ნიკა გვარამია უკვე მერამდენედ ადასტურებს, რომ იურისპრუდენციის გაგნებაში არ არის, გამოდის, ამბობს დიდ სისულელეს, რასაც მგონი, სალომე ზურაბიშვილსაც ვერ აჯერებს, ასე რომ, ვინ რამდენ სისულელეს იტყვის, ამაზე ყველაფერზე კომენტარი რომ ვაკეთოთ, მგონი, ტყუილად დავკარგავთ დროს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის შესაძლო დათხოვნასთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
პაპუაშვილის თქმით, ფაქტი მარტივია და სახეზეა, 29 დეკემბერს შედგება პრეზიდენტის ინაუგურაცია.
„29 დეკემბერს იქნება ინაუგურაცია და საქართველოს ეყოლება ღირსეული პრეზიდენტი, რომელსაც ექნება რთული ამოცანა, რომ ის ზიანი, რომელიც ქვეყნის შიდა და გარე მტრებმა პრეზიდენტის ინსტიტუტს ერთობლივად მიაყენეს, ერთობლივად იქნას აღმოფხვრილი. ამით პრეზიდენტის ინსტიტუტს დაუბრუნდეს ის პრესტიჟი, რომელიც მას უნდა ჰქონდეს. რაც შეეხება პარლამენტის დათხოვნა-არ დათხოვნას და ასეთ უაზრო იდეებს, იგივე წარმატებით ქალბატონ სალომეს შეუძლია, მსოფლიო ჩემპიონატი დანიშნოს თბილისში, ასეთივე სამართლებრივი ძალა ექნება ამ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.