ამ საკითხზე ადრეც მოგვისმენია მათი მოსაზრება, მაგრამ ამ ყველაფერს ამატებდე, რომ კასეტური ბომბები იყო ცხინვალში გამოყენებული, რა თქმა უნდა, ეს გასაოცარია, – ამის შესახებ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ვინც ამ საკითხში ერკვევა, ყველამ იცის, რომ კასეტური ბომბების დასახლებულ პუნქტებში გამოყენება აკრძალულია.
„ამ საკითხზე ადრეც მოგვისმენია მათი მოსაზრება, მაგრამ ამ ყველაფერს რომ ამატებ, კასეტური ბომბები იყო ცხინვალში გამოყენებულიო, რა თქმა უნდა, გასაოცარია. შემდეგ მოვისმინეთ განმარტებები, თითქოს, ის ცხინვალს არ გულისხმობდა, უფრო სწორად, სამხედრო სამიზნეებს გულისხმობდა. ვინც ამ საკითხში ერკვევა, ყველამ იცის, რომ კასეტური ბომბების დასახლებულ პუნქტებში გამოყენება აკრძალულია და იმიტომაც არსებობს კონვენცია მის აკრძალვასთან დაკავშირებით, რომელსაც მართალია, მოგვიანებით შევუერთდით, მაგრამ იდეა სწორედ ის არის, რომ დამაზიანებელია მშვიდობიანი მოსახლეობისთვის და მისი გამოყენება არ შეიძლება. ასეთ დანაშაულს რომ დააბრალებ საკუთარ ქვეყანას, რა თქმა უნდა, ეს ძალიან საკვირველია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.