ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025

შალვა პაპუაშვილი – ომის დაწყებამდე საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ის პრინციპები იყო, რაზეც საუბარია იმ რეზოლუციის პროექტშიც, რომელიც აშშ-მა წარადგინა და რომლის თანაინიციატორიც ვიყავით ჩვენ

დღეს ჩვენ უკვე გვესმის მტკიცებით ფორმაში იმ ქვეყნებისგან, რომლებიც ამ ომის მთავარი მხარდამჭერები იყვნენ და რომლებიც ამ მხრივ გვერდში ედგნენ უკრაინას, განსაკუთრებით აშშ-ის ადმინისტრაციას ვგულისხმობ, რომ ამ ომის თავიდან არიდება შეიძლებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან“ განაცხადა.

მისი თქმით, ომის დაწყებამდე საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ის პრინციპები იყო გატარებული, რომლებზეც ბევრი საუბრობს.

„დღეს გავიდა სამი წელი მას შემდეგ, რაც დაიწყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე ფართომასშტაბიანი ომი ევროპის კონტინენტზე და ამ სამი წლისთავზე ჩვენ შეგვიძლია, ხელისუფლებას შეუძლია, თვალი გაუსწოროს საკუთარ მოსახლეობას და თქვას, რომ ჩვენ ვიყავით ერთგული ჩვენი პრინციპების, ჩვენი ღირებულებების და რაც მთავარია, ამოსავალი მიზნისა, რასაც ჰქვია, ეროვნული ინტერესების დაცვა. რასაც დღეს, ამ დღეებში ჩვენ ვაკვირდებით, პრინციპში ბევრ რამეში ემთხვევა იმ პოზიციას, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას თავიდანვე ჰქონდა. მე შეგახსენებთ, საზოგადოებასაც შევახსენებ, რომ 2022 წლის პირველ თებერვალს, ომის დაწყებამდე სამი კვირით ადრე საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ზუსტად ის პრინციპები იყო გატარებული, რასაც დღეს საუბრობს უკვე ბევრი, საუბრობს განსაკუთრებით აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია და რაზეც იყო საუბარი იმ რეზოლუციის პროექტში, რომელიც აშშ-მა წარადგინა და რომლის თანაინიციატორიც ვიყავით ჩვენ, ისრაელთან, უნგრეთთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„რა იყო მთავარი 2022 წლის პირველ თებერვალს ჩვენ მიერ მიღებულ რეზოლუციაში. ეს იყო მოწოდება, რომ ყველა სახელმწიფოს ძალისხმევა არ დაეშურებინა, რათა თავიდან აგვერიდებინა ომი. დღეს ჩვენ უკვე გვესმის მტკიცებით ფორმაში იმ ქვეყნებისგან, რომლებიც ამ ომის მთავარი მხარდამჭერები იყვნენ და რომლებიც ამ მხრივ გვერდში ედგნენ უკრაინას, განსაკუთრებით აშშ-ის ადმინისტრაციას ვგულისხმობ, რომ ამ ომის თავიდან არიდება შეიძლებოდა. ზუსტად ეს იყო მაშინ ჩვენი მოწოდება, რომ ყველას გაეკეთებინა ყველაფერი თავიდან ასარიდებლად. მაშინ გვახსოვს ჩვენ, გარეთ რა ხდებოდა, რომ ასე ვთქვათ, ყველა მოწოდებული იყო, რომ რაც შეიძლება, აგრესიული ყოფილიყო რიტორიკაში, მათ შორის, რუსეთთან მიმართებით ყოფილიყო რაც შეიძლება, აგრესიული. ამასთან უნისონში მოქმედებდა ჩვენი რადიკალური ოპოზიცია და უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოები“, რომლებიც მაშინ ამ რეზოლუციას ზუსტად ამის გამო იწუნებდნენ, რომ არ იყო საკმარისად აგრესიული, ასე ვთქვათ, შემტევი და ყველაფრის დამგმობი და ა.შ. აი, სამი წლის თავზე ჩვენ ვხედავთ, სად ვიმყოფებით და ჩვენ ამას მაშინვე ვამბობდით იმიტომ, რომ ეს არ იყო უბრალოდ თეორიები ჩვენთვის, როგორც ეს ევროკავშირის ბევრი წევრი ქვეყნისთვის იყო“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ევროკავშირის ბევრი წევრისთვის შოკი იყო 2022 წლის 24 თებერვალი, როდესაც მათ შორიახლოს გაისმა ბომბების ხმები.

„ეს ჩვენთვის ამ მხრივ, სამწუხაროდ, შოკი არ იყო, ვინაიდან ჩვენ ეს თავად გვქონდა გამოცდილი. ჩვენ გვაქვს ჩვენ თვითონ გამოვლილი ის უბედურება, რაც უკრაინელ ხალხს გადახდა თავს და ვიცით არამხოლოდ ის, თუ რა მოაქვს ომს. არამედ ისიც ვიცით, როგორ სრულდება ასეთი ომები. როდესაც აქლემები ჩხუბობენ, კოზაკი იჭყლიტება და ჩვენც მოვყევით რამდენჯერმე ასეთ გეოპოლიტიკურ პერიპეტიებში. ჩვენ გვახსოვს, რომ 2008 წლის ომი სულ რამდენიმე თვის დამთავრებული იყო, 2009 წლის მარტში გვახსოვს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის მიერ ლავროვისთვის გაწვდილი გადატვირთვის წითელი ღილაკი; რამდენიმე თვე გავიდა ამის შემდეგ და გვახსოვს 2010 წლის 9 მაისს წითელ მოედანზე აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, პოლონეთის და თქვენ წარმოიდგინეთ, უკრაინის შეიარაღებული ძალები როგორ აბარებდნენ აღლუმს რუსეთის პრეზიდენტს. მაშინ, როდესაც საქართველოში ომი სულ რამდენიმე თვის დასრულებული იყო. სწორედ ამიტომ ვეუბნებოდით ჩვენ მაშინ ჩვენს უკრაინელ მეგობრებსაც, რომ ეს ყველაფერი ჩვენ ნანახი გვაქვს, არაერთხელ გვაქვს ნანახი. ვიცით, რას ნიშნავს ბომბების ცეცხლი, რომელსაც „ენჯეოს“ ბევრი წარმომადგენელი და ოპოზიცია ითხოვდა მაშინ, რომ ერჩივნათ ბომბების ცეცხლი. ზუსტად ვიცით, რას ნიშნავს ბომბების ცეცხლი და ისიც ვიცით, როგორ სრულდება ეს ყველაფერი. ჩვენ ვხედავთ, ახლა უკვე მიდის სხვადასხვა პირობებზე საუბარი ომის დასრულებასთან დაკავშირებით. ვხედავთ ევროკავშირის იმ დედაქალაქების წარმომადგენლებს, რომლებსაც ყიჟინა ჰქონდათ გამართული, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებს, პოსტსაბჭოთა ხელისუფლებების წარმომადგენლებს, რომლებიც, როგორც აღმოჩნდა, მაგრები არიან წაქეზებაში და ძალიან სუსტები არიან, როდესაც საქმე საქმეზე მიდგება და მათი გასაკეთებელია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ბრიტანეთის საელჩო – მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოიწვიოს ეუთო/ოდირის მისია მუნიციპალურ არჩევნებზე და გაითვალისწინოს ოდირის ყველა რეკომენდაცია

დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ეფუძნება ერთობლივ ვალდებულებას, გააძლიერონ დემოკრატიული პრინციპები და ხელი შეუწყონ სამოქალაქო საზოგადოების როლს ორმხრივ თანამშრომლობაში, – ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.საელჩოს განცხადების თანახმად, ეს ვალდებულება ასახულია 2019 წელს ორივე მთავრობის მიერ ხელმოწერილ სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებაში.„კერძოდ, შეთანხმების მე-4 მუხლი ავალდებულებს მხარეებს, ითანამშრომლონ დემოკრატიული ინსტიტუტების სტაბილურობისა და ეფექტიანობის გასაძლიერებლად, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის უზრუნველსაყოფად, სასამართლო რეფორმის ხელშეწყობისთვის. შეთანხმების 341-ე მუხლი ასევე ავალდებულებს ორივე მხარეს, უზრუნველყონ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს ურთიერთობებში და ხელი შეუწყონ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას. სწორედ ამის საფუძველზე დიდი ბრიტანეთი ბევრი წელია, მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში, მათ შორის ამომრჩეველთა საგანმანათლებლო აქტივობებს, აფინანსებს ადგილობრივ საარჩევნო სადამკვირვებლო ჯგუფებს, რომლებიც მუშაობენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, და მონაწილეობას იღებს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ეუთო/ოდირი) სადამკვირვებლო მისიებში საქართველოში. საქართველოს მთავრობა თავად უჭერდა მხარს ამ საქმიანობას და ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით ამ საქმიანობის აღწერას, როგორც „პროპაგანდისა და ექსტრემიზმის“ დაფინანსებას. ეს არ შეესაბამება სიმართლეს. საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ მონიტორინგს, რაც პროფესიონალური და გამჭვირვალე საარჩევნო ზედამხედველობის მნიშვნელოვანი ნაწილია“, – ნათქვამია ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში.ბრიტანეთის საელჩო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მოიწვიოს ეუთო/ოდირის მისია თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად.„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოიწვიოს ეუთო/ოდირის მისია ოქტომბრის მუნიციპალურ არჩევნებზე დასაკვირვებლად და გაითვალისწინოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ოდირის საბოლოო ანგარიშში გაცემული ყველა რეკომენდაცია. ქართველი ხალხის იმედები და მისწრაფებები მიმართულია დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ, და ვიმედოვნებთ, დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს თანამშრომლობა, ისევე როგორც საქართველოს თანამშრომლობა ევროპულ ინსტიტუტებთან, კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ამ მიზნების მიღწევას“, – ნათქვამია ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში.

ირანის სულიერი ლიდერი – ბრძოლა იწყება

ღირსეული ჰაიდარის სახელით, ბრძოლა იწყება, – ამის შესახებ ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი სოციალურ ქსელში წერს.ირანის სულიერი ლიდერის პოსტს თან ერთვის სურათი, სადაც ნაჩვენებია კაცი ხმლით ხელში, რომელიც კარიბჭეში შედის.მანამდე, ირანმა თელ ავივისა და ჰაიფის მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდა. ხოლო ისრაელმა განაცხადა, რომ თეირანში მნიშვნელოვან სამიზნეებზე დარტყმას გეგმავდა და თეირანის იმ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს, სადაც ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს განახორციელებდა, ევაკუაციისკენ მოუწოდა.

მედია: ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა

ირანმა ბალისტიკური რაკეტები გაუშვა თელ-ავივის, ჰაიფის, იერუსალიმისა და ზედა გალილეის მიმართულებით, იტყობინება ირანული სააგენტო IRNA.„ირანული რაკეტები გაუშვეს თელ-ავივზე, ჰაიფასა და გალილეაზე,“ — ნათქვამია განცხადებაში.მანადემ, ისრაელის არმიამ გაავრცელა ინფორმაცია ირანიდან რაკეტების გაშვების შესახებ და მოუწოდა მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლა, რასაც თან ახლდა შეტყობინებები მობილურ ტელეფონებზე.

NBC – დონალდ ტრამპი აშშ-ის მხრიდან ირანზე დარტყმას განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანზე აშშ-ის დარტყმას განიხილავს.ადმინისტრაციის ამჟამინდელმა და ყოფილმა წარმომადგენლებმა ტელეარხ NBC News-ს განუცხადეს, რომ სიტუაციურ ოთახში ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტი რამდენიმე ვარიანტს განიხილავს, მათ შორის შესაძლო დარტყმას.როგორც მედია წერს, დონალდ ტრამპისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრა თეთრი სახლის საგანგებო სიტუაციების ოთახში დასრულდა.შეხვედრა საათსა და 20 წუთს გაგრძელდა.

„ნიუ იორკ თაიმსი“ – ირანმა მოამზადა სამხედრო აღჭურვილობა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ბაზებზე შესაძლო დარტყმებისთვის, თუ აშშ ირანზე შეტევას განახორციელებს

ირანმა მოამზადა რაკეტები და სხვა სამხედრო აღჭურვილობა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ბაზებზე შესაძლო დარტყმებისთვის, თუ შეერთებული შტატები ირანზე შეტევას განახორციელებს.აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის შეიარაღებული ძალები ახლო აღმოსავლეთში უფრო მეტ გამანადგურებელ თვითმფრინავს გზავნის.ამასთან, ამერიკული მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელთან ერთად ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმას განიხილავს.

ბოლო სიახლეები