კვირა, ივნისი 1, 2025

შალვა პაპუაშვილი – რამხელა უტიფრობაა, ვისაც ბერლინში, როგორც მოძალადეს ასამართლებ, იმას თბილისში მშვიდობიანი უწოდო

რამხელა უტიფრობაა, ვისაც ბერლინში, როგორც მოძალადეს ასამართლებ, იმას თბილისში მშვიდობიანი უწოდო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილი თბილისსა და ბერლინში გადაღებულ ვიდეოებს აქვეყნებს. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ბერლინში გადაღებულ ვიდეოში მამაკაცი პიროტექნიკას სახლს ესვრის, ხოლო თბილისში გადაღებულ ვიდეოში პიროტექნიკას პარლამენტის შენობას ესვრიან.

„მარცხენა ვიდეოში ბერლინია, გასული წლის დეკემბერი. კაცმა, რომელმაც სახლს პიროტექნიკა ესროლა, წინასწარ პატიმრობაში ოთხი თვე გაატარა. გერმანიის პროკურატურა თავისუფლების ორი წლით აღკვეთას ითხოვდა. გუშინ, მას, გერმანულმა სასამართლომ, ექვსი თვე მიუსაჯა პირობით, ვინაიდან განზრახვა ვერ დაადგინა. პროკურატურა სასჯელს არ ეთანხმება და განაჩენი გაასაჩივრა.

მარჯვენა ვიდეოში თბილისია, ასევე გასული წლის დეკემბერი.

რამხელა უტიფრობაა, ვისაც ბერლინში, როგორც მოძალადეს ასამართლებ, იმას თბილისში მშვიდობიანი უწოდო“, – წერს პაპუაშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ლოცვა რომელიც ნინოობას უნდა წავიკითხოთ

წმინდა ნინოს ხსენების დღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ - 1-ელ ივნისს, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს და 27 იანვარს, მისი გარდაცვალების დღეს აღნიშნავს.რელიგიური სწავლების თანახმად, ქართველთა განმანათლებელი, წმინდა მოციქულთა სწორი, ქალწული ნინო წარმოშობით კაბადოკიიდან იყო. მისი მამა ზაბულონი საფრანგეთის განმანათლებლად მიიჩნევა, წმინდა ნინო ვაზის ჯვრით საქართველოში IV საუკუნეში შემოვიდა, როდესაც ტახტზე მეფე მირიანი და დედოფალი ნანა იმყოფებოდნენ. წმიდა ნინოს ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა.თუ როგორ უნდა მიულოცოთ წმინდანის მოსახელეებს ეს დღე, ამის შესახებ განმარტებას მამა შიო პაიჭაძე აკეთებს:"წმიდანის თანამოსახელეებს გამოვყოფთ ამ დროს და ვულოცავთ განსაკუთრებულად. ამ დროს აუცილებელია გამოვყოთ და არ აგვერიოს მფარველი ანგელოზის და წმიდანის სახელობის დღე, - ეს სხვადასხვაა! ეკლესიურად მილოცვის გამოკვეთილი ფორმები არ არსებობს, უმთავრესი ამ დროს მილოცვასთან ერთად არის მათთვის ლოცვა. შევავედროთ წმიდანს, როგორც თანამოსახელე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვთხოვოთ წმიდა მეფეს ყოველი მისი თანამოსახელე და ყოველი ჩვენი თანამემამულე დაგვილოცოს და მისი მეოხებით შეგვასწროს ჩვენს სამშობლოს ერთიანს და მთლიანს".წმინდა ნინოს ხატთან უნდა წარმოთქვათ ეს ლოცვები:ტროპარისიტყვისა ღმრთისა მსახურთა თანამოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის. ამინ.კონდაკიმოციქული ქრისტეისგან გამორჩეული, ქადაგი სიტყვისა ღმრთისა განსწავლული, მახარებელი ცხოვრებისა, წინამძღვარი ქართველთა ერისა გზათა მშვიდობისათა, დედისა ღმრთისა საკუთარი მოწაფე ნინო შევამკოთ დღეს ყოველთა გრძნობითა საღმრთოითა, მეოხი მხურვალე, მცველი დაუძინებელი.

ახალი რეგულაცია მძღოლებისთვის, რომელიც 1 ივნისიდან ამოქმედდება

2025 წლის 1-ელი ივნისიდან, ძალაში შედის ვალდებულება, რომელიც გულისხმობს თბილისს, ქუთაისს, ბათუმს, ზუგდიდს, თელავს და ასევე, 150 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებულ საქართველოში მდებარე შესაბამის დასახლებებს (ქალაქი, სოფელი, დაბა) შორის, რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებას M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებით (ავტობუსი).

ბათუმში, შენობის სახურავიდან მოზარდი გადმოვარდა – ის კლინიკაშია გადაყვანილი

არსებული ინფორმაციით, ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე, შენობის სახურავიდან მოზარდი გადმოვარდა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. შენობაში, საიდანაც, მოზარდი, სავარაუდოდ, გადმოვარდა, ამ ეტაპზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

ემიგრანტების საძინებლებში ჩუმად გამოფენილი და ცრემლით დანამული დროშები რომ ჩამოახსნევინა იტალიელებს და მთელს ქვეყანაში აფრიალებინა, მაშინ გახდა დიდი კაციც და დიდი ქართველიც – სანდრო...

რეჟისორი სანდრო ელოშვილი ხვიჩა კვარაცხელიას დღევანდელ თამაშს ეხმიანება და ქართველი სპორტსმენის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.„არ ვიცი სიმართლეა თუ ტყუილი, ჩემი თვალით არ მინახავს, მაგრამ ბევრი ყვებოდა და ყოველთვის ვღიზიანდებოდი, როცა ამბობდნენ რომ გერმანიაში მაღაზიებს ქართულად აწერია “გთხოვთ არ მოიპაროთ”- არ ვვარგივართ ძმაო!- უცხოეთში მრცხვენია რომ ქართველი ვარ!ხშირად მსმენია და სულ ვფიქრობ… ვინ არ ვარგოდა? პიკასოსა და დალის გვერდზე გამოფენილი ფიროსმანი თუ ენიო მორიკონესა და ნინო როტასთან ერთად აჟღერებული გია ყანჩელი ?!სუხიშვილების წინაშე ფეხზე დამდგარი ათასობით მაყურებლის შემხედვარესაც შეიძლება გრცხვენოდეს ქართველობის? თუ რაგბში, ახალ ზელანდიასთან მატჩის დროს, საუკეთესო მოთამაშედ მამუკა გორგოძე რომ დაასახელეს, მაშინ უნდა შეგვრცხვენოდა რამის?!დიახ! მე დღეს ყველაზე ამაყი ქართველი ვარ და ამავე დროს ყველაზე მეტად ვნერვიულობ… ხვიჩაზე მეტადაც კი, რადგანაც არაფერი შემიძლია, გარდა მოლოდინისა, რომ იმ გერმანიაში, სადაც თურმე მაღაზიებში “გთხოვთ, არ მოიპაროთ” წერია, ქართული დროშა იფრიალებს გამარჯვების აღსანიშნავად!დიდი კაცია ხვიჩა კვარაცხელია… დიდი ქართველი!და იცით როდის გახდა? გოლი რომ გაიტანა?! არა! გაჭირვებისგან, სიღარიბისგან, გაუსაძლისობისგან ემიგრაციაში წასულ ქართველებზე სხვა თვალით რომ შეახედა მთელს ევროპას! იმ ემიგრანტების საძინებლებში ჩუმად გამოფენილი და ცრემლით დანამული დროშები რომ ჩამოახსნევინა იტალიელებს და მთელს ქვეყანაში აფრიალებინა, მაშინ გახდა დიდი კაციც და დიდი ქართველიც! ამიტომაც დღეს თუ შეძლებს და ხუთ ჯვრიან დროშაში გახვეული ჩემპიონთა ლიგას ჩაიხუტებს, გარდა იმისა რომ (ჩემი აზრით) ყველა დროის უდიდესი ქართველი ფეხბურთელი გახდება, თითოეულ ჩვენთაგანს მოგვიტანს იმხელა გამარჯვებას და სიხარულს, სიცოცხლის ბოლომდე რომ შეგვეძლება ვიძახოთ, მეამაყება რომ ქართველი ვარ!ამიტომაც… მიდი კვარა, მიდი! “ - წერს სანდრო ელოშვილი სოციალურ ქსელში.

დიდი ბრიტანეთში ერთჯერადი ვაპები იკრძალება — მიზანი: ახალგაზრდების დაცვა და გარემოს დაცვა

2025 წლის 1-ლი ივნისიდან დიდ ბრიტანეთში ერთჯერადი ელექტროსიგარეტების გაყიდვა და მიწოდება იკრძალება- ამის შესახებ bbc-ი წერს გადაწყვეტილება მიღებულია ორი ძირითადი მიზნისთვის: მოზარდებში ვაპინგის გავრცელების შეჩერება — ერთჯერადი ვაპები, რომლებიც ხშირად შეიცავს არომატებს და მაღალი დოზით ნიკოტინს, ძალიან პოპულარული გახდა ახალგაზრდებში, რაც ზრდის დამოკიდებულების რისკს. გარემოს დაცვა — ერთჯერადი ვაპები ქმნიან დიდ რაოდენობით ელექტრონულ ნარჩენს (ლითიუმის ბატარეები, პლასტმასი), რაც სერიოზულ ეკოლოგიურ საფრთხეს წარმოადგენს.სტატია ასევე მიუთითებს, რომ 2022-2024 წლებში ინგლისში ამოიღეს 6 მილიონზე მეტი არალეგალური ვაპი, რომელთაც შესაძლოა ჯანმრთელობისთვის მავნე ქიმიკატები ჰქონოდათ. მიუხედავად იმისა, რომ ვაპინგი სიგარეტზე ნაკლებად მავნედ ითვლება, ის მაინც მოიცავს ჯანმრთელობის რისკებს, განსაკუთრებით მოზარდებისთვის. გინდა, ეს ინფორმაცია ვიდეოს ან გრაფიკის ფორმატშიაც გადაგიმუშაო?

ბოლო სიახლეები