ის, რაც ჩვენმა ოპოზიციურმა კოლეგებმა აქამდე ჩაიდინეს, აღარ უნდა განმეორდეს, ამან პრეცედენტის სახე არ უნდა მიიღოს, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ეს კანონი იყოს, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარტიების დაფინანსების კანონზე საუბრისას პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„ეს კანონი იყოს იმის გამაფრთხილებელი, რომ არავინ გაბედოს, რომ როდესაც არჩევნები დემოკრატიულად და გამართულად ჩატარდება, რაიმენაირად ამითი საბოტაჟი გამოაცხადოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პლენარულ სხდომაზე საკანონმდებლო პაკეტის განხილვა მიმდინარეობს. რომლის მიხედვით, პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, საბიუჯეტო დაფინანსებასა და კანონით განსაზღვრულ რიგ პრივილეგიებს კარგავს.
საპარლამენტო ოპოზიცია პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტს მხარს არ უჭერს და აცხადებს, რომ აღნიშნული ინიციატივა არადემოკრატიულია.