ოთხშაბათი, მარტი 4, 2026

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას: 13 წელი გავიდა და ვერაფერი ხელშესახები ბიძინა ივანიშვილზე ვერ ნახეთ – რუსეთი თქვენთან მოიკითხეთ

„ტვ პირველს“ ცხოვრება კარგად გაქვთ აწყობილი. გამავრცელებელიც თქვენ ხართ, ბრალმდებელიც თქვენ ხართ, მოსამართლეც თქვენ ხართ, დაადგინეთ მტყუან-მართალი და ახლა გინდათ ჩემი კომენტარი, – ასე უპასუხა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის რუსეთში თითქოს საიდუმლო ოფისს არსებობას ეხებოდა.

 

„არანაირ ჩანაწერზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, რამდენს უვლით 2011 წლიდან მოყოლებული, მაშინ, ჩვეულებრივი მოქალაქე ვიყავი და ზურაბ ჯაფარიძე სანამ „გირჩი“ გახდებოდა, როცა ვითომ ენჯეოშნიკობდა და მერე მივხვდით, რომ ის იყო „ნაციონალური მოძრაობის“ „ენჯეო“, იმ მომენტიდან გაიხსენეთ როგორ უვლიან ბიძინა ივანიშვილს რომ რაღაც მოუძებნონ. 13 წელი გავიდა და ვერაფერი ხელშესახები ამ ადამიანთან ვერ ნახეთ. ერთადერთი რაც ვნახეთ, „ტვ პირველის“ მეპატრონეს მამუკა ხაზარაძეს პირველი მილიონი რუბლებში ჰქონია გაკეთებული რუსეთში.ასე, რომ რუსეთი მოიკითხეთ თქვენთან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – სომხეთის დელეგაციასთან პროდუქტიული დისკუსიები გავმართეთ სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისთვის ახალი შესაძლებლობების ათვისებაზე

მოხარული ვარ, რომ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად ვუხელმძღვანელე საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-15 სხდომას თანათავმჯდომარის რანგში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს.როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საქართველოსა და სომხეთის დელეგაციებთან ერთად, პროდუქტიული დისკუსიები გაიმართა ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებაზე და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის ახალი შესაძლებლობების ათვისებაზე.„მოხარული ვარ, რომ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად, ვუხელმძღვანელე საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-15 სხდომას თანათავმჯდომარის რანგში. ჩვენი ქვეყნების დელეგაციებთან ერთად, პროდუქტიული დისკუსიები გავმართეთ ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებაზე და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის ახალი შესაძლებლობების ათვისებაზე“, – აღნიშნავს პრემიერი.

ნიკოლ ფაშინიანი – სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობის კონტექსტში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია საქართველო, ამ საკითხზე გვქონდა საუბარი და იმედი გვაქვს, რომ მომავალშიც ვითანამშრომლებთ

სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობის კონტექსტში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია საქართველო, ამ საკითხზე გვქონდა საუბარი და იმედი გვაქვს, რომ მომავალშიც ვითანამშრომლებთ და ხელშესახები შედეგებიც გვექნება, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ქართველ კოლეგასთან, ირაკლი კობახიძესთან ერთობლივი ბრიფინგისას განაცხადა.მისი თქმით, სომხეთ-საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგი იყო და რჩება ძალიან აქტიური.„ჩვენ უნდა ვნახოთ, სად შეიძლება, ვითანამშრომლოთ კიდევ უფრო აქტიურად და ქმედითად არსებული გამოწვევების დასაძლევად და იმ შესაძლებლობების გამოსაყენებლად, რაც გაგვაჩნია. ამ შეხვედრებზე ნაკლები მნიშვნელობის ის არის, რომ მეგობრები ნაკლებად ვუთმობთ დროს არასაქმიან საკითხებს, ამ თბილ ურთიერთობებს ჩვენ ძალიან ვაფასებთ, ყოველ ჯერზე ამ შეხვედრების შემდეგ პირველი, რაზეც ვფიქრობთ, არის, როდის შედგება შემდეგი შეხვედრა, როდის გვექნება ამის სიამოვნება, რომ კიდევ ერთხელ ვიხილოთ ერთმანეთი. მე ნამდვილად მიმაჩნია. რომ შემდეგი შეხვედრა იქნება მალე და შევძლებთ ჩვენი შეთანხმების ხელშესახები შედეგების ნახვას რეგიონული, ორმხრივი, საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგების ნახვას და ამის მზაობას ორივე გამოვთქვამთ. კიდევ ერთხელ მინდა, გადავუხადო მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ჩემს კოლეგას ასეთი მეგობრული ძმური მიღებისთვის“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ნიკოლ ფაშინიანი – მინდა, ვისურვო, რომ საქართველოს ჰქონდეს ხანგრძლივი მშვიდობა და მოაგვაროს ის საკითხები, რაც მისთვის აქტუალურია, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის კუთხით

მიმაჩნია, რომ სომხეთსა და საქართველოს საერთო ინტერესები აქვს იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ჩვენი რეგიონი და ევროკავშირი ჰქვია, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.მისივე თქმით, სომხეთსა და საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, რსებული პრობლემები და გამოწვევები დაძლიონ.„საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკური ურთიერთობა ღრმავდება, რაც ხანგრძლივ ტრადიციას ეფუძნება. არავისთვის არის უცხო, რომ საქართველო სომეხი ტურისტებისთვის იყო, არის და იქნება ყველაზე სანუკვარი დანიშნულება დასვენებისთვის. საქართველოდანაც იზრდება ტურისტების რაოდენობა სომხეთში. ჩვენ ეს მზარდი ტენდენცია გვახარებს. ეს ცხადყოფს, რომ ჩვენი აქტიური პოლიტიკური მეგობრობა კულტურის, სპორტის, ეკონომიკის, განათლების, მეცნიერების სფეროებში, აისახება ხალხთა შორის ურთიერთობებზე. ჩვენ პრემიერ-მინისტრების დონეზე გქონდა საშუალება, გვესაუბრა წარსულზე. მახარებს, რომ საერთაშორისო პლატფორმებზე სომხეთი და საქართველო აქტიურად თანამშრომლობენ. მნიშვნელოვნად მივიჩნევთ იმ ფაქტს, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, რათა რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობა არსებობდეს. ეს არის სწორედ იმის საფუძველი, რაზეც სომხეთმა და აზერბაიჯანმა მშვიდობა დააფუძნეს.მიმაჩნია, რომ ეს ნამდვილად არის ისტორიული შესაძლებლობა ჩვენი რეგიონისთვის და მინდა ვისურვო, რომ საქართველომ ასევე იქონიოს ხანგრძლივი მშვიდობა და მოაგვაროს ის საკითხები, რაც მისთვის აქტუალურია, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის კუთხით. მივიჩნევთ, რომ ჩვენი რეგიონის გამოწვევა არ არის მარტივი, ჩვენ გვაქვს დიდი ისტორიული შესაძლებლობა, რომ დავძლიოთ არსებული პრობლემები და გამოწვევები. იმედი გვაქვს, რომ ეს შესაძლებლობები გამოყენებული იქნება.დეტალური ინფორმაცია მივაწოდე ჩემს ქართველ კოლეგას იმის თაობაზე, თუ რა ხდება სომხეთში, რეგიონული, საერთაშორისო დღის წესრიგის ფარგლებში. მე მას მოვახსენე, თუ რა ხდება „ტრამპის გზის“ („ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“) საინვესტიციო პროექტის ფარგლებში, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის პროცესის და თურქეთთან ურთიერთობის პროცესში. ასევე მას მოვუყევი სომხეთსა და რუსეთს შორის არსებული ურთიერთობების შესახებ. მიმაჩნია, რომ ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს და გვამოძრავებს იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ჩვენი რეგიონი და ევროკავშირი ჰქვია“, – განაცხადა ფაშინიანმა.მასალა მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.

ილჰამ ალიევმა აიათოლა ალი ხამენეისა და მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის გამო აზერბაიჯანში ირანის ელჩს მიუსამძიმრა – „ყოველთვის საუკეთესო შთაბეჭდილებებით გავიხსენებ აიათოლა ხამენეისთან შეხვედრებს“

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ირანის საელჩოში იმყოფებოდა და სამძიმარი გამოთქვა ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეისა და მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის გამო. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.მედიის ცნობით, ილჰამ ალიევს აზერბაიჯანში ირანის ელჩს, მუჯათაბ დემირჩილუს შეხვდა და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.როგორც მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ირანის ელჩთან საუბრისას განაცხადა, რომ ყოველთვის საუკეთესო შთაბეჭდილებებით გაიხსენებს აიათოლა ხამენეისთან შეხვედრებს, რომლებიც ირანში ვიზიტის დროს შედგა.მედიის ცნობით, ირანის ელჩმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტს საელჩოში მისვლისთვის და სამძიმრისთვის.

პედრო სანჩესი – ჩვენ უნდა ვისწავლოთ ისტორიიდან, მილიონობით ადამიანის ბედით „რუსული რულეტის“ თამაში არ შეგვიძლია

ჩვენ უნდა ვისწავლოთ ისტორიიდან და არ შეგვიძლია მილიონობით ადამიანის ბედით „რუსული რულეტის“ თამაში, – ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა.ესპანეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, კონფლიქტში ჩართულმა ძალებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ საომარი მოქმედებები და ერთგულება გამოხატონ დიალოგისა და დიპლომატიის მიმართ.„ჩვენ, დანარჩენებმა უნდა ვიმოქმედოთ თანმიმდევრულად და დავიცვათ ახლა იგივე ღირებულებები, რომლებსაც ვიცავთ, როდესაც ვსაუბრობთ უკრაინაზე, ღაზაზე, ვენესუელასა, თუ გრენლანდიაზე. საკითხი არ არის იმაში, ვართ თუ არა აიათოლების მომხრე. არავინ არის. რა თქმა უნდა, არც ესპანელი ხალხი და, ცხადია, არც ესპანეთის მთავრობა. საკითხი უფრო იმაშია, ვართ თუ არა საერთაშორისო სამართლის და, შესაბამისად, მშვიდობის მხარეს. ჩვენ რაც ვიცით, არის, რომ (ირანის ომი) არ გამოიწვევს უფრო სამართლიან საერთაშორისო წესრიგს, არც უფრო მაღალ ხელფასებს, უკეთეს საჯარო მომსახურებას ან უფრო ჯანსაღ გარემოს. ფაქტობრივად, რისი წინასწარ განჭვრეტაც ამ მომენტში შეგვიძლია, არის მეტი ეკონომიკური გაურკვევლობა, ნავთობის და გაზის ფასების ზრდა. სწორედ ამიტომ ვართ ჩვენ ესპანეთში ამ კატასტროფის წინააღმდეგ. მთავრობები აქ არიან იმისთვის, რომ ხალხის ცხოვრება გააუმჯობესონ, პრობლემების გადაწყვეტა უზრუნველყონ და არა იმისთვის, რომ ხალხის ცხოვრება გააუარესონ. აბსოლუტურად მიუღებელია, რომ ის ლიდერები, რომლებსაც ამ მისიის შესრულება არ შეუძლიათ, ომის კვამლს იყენებენ თავიანთი წარუმატებლობის დასამალად. და, სხვათა შორის, ჯიბეების გასავსებად – ერთადერთი, ვინც იმარჯვებს, როდესაც მსოფლიო წყვეტს საავადმყოფოების მშენებლობას რაკეტების გასაკეთებლად. სწორი სიტყვაა მოთხოვნა, რადგან ესპანეთი არის ევროკავშირის, ნატო-სა და საერთაშორისო თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრი. ეს კრიზისი გვეხება ჩვენც, ევროპელებს, შესაბამისად, ესპანელებსაც. სწორედ ამიტომ უნდა მოვთხოვოთ შეერთებულ შტატებს, ირანსა და ისრაელს, შეჩერდნენ, ვიდრე ძალიან გვიანი არ არის“, – აღნიშნა პედრო სანჩესმა.

ბოლო სიახლეები