პარასკევი, ივნისი 6, 2025

შალვა პაპუაშვილი – ქართველმა ხალხმა გამოცდა ჩააბარა 34 წლის წინ, როდესაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, ყველა გამოცდა, რაც კი შეიძლება, ჩააბაროს ერმა, ჩაბარებული გვაქვს

ქართველმა ხალხმა გამოცდა ჩააბარა 34 წლის წინ, როდესაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, ყველა გამოცდა, რაც კი შეიძლება, ჩააბაროს ერმა, ჩაბარებული გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის ანგარიშის შესახებ დასმულ კითხვაზე.

კერძოდ, ევროპარლამენტის ანგარიშის ერთ-ერთ ჩანაწერზე, სადაც აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტში თვითმმართველობის არჩევნებს საქართველოს დემოკრატიის მედეგობის მორიგ გამოცდად მიიჩნევენ და მოუწოდებენ ოპოზიციას, „გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, რათა ასახოს ხალხის ერთიანობა“, პაპუაშვილმა აღნიშნა:

„მე ეს გავიგე როგორც ქედმაღალი მეტროპოლიიდან პერიფერიისთვის გადმოსროლილი სიტყვა, გამოცდები. რაღაც გამოცდა გვაქვს ჩასაბარებელი. აქ კლასში ჩარჩენილი მოწაფე არავინ არის. ზუსტად ეს არის საბჭოური აზროვნება, როცა ბრიუსელიდან ქართველ ხალხს გვიყურებენ როგორც არასრულფასოვან საზოგადოებას, რომელმაც გამოცდები უნდა ვაბაროთ ბრიუსელის, თუ ქალბატონი იუკნევიჩიანეს, თუ სხვების წინაშე. ქართველი ხალხისადმი ეს დამოკიდებულება, ხალხის მეორეხარისხოვან საზოგადოებად წარმოჩენა უნდა დასრულდეს. ეს დაასრულა ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს. იმ არჩევნებში ეს ითქვა. სინამდვილეში, ამაზე გამწარდა ზოგიერთი. ეს გაიმეორა „ევრობარომეტრმა“, ზუსტად ეს აჩვენა, რომ ეროვნულ მთავრობას აქვს მოსახლეობის მხარდაჭერა. მოსახლეობის უმეტესობისთვის მომაბეზრებელია, როდესაც ზემოდან დაჰყურებენ. ადრე მოსკოვი დაჰყურებდა, ახლა დედაქალაქების ჩამონათვალი იმდენია, მეშინია, არ შემეშლოს, რამდენს უნდა, ზემოდან დაგვყურონ – ესტონელებს, ლიტველებს, ლატვიელებს, ვისაც არ ეზარება, ყველას ჩვენი მართვა უნდა. ყველას რატომღაც თავი წარმოუდგენია კლასის დამრიგებლად და ჩვენ გამოცდები უნდა ვაბაროთ? ლიტვის მთავრობას უნდა ჩავაბაროთ გამოცდა, თუ დანიის და საფრანგეთის? რა დამოკიდებულებაა საზოგადოებების და ქვეყნების დახარისხება, რომლებსაც გამოცდები აქვთ ჩასაბარებელი.

ქართველმა ხალხმა გამოცდა ჩააბარა 34 წლის წინ, როდესაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ. ქართველმა ხალხმა თავისი პასუხისმგებლობის გამოცდა ჩააბარა ავღანეთში, როცა წინა ხაზზე ვიბრძოდით და დამალული იყვნენ ნატო-ს წევრი ქვეყნების უმეტესობა თავის ქვეყნებში, არც კი გააგზავნეს კონტინგენტი ავღანეთში. ყველა გამოცდა, რაც კი შეიძლება, ჩააბაროს ერმა, ჩაბარებული გვაქვს. მათ შორის დღეს რომ ძალიან გულადად არიან და უკრაინას, როგორც აშშ-ის ხელისუფლება ამბობს, მარიონეტად იყენებენ რუსეთთან ომში და „პროქსი ომი“ აქვთ გამართული რუსეთთან, ჩვენ როცა საომარი იყო, ვიომეთ. სამწუხაროდ, დღეს ზოგიერთი ქვეყანა, განსაკუთრებით ბალტიის ქვეყნები, რათა თავად აიცილონ შიშები, რომელიც რუსეთის მიმართ აქვთ, მზად არიან, გაწირონ სხვა ქვეყნები, საქართველოს ჩათვლით, რომ ყურადღება გადაატანინონ სხვებზე. რაიმე შიშები თუ აქვთ და რისკებს ხედავენ, ამ შიშს ჩახედონ თვალებში და თავად იბრძოლონ საკუთარი დამოუკიდებლობისთვის და სხვის ხარჯზე ნუ ეცდებიან თავისი დამოუკიდებლობის შენარჩუნებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მოემზადეთ, მთავრდება ორპარტიული სისტემა? ახალი პარტია — გადატრიალება თუ თამაში?-შეიძლება კი ილონ მასკმა ამერიკის პოლიტიკა შეცვალოს?-რასწერს მასკი

ამერიკელმა მილიარდერმა, ილონ მასკმა საკუთარ სოციალურ ქსელში გამოკითხვა გააკეთა, საჭიროა თუ არა, აშშ-ში შეიქმნას ახალი პოლიტიკური პარტია, რომელიც შუაში მყოფ 80 პროცენტს წარმოადგენს.„დროა, ამერიკაში შეიქმნას ახალი პოლიტიკური პარტია, რომელიც რეალურად წარმოადგენს შუაში მყოფ 80 პროცენტს?“, – წერს მასკი თავის გვერდზე შექმნილ გამოკითხვაში.გამოკითხვაში ამ დროისთვის 1 930 968-მა მომხმარებელმა დააფიქსირა საკუთარი მოსაზრება. მათმა 82-მა პროცენტმა შეკითხვას დადებითი პასუხი გასცა.

დონალდ ტრამპი – ილონ მასკი გადაიღალა, ვთხოვე, წასულიყო, წავართვი ელექტრომობილების მანდატი და ის უბრალოდ გაგიჟდა

ილონ მასკი გადაიღალა, ვთხოვე, წასულიყო, წავართვი ელექტრომობილების მანდატი და ის უბრალოდ გაგიჟდა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.მისივე თქმით, ილონ მასკმა წინასწარ, თვეების განმავლობაში იცოდა, რომ ტრამპი ელექტრომობილების შესახებ აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიიღებდა.„ილონი „გადაიღალა“, ვთხოვე, წასულიყო, წავართვი ელექტრომობილების მანდატი, რომელიც ყველას აიძულებდა, ეყიდათ ელექტრომობილები, რომლებიც არავის სურდა (მან თვეების განმავლობაში იცოდა, რომ მე ამას გავაკეთებდი!) და ის უბრალოდ გაგიჟდა!“, – წერს დონალდ ტრამპი.

ილონ მასკმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი ეპშტეინის ფაილებში ფიგურირებს

ილონ მასკმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ეპშტეინის ფაილებში ფიგურირებს.„დროა, მართლაც დიდი ბომბი ჩამოვაგდოთ. დონალდ ტრამპი ეპშტეინის ფაილებშია. ეს არის ნამდვილი მიზეზი, რის გამოც ეს ფაილები არ გამოქვეყნებულა. კარგ დღეს გისურვებ, დონალდ!“ - აღნიშნა მასკმა.ფინანსისტ ეპშტეინის საქმემ, რომელიც სექს-ვაჭრობასა და არასრულწლოვნების მიმართ დანაშაულებებში იყო ბრალდებული, ფართო საზოგადოებრივი რეზონანსი მოიპოვა მისი კავშირების გამო ცნობილ პოლიტიკოსებთან.

5.0 მაგნიტუდის მიწისძვრა – სტიქიის შედეგები იკვლევა

ჩინეთში, იუნანის პროვინციაში 5.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.მიწისძვრა ხუთშაბათს, დილის 4:31 საათზე, პეკინის დროით მოხდა, იტყობინება ჩინეთის სეისმური ქსელების ცენტრი.ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ბიძგები ერიუანის ოლქში, დალის ქალაქში და ჰეცინის ოლქში იგრძნობოდა. ერიუანის ოლქის ხელისუფლებამ სასწრაფო რეაგირების რეჟიმი დაუყოვნებლივ აამოქმედა. სტიქიური უბედურების შედეგების გამოძიება მიმდინარეობს.

ახალი ელჩის კანდიდატურის დამტკიცება სავარაუდოდ დაემთხვევა „მეგობარი აქტის“ მიღების პროცესებს, რაც შესაძლებლობაა, ვაშინგტონში საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია მოხდეს – სალომე სამადაშვილი

ახალი ელჩის კანდიდატურის დამტკიცება სავარაუდოდ დაემთხვევა „მეგობარი აქტის“ მიღების პროცესებს, რაც შესაძლებლობაა, ვაშინგტონში საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია მოხდეს, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, სალომე სადამაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველო ვაშინგტონში უპატრონოდაა დატოვებული და დღემდე არ ჰყავს ელჩი.„მინდა, რომ წარმატება ვუსურვო ამერიკის ელჩს მომავალ საქმიანობაში. ვფიქრობ, მას ჩვენს ქვეყანაში რთულ პერიოდში მოუწია მუშაობა. გული მწყდება, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგად სწორედ ამ დროს დაემთხვა სტრატეგიული ურთიერთობების შეჩერება შეერთებულ შტატებთან. მნიშვნელოვანია, რომ ახალი ელჩის კანდიდატურის განხილვა და დამტკიცება დაემთხვევა „მეგობარი აქტის“ მიღების პროცესებს, თუ ელჩის დანიშვნა სწრაფად წარიმართა. ეს არის ჩვენთვის შესაძლებლობა, რომ ვაშინგტონში საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია მოხდეს. ჩვენ ვიცით, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველო ვაშინგტონში უპატრონოდ არის დატოვებული, მაგალითად, ჩვენ დღემდე არ გვყავს ელჩი ვაშინგტონში დანიშნული“, – განაცხადა სამადაშვილმა.ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის საელჩომ გაავრცელა. როგორც დანიგანი განმარტავს, „მივიღე პირადი გადაწყვეტილება, გავიდე პენსიაზე, ჩემი გაწვევა ჩემს მთავრობას არ მოუთხოვია“.

ბოლო სიახლეები