პარასკევი, ოქტომბერი 10, 2025

შალვა პაპუაშვილი – ყოველთვის, როდესაც ევროკავშირის პრესსპიკერი ქართველი ხალხისა და არჩეული ხელისუფლების მიმართ რუსული ეპითეტებით ჟონგლიორობას დაიწყებს, მიიღებს მკაფიო პასუხს

საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ევროკომისიის პრესსპიკერმა 23 სექტემბრის განცხადებით მხარი დაუჭირა ხელისუფლების დამხობის მიზნით დაორგანიზებულ 4 ოქტომბრის შეკრებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული განცხადებიდან ათი დღის განმავლობაში ბრიუსელს მოუწოდებდა, რომ განემარტათ, გამიჯვნოდნენ დამხობის შეკრებას, თუმცა რეაგირება იყო ნული.

„დადგა 4 ოქტომბერი, დაიწყო დამხობა, რომელიც ჩავარდა და ახლა არ უნდათ პასუხისმგებლობის გაზიარება. მანამდე ვამბობდი, თუ იქნებოდა ძალადობა, ევროკომისია გაიზიარებდა პასუხისმგებლობას ამ ძალადობისთვის სწორედ პრესსპიკერის განცხადების გამო. გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ, უკვე ორჯერ გააკეთა 4 ოქტომბრის წარუმატებელი დამხობის შემდეგ კომენტარი პრესსპიკერმა და ორივეჯერ თავს დაესხა საქართველოს ხელისუფლებას, ნაცვლად იმისა, რომ დაეგმო მოძალადეებისა და პრეზიდენტის სასახლის შტურმით ამღებების ქმედება. ეს არის უსუსური მცდელობა, რომ გაექცეს პასუხისმგებლობას იმისთვის, რაც გააკეთა. კერძოდ, მან შეაგულიანა და გარე მხარდაჭერა გამოუცხადა 4 ოქტომბერს დაგეგმილ ხელისუფლების დამხობის შეკრებას“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით,  მსგავსი განცხადებები ქართველ ხალხსა და მის ხელისუფლებაზე სიტყვიერი თავდასხმის მაგალითია, რაც უნდა დასრულდეს.

„წარმოუდგენელია, რომ ერთი ბიუროკრატის მხრიდან, რომელიც არავის მიერ არ არის არჩეული და დანიშნულია საკუთარი ხელმძღვანელობის მხრიდან, ვისმენდეთ თავდასხმას ქართველი ხალხის არჩეულ ხელისუფლებაზე. აქ ზედმეტია საუბარი ევროპულ სტანდარტებზე, ეს არის მიუღებელი, როდესაც არაარჩეული ბიუროკრატი როდესაც თავს ესხმის სხვა ქვეყნის დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას. პრესსპიკერი ძალიან გაიტაცა შედარებებმა, რაღაც მითითებებმა რუსულ სახელმძღვანელოზე, სპეცსამსახურებზე და ა.შ. აბსოლუტურად მდაბიო პროპაგანდაა, რასაც ის ეწევა. პროპაგანდას რომ ეწევა, გასაგებია, მაგრამ პროპაგანდასაც რაღაც თავისი სტილი ხომ უნდა ჰქონდეს. ის ეწევა აბსოლუტურად მდაბიო პროპაგანდას ქართველი ხალხის მიმართ, ეთნიკური ეპითეტების გამოყენებითა და ხან რუსული სახელმძღვანელოს მითითებით, ხან რას ამბობს ეს ადამიანი და ხან  – რას. ეს მიუღებელია. გუშინაც დავწერე და დღესაც მინდა, ვთქვა – ყოველ ჯერზე, როდესაც ის გამოჩნდება და ქართველი ხალხის, მისი არჩეული ხელისუფლების მიმართ რუსული ეპითეტებით ჟონგლიორობას დაიწყებს, ყოველ ჯერზე მიიღებს საკმაოდ მკაფიო პასუხს ჩვენგან. შეუძლებელია, ასეთი მიდგომები ქართველმა ხალხმა მოითმინოს, როდესაც მას აბსოლუტურად არაფრად აგდებენ. ზემოდან ყურებით გამოდის ერთი ბიუროკრატი და თავს ესხმის ქართველ ხალხს, მის არჩეულ ხელისუფლებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის პრესსპიკერმა, ანიტა ჰიპერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ვერბალური თავდასხმები რეპრესიული რეჟიმის ჩამოყალიბების შენიღბვის სასოწარკვეთილი მცდელობებია“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

17 წლის მარიამ ამბალიას საზოგადოების დახმარება სჭირდება

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია 17 წლის მარიამ ამბალიას მდგომარეობის შესახებ, რომელსაც სამკურნალოდ თურქეთში გადაყვანა ესაჭიროება.17 წლის მარიამ ამბალია, რომელიც მძიმედ დაშავდა სანადირო თოფიდან შემთხვევით გასრილილი ტყვიით იბრძვის სიცოცხლის გადასარჩენად.მდგომარეობის გაუარესების გამო სასწრაფოდ საჭიროებს თურქეთში გადაყვანას.საზოგადოებას უმორჩილესად ვთხოვთ, შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ მარიამს!თანხის მიმღები: ეკა გაბისონია.პ/ნ 29001009563ანგ.საქ.ბანკი GE55BG0000000609401350

ვიქტორ ჯაფარიძე გიორგი კაკაურიძეს: სახელმწიფოს უსაფრთხოება ნომერ პირველი ამოცანა უნდა იყოს, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ძალოვანი სტრუქტურებისთვის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება აუცილებელია

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე, „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ მოხსენების განხილვისას, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვიქტორ ჯაფარიძემ საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს მიმართა.ვიქტორ ჯაფარიძის თქმით, სახელმწიფოს უსაფრთხოება ნომერ პირველი პრიორიტეტი უნდა იყოს და ძალოვანი სტრუქტურებისთვის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა აუცილებლად უნდა განახლდეს.„ბატონო გიორგი, ხელფასის 10%-იანი ზრდა კარგია, მეტი ჯობია, მაგრამ მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება, გაუმჯობესება და გაზრდა ძალოვანი სტრუქტურებისთვის აუცილებელია. თუ ამის საშუალება არ არის, რაღაც პროექტებს ნამდვილად უნდა მოაკლოთ და სახელმწიფოს უსაფრთხოება უნდა იყოს ნომერ პირველი ამოცანა. გთხოვთ, ეს გაითვალისწინოთ“, - აღნიშნა ვიქტორ ჯაფარიძემ.ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის განმარტებით, უსაფრთხოება ნამდვილად პრიორიტეტული მიმართულებაა და საჭიროების შემთხვევაში რესურსების მობილიზება ხდება.

„სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით შემოსულმა ტვირთმა ვეტერინარული კონტროლი ვერ გაიარა

,,ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, 19 980 კილოგრამი ქათმის გაყინული პროდუქციით და 1000 კილოგრამი თევზით დატვირთული 2 ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა შეჩერებული.ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, შესაბამისი სპეციალისტების მიერ, აღნიშნული ტვირთის შემოწმების შედეგად, გამოვლინდა არადამაკმაყოფილებელი, ჯანმრთელობისთვის საშიში მახასიათებლების არსებობა, ასევე ტრანსპორტირების პირობების უხეში დარღვევა.კანონმდებლობის შესაბამისად, ტვირთი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა''- ამის შესახებ ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ბრიტანელი ექსპერტების ჩართულობით, მასშტაბური პროექტის – „ინოვაციური იდეების კონკურსი“, ჩატარება დაანონსდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შორის ინოვაციური იდეების გენერაციისა და მათი პრაქტიკული განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, კილის უნივერსიტეტთან (დიდი ბრიტანეთი) მრავალწლიანი პარტნიორობის ფორმატში დაგროვილი გამოცდილების გათვალისწინებით, მასშტაბური საუნივერსიტეტო ინიციატივის - „ინოვაციური იდეების კონკურსი - მომავლის პროექტები“ - ჩატარება სპეციალურად მოწვეულ საორგანიზაციო შეხვედრაზე ოფიციალურად დაანონსდა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, საორგანიზაციო შეხვედრაში მონაწილეობდნენ სტუ-ის ვიცე-რექტორები - თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, სხვადასხვა ფაკულტეტის დეკანები და უნივერსიტეტის შესაბამისი ადმინისტრაციული დეპარტამენტების ხელმძღვანელები.„შეხვედრაში მოწვეული ექსპერტების სტატუსით ჩართულნი იყვნენ პარტნიორები დიდი ბრიტანეთიდან, კერძოდ - კილის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მეწარმეობის დირექტორი, დოქტორი კოლინ რიგბი და ამავე სკოლის პარტნიორობის განვითარების მენეჯერი ციფრული და კრეატიული ინდუსტრიების მიმართულებით - ემა ბონფილიო.როგორც საორგანიზაციო შეხვედრაზე აღინიშნა, ფართომასშტაბიანი საუნივერსიტეტო ინიციატივის - „ინოვაციური იდეების კონკურსი - მომავლის პროექტები“ - მიზანი სტუდენტებს, კურსდამთავრებულებსა და ახალგაზრდა თანამშრომლებს შორის ახალი სამეწარმეო ცოდნა-გამოცდილების გაზიარება, ახალგაზრდების სამეწარმეო უნარების განვითარება, ახალი ბიზნესების ამოქმედების ხელშეწყობა და მისი ფუნქციონირების მხარდაჭერაა, რაც საერთო ჯამში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ინდუსტრიებს შორის მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობის სტიმულირებას შეუწყობს ხელს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.ვიცე-რექტორის, პროფესორ თამარ ლომინაძის განცხადებით, ინოვაციური იდეების საუნივერსიტეტო კონკურსის განხორციელება, რაც მოიცავს ახალგაზრდებში ინოვაციური იდეების გენერაციისა და მათი პრაქტიკულად აღსრულების ხელშეწყობას, რამდენიმე ეტაპად წარიმართება„მიგვაჩნია, რომ მსგავსი ფორმატის კონკურსები საუნივერსიტეტო სივრცის მდგრადი განვითარების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ინოვაციური იდეების კონკურსი ხელს შეუწყობს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების ინტეგრირებას რეალურ ბიზნეს და ეკონომიკურ პროცესებში, გააღრმავებს თანამშრომლობას აკადემიურ სექტორსა და ინდუსტრიებს შორის, ხოლო ახალგაზრდა კონკურსანტებისთვის ამით იქმნება ერთგვარი საუნივერსიტეტო პლატფორმა, რომელიც მნიშვნელოვნად აჩქარებს მათ პროფესიულ, სამეწარმეო და კარიერულ წინსვლას. მნიშვნელოვანია, რომ ეს ინიციატივა ეხმიანება თანამედროვე საგანმანათლებლო ტენდენციებს, საერთაშორისო პარტნიორებთან და ადგილობრივ თუ საერთაშორისო ინდუსტრიებთან ეფექტიან კოლაბორაციას. საბოლოო ჯამში კი, აღნიშნული პროცესები ხელს უწყობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ჩამოყალიბდეს სამეცნიერო და პრაქტიკული ინოვაციების ცენტრად.ინოვაციური იდეების კონკურსი სამ ძირითად კატეგორიაში ჩატარდება. ესენია: „ციფრული ტექნოლოგიები“; „სოციალური გავლენა“; „შემოქმედებითობა“; გარდა ამისა, ცალკე კატოგორიად განვიხილავთ „ფენტეზის“. საგულისხმოა, რომ ინოვაციური იდეების გენერირება და მათი პრაქტიკაში შესრულება მოხდება ინკუბაციისა და პროფესორ-მასწავლებლებთან საკონსულტაციო მუშაობის გზით. გამარჯვებული ახალგაზრდები გამოვლინდებიან თითოეული კატეგორიის მიხედვით. პროექტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სპეციალური ჟიური გამოავლენს მაქსიმუმ 10 ინოვაციურ იდეას, რომელთა წარდგენაც ღონისძიების დასკვნით ეტაპზე, მიმდინარე წლის დეკემბერში, ავტორების მიერ პრეზენტაციის სახით მოხდება. კონკურსში ძირითად ეტაპზე ჩართვა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ასევე, გუნდურად. გუნდის შემთხვევაში, წევრთა რაოდენობა სამს არ უნდა აღემატებოდეს. კონკურსანტები, რომლებიც დასკვნით ეტაპზე დამუშავებულ პროექტებს წარადგენენ და გაიმარჯვებენ კონკურში, სხვადასხვა პრიზით დაჯილდოვდებიან. გვინდა ჩვენმა ახალგაზრდებმა გაითვალისწინონ, რომ კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნებისმიერი საფეხურის სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, ჩვენს კურსდამთავრებულებს - 18-დან 35 წლის ასაკამდე პირებს, რომლებსაც შესწევთ უნარი წარმოადგინონ ინოვაციური სამეწარმეო იდეები და ამასთან ერთად, სურთ თავიანთი იდეები რეალურ ბიზნესპროექტებად აქციონ,“ - აღნიშნა თამარ ლომინაძემ.საორგანიზაციო შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ინოვაციური იდეების კონკურსის ჩატარების, რეგისტრაციის ვადების, საკონკურსო პირობებისა და ეტაპების შესახებ დეტალური ინფორმაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებში უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება. სტუ-ის ინფორმაციით, ინოვაციური იდეების კონკურსის ჩატარებას ორგანიზებას უწევენ სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისი და საუნივერსიტეტო ცენტრი - „ერთად“. კონკურსის მთავარი პარტნიორია სტუ-ის სტუდენტური სერვისების, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტი; ღონისძიების აკადემიურ მხარდაჭერას სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სამეწარმეო მენეჯმენტის საგანმანათლებლო პროგრამა ახორციელებს, ხოლო კონკურსის მიმდინარეობისას მონაწილეებს კონსულტაციებს ბრიტანელი ექსპერტები გაუწევენ.

ნიკოლ ფაშინიანი – პროექტი „ტრამპის გზა“ დსთ-სთვის ახალ შესაძლებლობებს ხსნის

„ტრამპის გზა“ დსთ-სთვის ახალ შესაძლებლობებს ხსნის, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში, დსთ-ს სახელმწიფოების მეთაურების სამიტზე განაცხადა.ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი „ტრამპის გზაზე“ აშშ-სთან და შეთანხმებულ მესამე მხარეებთან იმუშავებს.ფაშინიანის თქმით, TRIPP-ის (ტრამ­პის გზა სა­ერ­თა­შო­რი­სო მშვი­დო­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის) პროექტი სომხეთს დსთ-ს წევრ აზერბაიჯანთან და დსთ-ს სხვა წევრებთან სარკინიგზო, ასევე სხვა სატრანსპორტო კავშირებით უზრუნველყოფს.„ეს მნიშვნელოვანი ცვლილება და გარემოებაა, რომელიც უდავოდ ხელს შეუწყობს დსთ-ს ფარგლებში ეკონომიკური კავშირების განმტკიცებას და ორგანიზაციის ეფექტიანობის გაზრდას“, – განაცხადა ფაშინიანმა.როგორც ფაშინიანმა აღნიშნა, პროექტი თანამეგობრობის ქვეყნებისთვის ექსპორტისა და იმპორტის ახალ შესაძლებლობებს ხსნის.ნიკოლ ფაშინიანმა ასევე ისაუბრა ბაქოსთან სამშვიდობო შეთანხმების პარაფირებაზე. მისი თქმით, დამყარებული მშვიდობა არ ნიშნავს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დღის წესრიგში არსებული საკითხები ამოწურულია.„ჩვენ ჯერ კიდევ უნდა დავამყაროთ ორმხრივი სავაჭრო, ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული კავშირები და მოვაგვაროთ ჰუმანიტარული საკითხები. მტრობის მრავალწლიანი ისტორიის გათვალისწინებით, ეს მარტივი საქმე არ არის, თუმცა დამყარებული მშვიდობა იძლევა რწმენას, რომ ეს საკითხები თანდათან მოგვარდება“, – განაცხადა სომხეთის პრემიერმა.

ბოლო სიახლეები