კვირა, ივნისი 1, 2025

შალვა პაპუაშვილი – სარწმუნოების განმტკიცება და მისდამი ყურადღება ჩვენი ხელისუფლების განსაკუთრებული ზრუნვის საგანს წარმოადგენს, მისი დაცვა საქართველოს ეროვნული ინტერესია

მოხარული ვარ, რომ წილად მხვდა პატივი გამოვსულიყავი და სიტყვა წარმომეთქვა დღევანდელ კონფერენციაზე და საქართველოს პარლამენტის სახელით წარმომეჩინა ის განსაკუთრებული დამოკიდებულება და ურთიერთობა, რაც გაგვაჩნია ეკლესიის, სულიერების და სამღვდელო დასის მიმართ. სარწმუნოების განმტკიცება და მისდამი ყურადღება ჩვენი ხელისუფლების განსაკუთრებული ზრუნვის საგანს წარმოადგენს და მისი დაცვა საქართველოს ეროვნული ინტერესია, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სიტყვით გამოსვლისას კონფერენციაზე, რომელიც ნიკეის პირველი მსოფლიო კრების 1700 წლის იუბილეს მიეძღვნა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საერთაშორისო კონფერენცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცოცხალი სარწმუნოების აღორძინების საქმეში, რადგანაც საღვთისმეტყველო დიალოგი, მართლმადიდებლური სარწმუნოების განმტკიცება და თანამედროვე ენაზე დოგმატური საკითხების აუდიტორიამდე მიტანა ჩვენი ეკლესიის მისიონერული დანიშნულებისა და ცოცხალი სულიერი პროცესის დასტურია.

„მნიშვნელოვანია, რომ სწორედ აქ, თბილისში, საქართველოს დედაქალაქში, მის ერთ-ერთ უძველეს და ისტორიულ შენობაში იმართება კონფერენცია, რომელიც ეძღვნება ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების 1700-წლოვან იუბილეს. კრების, რომელიც 325 წელს ქალაქ ნიკეაში შეიკრიბა, რათა დაემკვიდრებინა ჭეშმარიტება, დაეცვა სარწმუნოება და განემტკიცებინა ეკლესიის ერთობა. ეს არის მემკვიდრეობა, რომელიც მაშინვე შეისისხლხორცა საქართველომ და მისთვის არასოდეს გადაუხვევია. სწორედ ეს ერთგულება, ეს სიმტკიცე და ეს რწმენა გამოარჩევს ქართველ ადამიანს.
ეკლესიის მიმართ ერის და ბერის დამოკიდებულება საუკეთესოდაა ჩამოყალიბებული რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ანდერძში. გადის ასწლეულები, ათასწლეულები და მიუხედავად ჟამთა სიავისა თუ სხვადასხვა ეპოქალური განსაცდელისა, ჩვენი წინაპრების რჯულსა და ანდერძს ჩვენ არ ვუხვევთ.

როგორც გადმოცემით ვიცით, მეოთხე საუკუნის საქართველოდან ორი ეპისკოპოსი ესწრებოდა ნიკეის წმინდა კრებას. ეს კრება უმნიშვნელოვანესი იყო არამარტო ქრისტეს ეკლესიის, არამედ მთლიანად მსოფლიო ისტორიის შემდგომი განვითარებისთვის, იმპერიისა და ეკლესიის ურთიერთობის ჩამოყალიბებისათვის, ეპისკოპოსთა პრიმატისა და იერარქიულობის დადგენისათვის, ცრუ სწავლებათა დაგმობისა და რწმენის სიმბოლოს აღიარებისათვის, სამყაროს უმთავრესი მოვლენის, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის აღნიშვნის დღის განსაზღვრისათვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს ეკლესია ყოველწლიურად იხსენიებს ნიკეის პირველი მსოფლიო კრების 318-ვე წმინდა მამას, მათ მიერ გამოცემულ ოცივე კანონს კი სათანადოდ აღასრულებს.

„ჩვენი ეკლესია ჩვენი სახელმწიფოს უძველესი ინსტიტუციაა, რომელიც განუყოფლადაა გადახლართული ჩვენი ერის სვე-ბედში. ქართველი ერი, მისი სამშობლო, საქართველო, და მისი სამოციქულო და ავტოკეფალური ეკლესია, ერთმანეთთან თანაშეზრდილი და ერთმანეთისგან განუყოფელია. ვერც ერთმა მტერმა ვერ შეძლო მათი განცალკევება და ერთმანეთისგან გაგლეჯა. სწორედ ამ ერთობაშია ჩვენი ჭეშმარიტი ძალა. ჩემი სიტყვა მინდა, დავასრულო წმინდა ირინეოს ლიონელის ციტატით ერეტიკოსთა წინააღმდეგ სიტყვიდან: „სადაც არის ეკლესია, იქ არის სულიწმიდა, ხოლო სადაც არის სულიწმიდა, იქ არის მთელი ჭეშმარიტება“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, სასულიერო პირები და მეცნიერები.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კვარაცხელია-შოკირებული ვარ. ჯერაც ვერ ვიჯერებ, რომ აქ ვდგავარ. თუმცა ყოველთვის მჯეროდა, რომ ეს შესაძლებელი იყოღმერთს ვეუბნები მადლობას, როცა შრომობ და უკან გიბრუნდება ეს ყველაფერი,...

ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ხვიჩა კვარაცხელია პირველი კომენტარით პიტერ შმაიხელთან გამოჩნდა, რომელიც უეფა-ს ტელევიზიასთან ექსპერტის რანგში თანამშრომლობს.ლეგენდარულმა დანიელმა მეკარემ ქართველ ფეხბურთელს ასე მიმართა:– ხვიჩა, ოთხი თვის წინ სულ სხვაგან იყავი, ახლა კი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ხარ. ეს არ ყოფილა უბრალოდ 1:0 – მოიგეთ 5:0! რას გრძნობ ამ მომენტში?– აღწერა მიჭირს. ეს საოცარი შეგრძნებაა, შოკირებული ვარ. ჯერაც ვერ ვიჯერებ, რომ აქ ვდგავარ. თუმცა ყოველთვის მჯეროდა, რომ ეს შესაძლებელი იყო. მე ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ვარ და ძალიან ბედნიერი ვარ. ამ ყველაფერს ერთად მივაღწიეთ – კლუბთან და მწვრთნელებთან ერთად.– ნამდვილად უნდა იამაყო. ეს იყო წარმოუდგენელი პერფორმანსი თქვენგან – არა მხოლოდ დღეს, არამედ მას შემდეგ, რაც პსჟ-ს შეუერთდი. როგორ ფიქრობ, რამდენის მიღწევა შეუძლია ამ გუნდს და რამდენ ხანს შეგიძლიათ ამ დომინაციის გაგრძელება?– ვფიქრობ, ეს გუნდი ჩემამდეც იმსახურებდა ჩემპიონობას, მაგრამ ფეხბურთში ხშირად გხვდება რთული მომენტები, რომლებიც უნდა გადალახო. ჩვენ ეს შევძელით. ფინალში „ინტერის“ 5:0 დამარცხება მარტივი არ არის.– როგორც ჩანს, დღეს თითოეული თქვენგანი სიამოვნებას იღებდა ლუის ენრიკეს ფეხბურთის სტილით.– ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ოჯახივით ვართ. ყოველთვის ვცდილობთ, ერთმანეთს მაქსიმალურად დავეხმაროთ. მწვრთნელი საოცარად მუშაობს, ყველაფერს იდეალურად გვიხსნის და ჩვენც ვცდილობთ, ეს მოედანზე გადავიტანოთ.

„დინამო თბილისის“ მწვრთნელი – ხვიჩა დამპირდა, რომ თუ გაიმარჯვებს, ჩემპიონთა თასს თბილისში ჩამოიტანს და ქართულ ღვინოს დავლევთ

ხვიჩა კვარაცხელია ბავშვობის მწვრთნელს, ლადო კაკაშვილს დაჰპირდა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში თასს თბილისში ჩაიტანს, — ამის შესახებ გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსთან“ ინტერვიუში კაკაშვილმა ისაუბრა.ამერიკული გამოცემის ცნობით, კვარაცხელიამ ეს პირობა სწორედ იმ ადამიანს მისცა, ვინც წარსულში მის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა – ლადო კაკაშვილს, რომელიც ამჟამად „დინამო თბილისის“ მთავარი მწვრთნელია.„ხვიჩა დამპირდა, რომ თუ გაიმარჯვებს, თასს აქ, თბილისში ჩამოიტანს. ჩვენ ჩემს კაბინეტში დავსხდებით და თასიდან ქართულ ღვინოს დავლევთ“, — თქვა ლადო კაკაშვილმა.ლადო კაკაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას „დინამო თბილისის“ აკადემიაში წვრთნიდა. „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა თავდამსხმელმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში მილანის „ინტერთან“ გამარჯვებაში (5:0) მონაწილეობა გოლით მიიღო.

ჯორჯ კლუნიმ 14 მეგობარს მადლობის ნიშნად $1 მილიონი აჩუქა – აი, რატომ

ჯორჯ კლუნი თავის წარმატებას თავის წარმატებას საკუთარ უახლოეს მეგობრებს უმადლის, ამიტომ 2013 წელს გადაწყვიტა, იმ ყველაფრისთვის, რაც მათ გაუკეთეს სამაგიერო გადაეხადა — ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.იმ პერიოდში კლუნის, რომელიც "მუდამ უცოლო" მამაკაცად ითვლებოდა, ახალი გაცნობილი ჰყავდა თავისი მომავალ ცოლი, ამალი, და ჯერ კიდევ არ ჰყავდა შვილები. ოჯახზე მაშინ ჯერ არ ფიქრობდა, მაგრამ, როგორც მან ცოტა ხნის წინ ჟურნალ GQ-ს უთხრა, "ჩემი ოჯახი ჩემი მეგობრები არიან, რომლებმაც 35 წლის განმავლობაში უამრავი რამ გააკეთეს ჩემთვის.""მათ სავარძლებზე მეძინა, როცა ღარიბი ვიყავი. მათ ფული მასესხეს, როცა არ მქონდა. ისინი დამეხმარნენ წლების განმავლობაში, და მეც ვეხმარებოდი მათ," — ამბობს ვარსკვლავი მეგობრებზე საუბრისას.იმ პერიოდში კლუნის ფილმმა Gravity საოცარი პოპულარობა მოიპოვა, რამაც მსახიობს მოულოდნელი ფინანსური მოგება მოუტანა. "ფილმის გადამღებ კომპანიას ეგონა, რომ პროექტი ჩავარდებოდა, ამიტომ ფულის გადახდის ნაცვლად ფილმის მოგებიდან პროცენტები შემოგვთავაზეს. საბოლოო ჯამში ეს ძალიან კარგი გარიგება აღმოჩნდა," — ამბობს კლუნი.კლუნიმ გადაწყვიტა, მეგობრებისადმი მადლიერება ასე გამოეხატა: შეიძინა 14 ჩემოდანი და თითოეულში $1 მილიონი ჩადო, შემდეგ კი მეგობრებს სთხოვა, ერთ საღამოს მას სახლში ვახშამზე სწვეოდნენ. როგორც რანდე გერბერმა, კლუნის მრავალწლიანი მეგობარი და ბიზნესპარტნიორი იხსენებს, მსახიობმა მეგობრებს ეს ჩემოდნები სწორედ ვახშმის დროს გადასცა."უბრალოდ ავიღე რუკა და ვაჩვენე ყველა ის ადგილი, სადაც მათ წყალობით მოვხვდი და ყველაფერი, რაც მათ დახმარებით ვნახე. და ვუთხარი – როგორ უნდა გადაუხადო ხალხს ამისთვის?" – გაიხსენა კლუნიმ GQ-სთან საუბრისას —"შემდეგ ვთქვი: "ერთი მილიონი დოლარი როგორი იქნებოდა?"გერბერის თქმით, ეს ჟესტი "ზუსტად ასახავს, როგორი ადამიანია ჯორჯი.""ვიცი, რომ რთული დროები ყველამ გამოვიარეთ, ზოგიერთები დღემდე ამ მდგომარეობაში ხართ," – გაიხსენა გერბერმა კლუნის სიტყვები – "აღარ მოგიწევთ შვილების მომავალზე ნერვიულობა, არც სწავლაზე, არც იპოთეკაზე."

ხვიჩა კვარაცხელიამ 2024/2025 წლის საკლუბო სეზონი 20 საგოლე მოქმედებით დაასრულა

„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერს“ გაუტანა და კონტინენტის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი დამაჯერებელი სტატისტიკით დაასრულა.2024/25 წლების სეზონში ხვიჩა პსჟ-ს მხოლოდ იანვარში შეუერთდა და ჩემპიონთა ლიგაზე პლეი ოფის ეტაპიდან ჩაერთო. მან ტურნირზე 9 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა – „ბრესტის“, „ასტონ ვილას“ და ფინალში მილანური გუნდის კარში. გარდა ამისა, კვარაცხელიამ 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.ქართველი ფეხბურთელი პსჟ-სთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონატის, თასისა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.საერთო ჯამში, ხვიჩა კვარაცხელიამ სეზონში 12 გოლი და 8 საგოლე გადაცემა მოაგროვა:„ნაპოლიში“ – 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემა„პარი სენ-ჟერმენში“ ლიგა 1-ში – 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემაჩემპიონთა ლიგაზე – 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა

ირაკლი ღარიბაშვილი-კვარა ჩემპიონია!  ხვიჩა, გილოცავ ისტორიულ გამარჯვებას! მთელი საქართველო შენით ამაყობს!

,,გილოცავთ! კვარა ჩემპიონია!ხვიჩა, გილოცავ ისტორიულ გამარჯვებას!მთელი საქართველო შენით ამაყობს! -წერს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

ბოლო სიახლეები