კვირა, მაისი 25, 2025

შალვა პაპუაშვილი – როგორც მელიას შემთხვევაში, ახლაც, სტრასბურგის გადაწყვეტილებამდე, ლიეტუვის ხელისუფლება გააგრძელებს საქართველოს რეპუტაციის დაზიანებას, ხოლო სტრასბურგი რომ უსაფუძვლო თავდასხმაში ამხელს, ბოდიშსაც არ მოიხდის

როგორც მელიას შემთხვევაში, სტრასბურგის გადაწყვეტილებამდე, ლიეტუვის ხელისუფლება გააგრძელებს საქართველოს რეპუტაციის დაზიანებას, ხოლო სტრასბურგი რომ უსაფუძვლო თავდასხმაში ამხელს, ბოდიშსაც არ მოიხდის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, სამწუხაროდ ლიეტუვის საელჩოს ბოდიშსაც არ მოიხდის.

„18.02.2021 – ლიეტუვის ელჩი, მისივე თქმით, სოლიდარობის გამოსახატავად მივიდა ნაციონალური მოძრაობის მთავარ ოფისში, სადაც, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მიზნით, გამაგრებული იყო ნიკა მელია, რომელმაც გირაოს გადახდაზე უარი თქვა, რის გამოც სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამ დღიდან გავა 3 წელი და სტრასბურგი იტყვის რომ წინასწარი პატიმრობა კანონიერი იყო, ხოლო ლიეტუვის ელჩი ან არაკომპეტენტური, ან ექსტრემისტი პოლიტიკოსის წამხალისებელი.

24.05.2025 – ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გმობს ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას, რომელმაც გირაოს გადახდაზე უარი თქვა, რის გამოც სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. იმედი მაქვს, რომ ჯაფარიძეც სტრასბურგს მიმართავს, იმიტომ, რომ გავა ისევ სამი წელი და სტრასბურგი აუცილებლად იტყვის, რომ პატიმრობა კანონიერი იყო, ხოლო ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ან არაკომპეტენტური, ან ექსტრემისტი პოლიტიკოსის წამხალისებელი. ერთია ოღონდ, ისევე როგორც მელიას შემთხვევაში, სტრასბურგის გადაწყვეტილებამდე, ლიეტუვის ხელისუფლება გააგრძელებს საქართველოს რეპუტაციის დაზიანებას, ხოლო სტრასბურგი რომ უსაფუძვლო თავდასხმაში ამხელს, ბოდიშსაც არ მოიხდის“, – წერს პაპუაშვილი.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თბილისში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა-რა ხდება ადგილზე

თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.როგორც „ტიფლისნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია.მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

რომის პაპი – გამბედაობისა და შეუპოვრობისკენ მოვუწოდებთ ყველას, ვინც დიალოგსა და მშვიდობის გულწრფელ ძიებაშია ჩართული

გამბედაობისა და შეუპოვრობისკენ მოვუწოდებთ ყველა პირს, რომელიც დიალოგსა და მშვიდობის გულწრფელ ძიებაშია ჩართული, – ამის შესახებ რომის პაპმა, ლეო მეთექვსმეტემ ვატიკანში, პაპის რეზიდენციის ფანჯრიდან თავისი პირველი მიმართვის დროს განაცხადა.რომის პაპმა ქრისტიანებს თანაგრძნობის გამოხატვისკენ მოუწოდა. ეს არის პირველი შემთხვევა 2 თებერვლის შემდეგ, როდესაც რომის პაპი საკვირაო ქადაგებით გამოჩნდა წმინდა პეტრეს მოედანზე.„ჩვენი ლოცვა ომისგან დაზარალებული ყველა ხალხისადმია მიმართული. ჩვენ გამბედაობისა და შეუპოვრობისკენ მოვუწოდებთ მათ, ვინც დიალოგსა და მშვიდობის გულწრფელ ძიებაშია ჩართული. მოდით, გადავწყვიტოთ, ყველგან მივიტანოთ ღმერთის სიყვარული და არასდროს დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი თითოეული და და ძმა ღვთის სამყოფელია და რომ მისი ყოფნა, უპირველეს ყოვლისა, ვლინდება პატარებში, ღარიბებსა და ტანჯულებში, რომლებიც გვთხოვენ, ვიყოთ გულისხმიერი და თანამგრძნობი ქრისტიანები“, – განაცხადა რომის პაპმა.

კაია კალასი – რუსეთი უკრაინის მეტი ტანჯვისა და განადგურებისკენაა მიდრეკილი, ამ ომის შესაჩერებლად რუსეთზე ყველაზე ძლიერი საერთაშორისო ზეწოლა გვჭირდება

უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის საპასუხოდ, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელი კაია კალასი რუსეთზე ძლიერი ზეწოლის განხორციელებას ემხრობა.კაია კალასის თქმით, უკრაინაში ომის შესაჩერებლად, რუსეთზე ძლიერი საერთაშორისო ზეწოლაა საჭირო.„გუშინდელი თავდასხმები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსეთი უკრაინის მეტი ტანჯვისა და განადგურებისკენაა მიდრეკილი. გამანადგურებელია უდანაშაულო მსხვერპლთა შორის ბავშვების ხილვა, რომლებიც დაშავდნენ და დაიღუპნენ. ჩემი ფიქრები დღეს ოჯახებთანაა. ამ ომის შესაჩერებლად რუსეთზე ყველაზე ძლიერი საერთაშორისო ზეწოლა გვჭირდება“, – განაცხადა კაია კალასმა.  

საგარეო დახმარება არ არის ქველმოქმედება. მისი მიზანია აშშ-ის ეროვნული ინტერესების წინ წაწევა – მარკო რუბიო

ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად, უნდა დავრწმუნდეთ, რომ თითოეული დახარჯული დოლარი და ყოველი გადადგმული ნაბიჯი, ზომად სარგებელს მოუტანს ამერიკელ ხალხს - ან უფრო უსაფრთხოს და ძლიერს გახდის ჩვენს ქვეყანას, ან უფრო მდიდარს. ამ სამიდან ერთ მიზანს მაინც უნდა აღწევდეს, იდეალურად კი სამივეს, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კონგრესში საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე.რუბიომ უპასუხა კონგრესის დემოკრატი სენატორების კრიტიკას USAID-ის დაფინანსების შემცირებასთან დაკავშირებით.„არსებობს საშინელი რაღაცები, რაც ხდება პლანეტაზე. ამერიკას თითოეული მათგანის მოგვარება არ შეუძლია. ჩვენ უნდა მოვახერხოთ ჩვენი საგარეო პოლიტიკის ფოკუსირება იმ სფეროებზე, რომლებიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია. ჩვენ კვლავ დავრჩებით საგარეო ჰუმანიტარული დახმარების უდიდეს მიმწოდებლებად ამ პლანეტაზე. დღევანდელი ბიუჯეტის გათვალისწინებითაც კი, აშშ კვლავ იმაზე მეტს დახარჯავს საერთაშორისო დახმარებაზე, ვიდრე მომდევნო 10 ქვეყანა ჯამში. უახლოესი ქვეყანა ჩვენთან ამ მხრივ გერმანიაა და ახლაც კი ჩვენზე გაცილებით უკან არის.მაგრამ საგარეო დახმარება ჩვენ ეროვნულ ინტერესებზე უნდა იყოს მიმართული. უნდა შევქმნათ სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელიც ამას მიაღწევს. დიახ, ჩვენ გავაუქმეთ კონტრაქტები USAID-ში. ზოგი სულელური და აღმაშფოთებელი, ზოგი კი არ ემსახურებოდა ეროვნულ ინტერესებს. ზოგი კონტრაქტი კი შევინარჩუნეთ და მათ სახელმწიფო დეპარტამენტის იურისდიქციაში ვაქცევთ. იმიტომ რომ გვსურს, რომ ისინი ჩვენი საგარეო პოლიტიკის ხელსაწყოთა ბერკეტების ნაწილად ვაქციოთ.საგარეო დახმარება არ არის ქველმოქმედება. მისი მიზანია შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესების წინ წაწევა. ამიტომ, დიახ, ჩვენ გავაგრძელებთ ჰუმანიტარული დახმარების გაწევას, ჩვენ დავეხმარებით ქვეყნებს საკვებით, დავეხმარებით განვითარებაში და დავეხმარებით თავდაცვაში. მაგრამ ჩვენ ამას ჩვენი საელჩოებისა და რეგიონული ბიუროების ძალისხმევით“, - განაცხადა რუბიომ.მან ხაზი გაუსვა თანამედროვე სამყაროში გადაწყვეტილების მიღების სისწრაფის მნიშვნელობას და ასევე აღნიშნა, რომ ხშირად ის საკითხები, რომლებსაც ამა თუ იმ ქვეყანაში აშშ-ის საელჩო და USAID-ი აკეთებდნენ ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდიოდა და ხშირ შემთხვევაში USAID-ის პროგრამები ძირს უთხრიდა საელჩოს მისიებს.„მე არ ვარ პირველი სახელმწიფო მდივანი, რომელსაც უნდოდა USAID-ისა და საგარეო დახმარების სახელმწიფო დეპარტამენტის იურისდიქციაში მოქცევა. მე უბრალოდ პირველი ვარ, ვისაც ეს გამოუვიდა“, - დასძინა რუბიომ.

ჭადრაკის ნამდვილი სამკაული-მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ჭადრაკის დაფა, 20,000 ბრილიანტით, 500 კარატით და ფასი — 4 მილიონი დოლარი!

როგორ გექნებოდათ სურვილი, თამაში მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ჭადრაკის ნაკრებზე? ♟️ეს უჩვეულო შედევრი, სახელად Pearl Royale, დამზადებულია 20,000-მდე ბრილიანტისგან, რომელთა საერთო წონა 500 კარატს აჭარბებს და მისი ფასი დაახლოებით 4 მილიონი დოლარია. 💎💵 „ჩემი მიზანი არ ყოფილა ყველაზე ძვირადღირებული დაფის შექმნა. ჩემი სურვილი იყო შემექმნა ის, რაც შეიძლება ყოფილიყო მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ჭადრაკის ნაკრები,“ — ამბობს დიზაინერი კოლინ ბერნი. „მინდოდა, რომ ერთ დღეს მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშეებს ეთამაშათ ამ დაფაზე.“ და მართლაც, ასე მოხდა. 2022 წლის ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატზე, გროსმაისტერი ფაბიანო კარუანა გახდა პირველი მოთამაშე, ვინც ისტორიაში პირველად დააწყო ფიგურები Pearl Royale-ის დაფაზე. დაფა ასევე გამოჩნდა YouTube-ის ვიდეოში, სადაც კარუანას უერთდნენ გროსმაისტერი რობერტ ჰესი და საერთაშორისო ოსტატი დენი რენში, და ისინი განიხილავდნენ, რა სვლები შეიძლებოდა გაეკეთებინა მაგნუს კარლსენს მსოფლიო ჩემპიონატზე.

ბოლო სიახლეები