერ დაიბომბა. „სიენენმა“ შემთხვევის ადგილზე გეოლოკაციური ვიდეო გადაიღო, რომელიც ირანის სამხედრო ბაზიდან დაახლოებით 60 მეტრში მდებარეობს.ამერიკული ტელეკომპანიის თანახმად, როგორც ჩანს, სკოლა ადრე ბაზის ნაწილი იყო, თუმცა თანამგზავრული ფოტოები აჩვენებს, რომ ეს ორი ადგილი, სულ მცირე, 2016 წლიდან არის გამოყოფილი.

ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი- ირანის კონსტიტუციის 111-ე მუხლის საფუძველზე, აიათოლა არაფის დანიშვნით, მუშაობა დაიწყო სულიერი ლიდერის დროებითმა საბჭომ

,,ირანის ისლამური რესპუბლიკის კონსტიტუციის 111-ე მუხლის თანახმად, აიათოლა არაფის დანიშვნით, მუშაობას შეუდგა სულიერი ლიდერის დროებითი საბჭო, ახალი წინამძღოლის არჩევამდე. აღნიშნული საბჭო შედგება პრეზიდენტის, სასამართლო ხელისუფლების თავმჯდომარის და კონსტიტუციის საზედამხედველო საბჭოს წევრი ისლამური სამართლის ერთ-ერთი ექსპერტისგან (ფაკიჰი). საბჭო წარმოადგენს სამართლებრივ მექანიზმს კონსტიტუციის ფარგლებში სტაბილურობის შენარჩუნებისა და ქვეყნის მართვისათვის''- ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი სოციალურ ქსელ  facebook- ზე წერს.

აშშ-ის სამხედრო ხელმძღვანელობა ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნზე“ თავდასხმასთან დაკავშირებით ირანის ინფორმაციას უარყოფს – „ლინკოლნი“ არ დაბომბილა, რაკეტები ახლოსაც კი არ მისულა“

აშშ-ის სამხედრო ხელმძღვანელობა უარყოფს ირანის ინფორმაციას ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნზე“ თავდასხმასთან დაკავშირებით.აშშ-ის არმიის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ირანის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა.„„ლინკოლნი“ არ დაბომბილა. გაშვებული რაკეტები ახლოსაც კი არ მისულა. „ლინკოლნი“ აგრძელებს თვითმფრინავების გაშვებას ირანის რეჟიმის მხრიდან მომდინარე საფრთხეების აღმოფხვრის გზით ცენტრალური სარდლობის დაუნდობელი კამპანიის მხარდასაჭერად, რომელიც ამერიკელი ხალხის დაცვას ისახავს მიზნად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კვიპროსის პრეზიდენტი – კირ სტარმერმა ცხადად და ცალსახად დაადასტურა, რომ კვიპროსი ირანული რაკეტების სამიზნე არ იყო

კვიპროსის პრეზიდენტის ნიკოს ქრისტოდულიდესის განცხადებით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ კვიპროსი ირანის სამიზნეს არ წარმოადგენდა.„პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დამირეკა. მან ნათლად და ცალსახად დაადასტურა, რომ კვიპროსი სამიზნე არ იყო“, - დაწერა ნიკოს ქრისტოდულიდესმა სოციალურ ქსელში.მანამდე, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის წყაროებიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ კვიპროსის მიმართულებით, სადაც გაერთიანებული სამხედრო ბაზებია განლაგებული, ირანის ორი რაკეტა ისროლეს.კვიპროსის მთავრობის წარმომადგენელმა მოგვიანებით უარყო ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ „არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ ქვეყანას საფრთხე ემუქრება“.

ბოლო სიახლეები