„ნაციონალური მოძრაობა“ გვეუბნება, რომ უნდა გააკეთოს იგივე, რაც გააკეთა 2004-2005 წლებში, როდესაც ერთ მშვენიერ დღეს დაერია სასამართლო სისტემას და გაყარა თავისი სურვილით იქიდან ხალხი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხცადა.
„ყველგან დაჟინებით ვსვამთ კითხვას, გვაინტერესებს, უსამართლოდ მიგაჩნიათ თუ არა ჩვენი მართლმსაჯულება და თუ მიგაჩნიათ, გვითხარით, რატომ მიგაჩნიათ. სხვა დროს რომ ვკითხულობდით, აი, ისტორიულად რომ შევხედოთ, ხუთი წელი ფლაგმანად ჰქონდათ ერთი საქმე, „რუსთავი ორის“ საქმე. გახსოვთ, სამი ინსტანციის მოსამართლეების წინააღმდეგ ხუთი წლის განმავლობაში შავი პიარი იყო აგორებული. კორუფციასაც აბრალებდნენ, ყველაფერს აბრალებდა თქვენი ერთ-ერთი კოლეგა. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება რომ გამოვიდა, გააკრიტიკა ეს არასამთავრობო ორგანიზაციამ, ზოგიერთმა ელჩმა განცხადება გამოაქვეყნა. ბოლოს სტრასბურგმა განიხილა საქმე და თქვა, რომ ყველა ტყუოდა, ის არასამთავრობოც, ის უცხოელი აქტორიც და ოპოზიციაც.
ის საკითხები, რაც ასახულია ვენეციის კომისიის დასკვნაში, ასახულია კანონპროექტში, რომელიც კომიტეტში იქნება განხილვებში. კომიტეტებში სამი მოსმენა ჯერ კიდევ წინაა.
რაც შეეხება მოსამართლეების გატარებას სპეციალურ ფილტრში და მოსამართლეების გაყრას სასამართლოდან, ეს არის ის, რაც 2004 წელს გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ“. სინამდვილეში, „ნაციონალური მოძრაობა“ გვეუბნება, რომ უნდა გააკეთოს იგივე, რაც გააკეთა 2004-2005 წლებში, როდესაც ერთ მშვენიერ დღეს დაერია სასამართლო სისტემას და გაყარა თავისი სურვილით იქიდან ხალხი“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.