განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მეორე მოსმენით კომიტეტში განხილვამ აჩვენა, რომ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირეთ ყველა პრინციპულ საკითხზე შეთანხმება მიღწეულია.
„მეორე მოსმენით კომიტეტში განხილვამაც გვაჩვენა, რომ არ არის შეუთანხმებელი პრინციპული საკითხები, ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ დღეს სამუშაო შეხვედრაზე გვექნება შესაძლებლობა, დარჩენილი საკითხებიც შევათანხმოთ. რა თქმა უნდა, იქნება ისეთი საკითხებიც, რომლებზეც ვერ შევთანხმდებით – ეს არის რამდენიმე პარტიის ერთობლივი შრომის პროდუქტი და ამიტომ შესაძლებელია, რომ ყველა დეტალი არ იყოს გათვალისწინებული“, – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.