საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი პაპუაშვილი Facebook-ზე სერგი კაპანაძის განცხადებას გამოეხმაურა.
„მეჩვენება, თუ გარდა იმისა, რომ რეზოლუციას მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც, ომი ჩვენ დაგვიწყია, ახლა იმასაც ამატებს, რომ კასეტური ბომბებითაც დაგვიბომბია ცხინვალი?
ამ რუსული ნარატივით აკეთებდა ეს საგარეო გუნდი რამეს, ქართულ საქმესთან ახლოს?“, – წერს პაპუაშვილი.
არავინ უარყოფს, რომ ქართულმა მხარემ ცხინვალი დაბომბა და კასეტური ბომბები გამოიყენა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე სოციალურ ქსელში წერს.