პარასკევი, მაისი 9, 2025

შალვა პაპუაშვილი – სამწუხაროდ, ამ ტრაგედიისას როდესაც საზოგადოება უნდა იყოს სოლიდარული, გვიწევს არა მხოლოდ სტიქიასთან, არამედ დეზინფორმაციასთან ბრძოლა

სამწუხაროდ, როდესაც საზოგადოება უნდა იყოს კონსოლიდირებული, სოლიდარული, ზუსტად ამ ტრაგედიისას გვიწევს არა მხოლოდ სტიქიასთან, არამედ დეზინფორმაციასთან ბრძოლა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველ არხს შოვში, სტიქიის ზონაში ყოფნისას განუცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა ტექნიკური შესაძლებლობებია სტიქიის ადგილზე, პაპუაშვილმა აღნიშნა:

„ყველაფერი უზრუნველყოფილია ტექნიკით. ყველანაირი სპეკულაცია უნდა დასრულდეს, არ არსებობს რაიმე ტექნიკა, რომელიც იქნებოდა საჭირო და არ ჰქონდეთ ჩვენს მაშველებს. ადამიანური ძალითაც სრულად არის უზრუნველყოფილი. ყველაფერი მიდის ძალიან გეგმაზომიერად, იმ გეგმის მიხედვით, რომელიც შემუშავებულია, რომელი ზონებიდან უნდა იყოს შესვლა, სად უნდა გაიჭრას გზა და ასე შემდეგ. ცხედრები იპოვეს, ეს შედეგები გვაჩვენებს, რომ ტერიტორიაზე, სადაც დაფარული იყო, საკმაოდ ეფექტიანად მუშაობდნენ.

სამწუხაროდ, მაშინ როდესაც საზოგადოება უნდა იყოს კონსოლიდირებული და სოლიდარული, ზუსტად ამ მომენტში, ისეთ საკითხზე, რომელსაც არაფერი საერთო შეიძლება არ ჰქონდეს სხვა ისეთ პოლიტიკურ საკითხებთან, ამ განსაკუთრებული ტრაგედიის მომენტში გვიწევს არა მხოლოდ სტიქიასთან, არამედ დეზინფორმაციასთან ბრძოლა.

სამწუხაროდ, რამდენიმე მედია, არასამთავრობო ორგანიზაცია ავრცელებდა, თითქოს არსებობს რაღაც კვლევა, რომელიც აჩვენებდა, რომ ამ ხეობაში რაღაც ღონისძიებებია ჩასატარებელი, რაც ტყუილია. სხვა დასახელების მდინარეა იქ, დღვიორაზეა საუბარი, რომელიც არის ქვემოთ, მეორე მხარეს, სხვა ხეობა. მიუხედავად ამისა, ეს დეზინფორმაცია ვრცელდება და დღეს იყო სამწუხარო შემთხვევა, როდესაც ხდება პირდაპირი ტყუილი, თითქოს იმ ადამიანებთან არ ხდება საუბარი, რომლებიც ოჯახის წევრებს ეძებენ. იქ ვიყავით მთელი დღე, ვესაუბრეთ, არა მხოლოდ ამ ადამიანებს, სხვებსაც, ვინც ეძებს ოჯახის წევრებს დ. ვცდილობთ, იმედი მივცეთ და გვერდით დავუდგეთ. მათზე ყველანაირად ზრუნავს შტაბი და სახელმწიფო. მიუხედავად ამისა, ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს არავინ ესაუბრება.

როდესაც ვსაუბრობთ ასეთ პრობლემებზე, საუბარი გვაქვს ბუნებრივ კატასტროფაზე და კრიზისულ მომენტებზე, როდესაც ხდება პირდაპირ საბოტაჟი ასეთი დეზინფორმაციის გავრცელებით, სერიოზული კითხვის ნიშნები ისმის ამ ორგანიზაციების დონორების მიმართ. „მწვანე ალტერნატივა“ და „მთის ამბები“, მათი დონორები, როდესაც აფინანსებენ ორგანიზაციას, რომელიც პირდაპირ საბოტაჟს უწევენ კრიზისულ მომენტში, ცდილობენ, პანიკა დათესონ, ეს რა ქცევაა, ან რისი დაფინანსებაა საერთოდ. არ ვიცი, ვინ არიან ამ ორგანიზაციის დონორები, მაგრამ ვინც არიან, მოვუწოდებ, ჩახედონ, რას აფინანსებენ. ეს არის მეგობრობა ხალხის მიმართ? როდესაც კრიზისულ მომენტში მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები პირდაპირ საბოტაჟს უწევენ მთლიანად პროცესს და ცდილობენ პანიკის დათესვას. ამ პრობლემას, სამწუხაროდ, სხვა დროს კიდევ შეიძლება, უმკლავდებოდე და ნაკლებად ემოციურიც იყო, მაგრამ როდესაც ასეთ ტრაგედიაზე გვაქვს საუბარი, როცა კატასტროფიდან გამომდინარე კრიზისული მომენტების მართვაა, როდესაც ამ დროს ხდება ზურგში დანის ჩარტყმა ასეთი მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რა თქმა უნდა, აქ არის პასუხისმგებლობა მათი დონორების. მოვუწოდებ მათ, ამაზე დაფიქრდნენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ქუთაისში, რიონში, 19 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს

ქუთაისში, მდინარეში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. მეხანძრე-მაშველებმა ცხედარი მდინარე რიონში ნახეს. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამუშაოებში ჩართული იყვნენ მყვინთავები.19 წლის გოგოს ძებნა გუშინ, ღამით, ბალახვნის ხიდის მიმდებარედ დაიწყო და ძებნა მიმდებარე პერიმეტრზე გაგრძელდა.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი სამეგრელოში იყო.მათივე ცნობით, ბიძგების სიმძლავრემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა.დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ვოლოდიმირ ზელენსკი – დონალდ ტრამპთან საუბრისას დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების განზრახვის სერიოზულობა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.ზელენსკის თქმით, სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ომის დასრულება სურს.„განვიხილეთ მშვიდობისთვის შემდგომი ძალისხმევის აუცილებლობა, კერძოდ კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება, გადაიდგას. პრეზიდენტი ტრამპი დაინტერესდა ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციით და მე მოკლედ მივაწოდე მას ინფორმაცია. ასევე გავაცანი, რომ უკრაინა მზადაა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუნდაც დღეიდან. ჩვენ ველოდებით რუსეთისგან ამ წინადადებაზე თანხმობას. მე ასევე დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების თავისი განზრახვის სერიოზულობა, დაიწყოს სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტით“, – წერს ზელენსკი.უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრისას დაადასტურა, რომ სურს ამ ომის დასრულება, მზადაა დასახმარებლად და მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას. ამასთან, ლიდერები მიესალმნენ უმაღლესი რადას მიერ ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირებას.

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს. კერძოდ, აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც “რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების” (RFE/RL) ძალისხმევებს შეუწყობს ხელს, მიიღოს კონგრესის მიერ გამოყოფილი თანხები, რომლებიც მომდევნო კვირებში საქმიანობის გაგრძელებისთვის სჭირდება. აღნიშნული გადაწყვეტილება იგივე სასამართლოში რამდენიმე საათით ადრე სამი მოსამართლისგან შემდგარი პანელის გადაწყვეტილებას აპაუზებს. აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების სრული 11-კაციანი შემადგენლობით მიღებულმა გადაწყვეტილებამ პანელის გადაწყვეტილება “ადმინისტრაციულად შეაჩერა”.

ქუთაისში, მდინარე რიონში 19 წლის გოგოს ეძებენ

ქუთაისში, მდინარე რიონში, ე.წ. ბალახვანის ხიდის მიმდებარედ 19 წლის გოგოს ეძებენ.ინფორმაციას „ინფო იმერეთი“  ავრცელებს.ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია.

ბოლო სიახლეები