პარასკევი, ნოემბერი 22, 2024

შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციის საუბრები მანდატებზე უარის თქმის შესახებ თვალებში ნაცრის შეყრა იყო, ახლა ეძებენ გამოსავალს, როგორ გადადგან მათთვის დამამცირებელი ნაბიჯი და შევიდნენ პარლამენტში

ოპოზიციის საუბრები მანდატებზე უარის თქმის შესახებ ისეთივე თვალებში ნაცრის შეყრა იყო, რასაც სხვა დროს აკეთებენ, საბოლოო ჯამში, ახლა ეძებენ გამოსავალს, როგორ გადადგან მათთვის დამამცირებელი ნაბიჯი და შევიდნენ პარლამენტში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ საკუთარი თავი ჩიხში შეიყვანა, ან უარს იტყვიან მანდატებზე და ამით დაინგრევენ საკუთარ თავს, ან არ იტყვიან და დაიმცირებენ თავს.

„მგონი, ეტყობა უკვე ოპოზიციას, რომ მათი საუბარი იმაზე, რომ მანდატებზე უარს იტყოდნენ, იყო ისეთივე თვალებში ნაცრის შეყრა, რასაც სხვა დროსაც ისედაც აკეთებენ და საბოლოო ჯამში, ვხედავთ, რომ ეძებენ გამოსავალს, როგორ გადადგან მათთვის დამამცირებელი ნაბიჯი. ჩიხში დაიყენეს საკუთარი თავი, აქვთ ორი არჩევანი: ან უარს იტყვიან მანდატებზე და ამით დაინგრევენ საკუთარ თავს, ან არ იტყვიან და ამით დაიმცირებენ თავს. ჩვენი ოპოზიციის მთავარი პრობლემაა, რომ ღირსება არ აქვთ, როდესაც დგები სხვების სამსახურში, როდესაც ხარ უცხო ძალების ინტერესების გამტარებელი საკუთარ ქვეყანაში, აქ პირველი, რაც უნდა გააკეთოს ადამიანმა, არის ღირსებაზე უარის თქმა. როცა დავალებებით, პატრონების მითითებებით მოქმედებს ოპოზიცია, რა თქმა უნდა, ჩვენ იქ ღირსება არ უნდა ვეძებოთ, ამიტომაც, როგორც ექნებათ დავალება, ზუსტად ისე მოიქცევიან, მათთვის ეს შინაგან დისკომფორტს არ იწვევს, რომ თავს დაიმცირებენ და როგორც თავადვე აქვთ შეფასებული, სუფებად შემოვლენ ამ პარლამენტში და ყველამ ეს კადრები აუცილებლად უნდა ნახოს, განსაკუთრებით მათმა ამომრჩეველმა. ჩვენ მათ ამომრჩევლებსაც ვაფრთხილებდით, ვისთან ჰქონდათ საქმე. საქმე ჰქონდათ აგენტურასთან, რომლებიც მოქმედებენ უცხო პატრონების დავალებით და ამ ხალხს არაფერი ქართული არ აინტერესებს, ეს კადრები უნდა ნახოს მათმა ამომრჩეველმა, როცა უარს არ იტყვიან მანდატზე და აღმოჩნდება კიდევ ერთხელ, რამდენად უღირსი პოლიტიკოსები არიან დღეს ოპოზიციაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიცია სპორტულ აფერისტობას ცდილობს, თითქოს განცხადებები აქვთ დაწერილი და ძალაში შესვლას ელოდებიან.

„კიდევ ერთხელ რომ განვმარტო პროცედურები, რაღაც სპორტულ აფერისტობას ცდილობენ, თითქოს განცხადებები დაწერილი აქვთ და მათ ძალაში შესვლას ელოდებიან. მე წარმოვადგინე კიდეც 2020 წლის მათი განცხადებები, რომლებიც უფლებამოსილების ცნობის შემდეგ იყო დაწერილი. 2020 წელს პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს იყო, მათი განცხადებები შემოვიდა 16, 17, 18 დეკემბერს. ახლაც ვნახავთ, უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, დღის მეორე ნახევარში, ყველა ნახავს, სინამდვილეში ვინ არის ოპოზიცია და კიდევ ერთხელ გამოჩნდება მათი სახე, რომ მანდატებზე უარს არ იტყვიან, განცხადებებს არ დაწერენ, მიუხედავად იმისა, რომ ყველამ საჯარო პირობა დადო, მათ შორის ქალბატონი სალომეს ჩართულობით, რომ მანდატებზე უარს იტყოდნენ, აი, დადგება 25 ნოემბერი და ყველა ნახავს მათ სამარცხვინო, უღირს სახეს, რომ ისინი არ დაწერენ განცხადებებს.ასე რომ, დაველოდოთ დაწერონ განცხადებები და მერე ნახავენ, რაც იქნება ჩვენი პასუხი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მიხეილ სააკაშვილი: უნდა შევწყვიტოთ ბალერინობის თამაში, მოვეშვათ ენის მოჩლექას, ახლა საჭიროა მიწოლა -ჩვენსა და ჩვენს მომავალს შორის არის 4 000 რობოკოპი, ჩვენ ხომ ბევრად...

მუდმივად ვიმეორებთ, რომ ვჯდებით კანონის ფარგლებში. რომელი კანონის, რომელიც აღარ არსებობს? უნდა შევწყვიტოთ ბალერინობის თამაში, მოვეშვათ ენის მოჩლექას. ახლა საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა და განმარტა, რომ ეს მთავრობა მთლიანად არალეგიტიმურია. „ახლა ჩვენსა და ჩვენს თავისუფლებას შორის, ჩვენსა და ჩვენს გადარჩენას შორის არის 4 000 რობოკოპი და სპეცრაზმელი. ხალხო, გავიაზროთ, ჩვენსა და ჩვენს მომავალს შორის არის 4 000 რობოკოპი, ჩვენ ხომ ბევრად მეტნი ვართ? ამიტომ, უნდა შევწყვიტოთ ეს ბალერინობის თამაში, „ტროტუარზე, სკამზე არ ავიდეთ“. მუდმივად ვიმეორებთ, რომ ვჯდებით კანონის ფარგლებში. რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს? რომელი კონსტიტუციის ფარგლებში, რომლიდანაც ესენი დიდი ხანია, გავიდნენ? რომელ მთავრობაზე ლაპარაკობთ, რანაირად შეიძლება, მთავრობა იყოს ის, ვინც არჩევნები წააგო. მთლიანად არალეგიტიმურია, მთავრობა კი არ არის, ეს არის თვითმარქვია, თვითგამოცხადებული მთავრობა. ისევე როგორც, სამართალდამცავები კი არ არიან, სინამდვილეში, სამართალდამრღვევები არიან. ამიტომ, მოვეშვათ ენის მოჩლექას. ახლა საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა, რადგან კაცმა, რომელმაც ეს ამბავი ჩაიდინა, ხმები წაგართვათ, არის ყველაფრის მკადრებელი, ყველაფერზე წამსვლელი და თითოეული სიცოცხლე საფრთხეშია. უკან, კედელზე არის გაყალბებული ბიულეტენები, უკან არის ჩემი შვილის, ალისას ნახატი, ფერადი მომავლის. ალისას და მის მომავალს შორის დგანან ეს რობოკოპები. ალისას ამ ქვეყანაში დარჩენას ხელს უშლის თვითმარქვია, თვითგამოცხადებული მაფიოზური კლანი, რომელიც თავს აცხადებს ხელისუფლებად“, – განაცხადა მიხეილს სააკაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი – შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა პირდაპირ მოუწოდა აქციის მონაწილეებს მაიდნის სცენარისკენ, ვინმეს მაიდანი თუ უნდა, დაიდგას თავის ქვეყანაში

შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა პირდაპირ მოუწოდა აქციის მონაწილეებს, მაიდნის სცენარზე გადასულიყვნენ. ვინმეს მაიდანი თუ უნდა, დაიდგას თავის ქვეყანაში, საქართველოში არეულობას შეეშვან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, „შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელს თუ უნდა, ასეთი სცენარები განვითარდეს საქართველოში, შემდეგ ნუღარ იტყვიან, რომ ქართველი ხალხის მიმართ რაიმე სიმპათია აქვთ“. „ნიშანდობლივია, რომ იმ დღიდან, როცა რვა ევროპელი დეპუტატი გვესტუმრა, პარლამენტის წინ აქციებს გვიმართავდა და მოუწოდეს ოპოზიციას, მაიდანის სცენარზე გადასულიყვნენ, რადიკალური ჯგუფები გადაიქცნენ ექსტრემისტულ ჯგუფებად. შემდეგ დღეებში დავინახეთ მათი ქმედება, მათ შორის „იმედის“ ჟურნალისტის მიმართ, როგორ იქცეოდნენ, რა ტერმინოლოგიას იყენებდნენ აბსოლუტურად სახედაკარგული, ემოციურად დაზიანებული „ნაცმოძრაობის“ აქტივისტები. ეს არის მაგალითი ლიბერალური ფაშიზმისა. ამ ადამიანებს ერთი გრამი ძალაუფლებაც თუ ჩაუვარდათ ხელში, კედელთან მიაყენებენ ყველას, ვინც მათ არ ეთანხმება. რეალურად, ეს არის გამეორება 100 წლის წინანდელი მოვლენებისა. მაშინაც საქართველოში გარედან იმპლანტირებული ბოლშევიზმი შემოვიდა და კედელთან მიაყენეს ყველა, ვინც მათ არ ეთანხმებოდა. ზუსტად ეს არის დღევანდელი ლიბერალურ-ფაშისტური ბაბლი, რომელიც მათი შექმნილია. ერთი გრამი ძალაუფლება რომ ჩაიგდონ ხელში, კედელთან მიაყენებენ ყველას – ზოგს ფიზიკურად გაანადგურებენ და ზოგს ადამიანურად გაანადგურებენ, წაშლიან. ეს სახე დავინახეთ ჩვენ და ისიც დავინახეთ, რამ უბიძგათ ამ ყველაფრისკენ. იმ რვა ევროპული ქვეყნიდან ჩამოსულმა დეპუტატებმა როდესაც გადახედეს აქციას და ნახეს, ცოტა ხალხია, ტემპერატურა არ აქვს, შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა პირდაპირ მოუწოდა, მაიდნის სცენარზე გადასულიყვნენ. ვინმეს მაიდანი თუ უნდა, დაიდგას თავის ქვეყანაში, საქართველოში არეულობას შეეშვან, რაც ამ შემთხვევაში ევროპელი პოლიტიკოსებისგან ვიხილეთ. ვნახეთ, განსაკუთრებით შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელი, როგორ მოუწოდებდა მაიდნისკენ. მგონი, ამ მაიდნის რაღაც რომანტიზება აქვთ მათ, ვისაც პირადად არ შეხებია. ადამიანები დაიხოცნენ, სისხლი დაიღვარა და შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელს თუ უნდა, ასეთი სცენარები განვითარდეს საქართველოში, ნუღარ იტყვიან, რომ მეგობრებს გვიწოდებენ და ქართველი ხალხის მიმართ რაიმე სიმპათია აქვთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მამუკა მდინარაძე: “ეზიზღებათ” ყველაფერი რუსული და ხოშტარიას პარტიას წარმოადგენენ… ბრიუსელში წერილებს იწერებიან, საქართველო და ქართველები დასაჯეთო… ჯაშუშებს დაუძახებ და “საშინლად სწყინთ”…

პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ოპოზიციის მისამართით სოციალურ ქსელში წერს: “ეზიზღებათ” ყველაფერი რუსული და ხოშტარიას პარტიას წარმოადგენენ… ევროპაზე და დემოკრატიაზე ლაპარაკობენ და სააკაშვილის პარტიას წარმოადგენენ… თაღლითებს და მევახშეებს “ებრძვიან” და ხაზარაძის პარტიას წარმოადგენენ… მოღალატეობაში ბრალს დებენ ადამიანებს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ… ვერ ბედავენ მათივე კოლეგაზე უმძიმეს თავდასხმას ამორალური უწოდონ და ჟურნალისტები ქვიათ… ერთიანი საქართველოს იდეის კვალდაკვალ აფხაზს და ოსს მტერს ეძახიან… ევროინტეგრაციის იდეის კვალდაკვალ ოჯახური ღირებულებების კანონი თუ არ გავაუქმეთ, ევროპა არ მიგვიღებსო, პროპაგანდირებენ… ბრიუსელში წერილებს იწერებიან, საქართველო და ქართველები დასაჯეთო… ჯაშუშებს დაუძახებ და “საშინლად სწყინთ”… არჩევნებს აგებენ და 300 ათასი ხმა გაგვიყალბესო…  

გერმანიის „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ კანცლერობის კანდიდატად მოქმედ კანცლერს, ოლაფ შოლცს წარადგენს

გერმანიის „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ კანცლერობის კანდიდატად მოქმედ კანცლერს, ოლაფ შოლცს წარადგენს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ლარს კლინგბაილმა განაცხადა. „ჩვენ გვინდა, მომავალი საარჩევნო კამპანია ოლაფ შოლცთან ერთად დავიწყოთ“, – განაცხადა მან. მანამდე გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ ხელმძღვანელობას აცნობა, რომ არ გეგმავს, კენჭი იყაროს კანცლერობის კანდიდატად. პისტორიუსის თქმით, ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა. მინისტრმა თანაპარტიელებს შიდა უთანხმოებების დასრულებისკენ მოუწოდა. „მე არასდროს დამიწყია ეს დისკუსია, არასდროს მსურდა და არასდროს შევსულვარ ამ საუბარში. ახლა ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, დავასრულოთ ეს დისკუსია, რადგან სასწორზე ბევრი რამ დევს“, – განაცხადა პისტორიუსმა. ბორის პისტორიუსმა ოლაფ შოლცს ძლიერი კანცლერი და კანცლერობის სწორი კანდიდატი უწოდა. გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2025 წლის 23 თებერვალს უნდა გაიმართოს. მანამდე, 16 დეკემბერს ბუნდესტაგში კენჭი უნდა უყარონ მთავრობისადმი ნდობის საკითხს. გერმანიის მთავრობაში კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც 6 ნოემბერს კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გადაწყვიტა, თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა ფინანსთა მინისტრი, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ქრისტიან ლინდნერი. ამის გამო მმართველი კოალიცია, რომელშიც „სოციალ-დემოკრატები“, „მწვანეები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ შედიოდნენ, ფაქტობრივად, დაიშალა.

ირაკლი კუპრაძე: გვაქვს შეთავაზება, რომ სიების ჩახსნა გაკეთდეს ერთდროულად, ოთხივე პოლიტიკური სუბიექტის მიერ, პრეზიდენტის ჩართულობით

"ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" წევრის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, მათი მხრიდან სიების ჩახსნა მოხდება მაშინ, როდესაც ამის სამართლებრივი შესაძლებლობა იქნება. მისი განმარტებით, ისინი გამოდიან ინიციატივით, რომ ეს პროცესი ოთხივე ოპოზიციურმა ზუბიექტმა ერთდროულად, პრეზიდენტის ცართულობით გააკეთოს. "სიების ჩახსნა მოხდება მაშინ, როდესაც ამის სამართლებრივი შესაძლებლობა იქნება. სამართლებრივ შესაძლებლობას იძლევა საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომა. ეს გადაწყვეტილება მიღებულია, ჩავხსნით სიებს, ინდივიდუალურად ვიტყვით მანდატებზე უარს. ასევე, გვაქვს შეთავაზება, რომ ეს გაკეთდეს ერთდროულად, ოთხივე პოლიტიკური სუბიექტის მიერ, პრეზიდენტის ჩართულობით. ვეთანხმები მამუკა ხაზარაძეს, რომ ჯიუტობის დრო არ არის. კომუნიკაცია პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს შორის არის მნიშვნელოვანი, შედგება თუ არა შეხვედრა ან როდის შედგება, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გვაქვს", - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ. გახარიას გუნდი არ აპირებს პარლამენტისგან უფლებამოსილების შეწყვეტა ითხოვოს - ამის შესახებ განცხადება გიორგი გახარიამ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერით გააკეთა. ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ისინი, ამ ეტაპზე, პარლამენტში შესვლას არ აპირებენ, თუმცა მანდატებზე არც საჯაროდ უარის თქმას გეგმავენ.

ბოლო სიახლეები