ოთხშაბათი, მარტი 11, 2026

შალვა პაპუაშვილი – მოვუწოდებ ყველა ელჩს, დარჩნენ დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის ფარგლებში და არ ჩაერიონ მასპინძელი ქვეყნის შიდა საქმეებში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოუწოდებს ყველა ელჩს, დარჩნენ დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის ფარგლებში და არ ჩაერიონ მასპინძელი ქვეყნის შიდა საქმეებში. ამის შესახებ პაპუაშვილმა ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა. მას კითხვა დაუსვეს საფრანგეთის ელჩის განცხადებაზე, რომ საქართველოში კრიზისია.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევა დიპლომატიური მისიის წარმომადგენლის მხრიდან არის საერთაშორისო სამართლის დარღვევა.

„მე გუშინწინაც აღვნიშნე და რამდენჯერმე გამოვეხმაურე საფრანგეთის ელჩის განცხადებებს თუ საელჩოს ქმედებებს, რომ ვხედავთ, საქართველოში რადიკალური ძალების მიმართ არის განსაკუთრებული ხელშეწყობა. მე მოვუწოდე როგორც საფრანგეთის, ისე სხვა ქვეყნების საელჩოებს, დაეგმოთ და გამიჯვნოდნენ საქართველოს პარლამენტის სასახლეზე მათ მიერ დაფინანსებული ადამიანების ორგანიზებული აქციების დროს თავდასხმას, ბოლოს, ეს თავდასხმა 31 მარტს იყო, დაზიანდა შენობა, აღარაფერს ვამბობ დეკემბერში პარლამენტის შენობაზე თავდასხმაზე, როდესაც ნახევარი მილიონი ლარის ზიანი მიადგა საქართველოს პარლამენტს. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ძალადობას არავინ ემიჯნება, პირიქით, არის ამ ძალადობის წახალისება.

ჩვენ ვნახეთ აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება, რომელიც გამოეხმაურა საფრანგეთში მიმდინარე პროცესებს, რასაც მან „კუდიანებზე ნადირობა“ უწოდა. რეალურად, საფრანგეთში ოთხი თვის წინ გაასამართლეს საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი სარკოზი, სამი წელი მიუსაჯეს. ახლა გაასამართლეს მთავარი ოპოზიციური ძალის ლიდერი და საპრეზიდენტო არჩევნებზე მთავარი კონკურენტი ლე პენი და ოთხი წელი მიუსაჯეს. ამის ფონზე, როდესაც საფრანგეთის ელჩი საუბრობს პოლიტიკურ ზეწოლაზე, ცენზურაზე და ა.შ., ეს უბრალოდ არასერიოზულია. საფრანგეთში ასამართლებენ პოლიტიკურ ოპონენტებს, საფრანგეთის მოსახლეობა, ბოლო კვლევებით, რომელიც ჩატარდა „ფიგაროს“ მიერ, 60% ითხოვს პრეზიდენტის გადადგომას, 50%-ს სურს ახალი საპარლამენტო არჩევნები. ამის ფონზე, საფრანგეთის ელჩის მხრიდან თავდასხმა ქართულ მართლმსაჯულებაზე და საუბარი, თითქოს პოლიტიკური კრიზისი იყოს, უბრალოდ არასერიოზულია.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა ელჩს, მათ შორის საფრანგეთის ელჩს, ყველა დარჩეს დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის ფარგლებში. კერძოდ, მისი 41-ე მუხლის ფარგლებში, რომელიც ავალდებულებს დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს, რომ არ ჩაერიონ მასპინძელი ქვეყნის შიდა საქმეებში. სამწუხაროდ, ეს აქციეს უსტანდარტო სტანდარტად. ყველა, ვისაც არ ეზარება, დიპლომატიური მისიებიდან, რატომღაც ფიქრობს, რომ არის თავისუფალი, ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში, მიუხედავად საერთაშორისო სამართლებრივი შეზღუდვისა, რომელიც მათ აქვთ დაწესებული. ვხედავთ ზოგიერთის არაკვალიფიციურ კომენტარებს, თავდასხმას ქართულ მართლმსაჯულებაზე, თავდასხმას პარლამენტსა და საქართველოს მოსახლეობაზე, რომელმაც ეს პარლამენტი აირჩია.

მოვუწოდებ მათ, თუკი მათ არ მოსწონთ, როგორც თავად ამბობენ, რუსეთის ქცევა, ვინაიდან ის საერთაშორისო სამართალს არღვევს, შევახსენებ, რომ სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევა დიპლომატიური მისიის წარმომადგენლის მხრიდან არის საერთაშორისო სამართლის დარღვევა. ნუ მოიქცევიან ისე, როგორც, მათი გადმოსახედიდან, იქცევა რუსეთი და ერევა სხვა ქვეყნის საქმეებში. ეს არის ელემენტარული, რომ პატივი უნდა სცე მასპინძელ ქვეყანას, ხალხს, რომ არ ჩაერიო მის საქმეებში, მით უმეტეს, როდესაც ზოგიერთებს დაბალი კომპეტენცია აქვთ საქართველოსთან დაკავშირებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – სიხარულით გაცნობებთ, რომ ბოლო რამდენიმე საათში ჩვენ მთლიანად გავანადგურეთ 10 დამნაღმველი გემი, წინ კიდევ ბევრია

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მა ათი დამნაღმველი გემი გაანადგურა.„სიხარულით გაცნობებთ, რომ ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ჩვენ დავარტყით და მთლიანად გავანადგურეთ 10 არააქტიური დამნაღმველი ნავი და/ან გემი, წინ კიდევ ბევრია“, – წერს ტრამპი.

„სიენენი“ – ირანმა დაიწყო ნაღმების განთავსება ჰორმუზის სრუტეში

ირანმა დაიწყო ნაღმების განთავსება ჰორმუზის სრუტეში, მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან ენერგეტიკულ „ვიწრო წერტილში“, რომელიც ნედლი ნავთობის დაახლოებით ერთ მეხუთედს ატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.წყაროების ინფორმაციით, დანაღმვა მასშტაბური არ ყოფილა, ბოლო დღეებში მხოლოდ რამდენიმე ათეული ნაღმი განთავსდა.„სიენენის“ ცნობით, „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ საკმარის შესაძლებლობებს ფლობს, წყლებში ასობით ნაღმისა და ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული ნავების განსათავსებლად.„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“, რომელიც ამჟამად ფაქტობრივად აკონტროლებს სრუტეს ირანის საზღვაო ფლოტთან ერთად, მანამდე დაიმუქრა, რომ სრუტეში გამავალ ნებისმიერ გემს თავს დაესხმებოდა და არხი ომის დაწყების დღიდან ფაქტობრივად დაკეტილია.

კეროლაინ ლევიტი – პრეზიდენტი ტრამპი გადაწყვეტს, როდის იქნება ირანი უპირობო დანებების პოზიციაში – რაც შეეხება სამხედროების შესვლას, ის არ გამორიცხავს ვარიანტებს

პრეზიდენტი ტრამპი გადაწყვეტს როდის იქნება ირანი უპირობო დანებების პოზიციაში. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა ბრიფინგზე განაცხადა.“როდესაც პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ ირანი უპირობო დანებების პოზიციაშია, ის არ ამბობს, რომ ირანული რეჟიმი თავად გამოვა და იტყვის ამას. პრეზიდენტი იმას გულისხმობს, რომ ირანის საფრთხეებს ზურგს აღარ გაუმაგრებს ბალისტიკური რაკეტების არსენალი.შემიძლია ცარიელი მუქარა გავაჟღერო, მაგრამ თუ ქმედებებით არ გავამყარებ, ეს ცარიელი მუქარაა.ასე რომ, პრეზიდენტი ტრამპი გადაწყვეტს, როდის იქნება ირანი უპირობო დანებების პოზიციაში, როდესაც აღარ წარმოადგენენ ანგარიშგასაწევ და პირდაპირ საფრთხეს აშშ-სა და ჩვენი მოკავშირეებისადმი”, - განაცხადა ლევიტმა.თეთრი სახლის პრესმდივანმა ასევე ირანში ამერიკელი სამხედროების შესვლის შესაძლებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ტრამპი ამ ვარიანტს არ გამორიცხავს.“რაც შეეხება სამხედროების შესვლას, პრეზიდენტმა არაერთხელ ისაუბრა ამაზე. ბრძნულად, ის არ გამორიცხავს ვარიანტებს, როგორც ჩვენი მთავარსარდალი”, - განაცხადა ლევიტმა.

ცოტნე კობერიძე – ადამიანებს სიტყვის თავისუფლებაზე მნიშვნელოვანი რამისთვის არ მიგვიღწევია და ახლა ამის ეროზია ხდება მთელ სამყაროში, ჩვენთანაც ფეხს იკიდებს, უბრალოდ, ამის იქით სხვა...

ზიანის პრინციპის დადგენა ძალიან რთულია, როცა ჩვენ ვსაუბრობთ სიტყვაზე და გამოხატვაზე, რადგან გარდა გამომხატველისა, მნიშვნელოვანია, ვისაც ის მიემართება, რას აღიქვამს შენი სიტყვიდან, – ასე უპასუხა პოლიტიკოსმა, ცოტნე კობერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ წამყვანის შეკითხვას, „არის თუ არა მისთვის მისაღები გამოხატვის თავისუფლება ნებისმიერი ფორმით და სიძულვილის ენა შესაძლებელია თუ არა, გამოყენებული იყოს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში“.შეკითხვაზე, „რამდენად ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მაგალითად, ადამიანისთვის მონის დაძახება“, ცოტნე კობერიძემ განაცხადა, რომ საქართველოში ეს სასამართლოში დამტკიცდა.„მე პირადად, ბიძინას მონა დავუძახე ღარიბაშვილს, ბათუმში, რამდენიმე წლის წინ და სასამართლომ გამამართლა. ანუ, სიტყვის თავისუფლების სტანდარტში ეს ჯდებოდა. ახლა რაღაცები შეიცვალა კანონში ცვლილების მიღმაც, მაგრამ აქ ყველაფერი მაინც ხელისუფლების ნებაზეა, იმ დროს რა როგორ უნდა. მკაფიოდ ამოვდივარ მაინც ზიანის პრინციპზე, რომ სადღაც კონკრეტული შემთხვევა მოხდა და შემდეგ ამით შეგიძლია, ახსნა, რომ სიტყვის თავისუფლება შეზღუდო. ისე, უბრალოდ, სიტყვის თავისუფლების შეზღუდა შეუძლებელი კონცეპტია.დღეს მეც რომ შემეზღუდოს სიტყვის თავისუფლება, ვთქვათ, უზრდელი სიტყვების თქმა, ხვალ მოვიდე გადაცემაში და ჩემი ოპონენტი, რომელსაც შეიძლება, ვერ ვიტანდე, ვაქო, იხაროს შენმა გამზრდელმა, იხაროს დედაშენმა, რა მაგარი კაცი ხარ-თქო, ხომ ყველა მიხვდება, რომ ჩემში სხვა მოტივია ჩადებული და სხვა რაღაც ხდება?“, – განაცხადა ცოტნე კობერიძემ.შეკითხვაზე, „ვინ ადგენს და როგორ დგინდება ზიანის მასშტაბი“, – ცოტნე კობერიძემ აღნიშნა, რომ როცა არსებობს სასამართლო და ენდობი, ის ადგენს, კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე, შენმა ნათქვამმა გამოიწვია თუ არა ზიანი.ცოტნე კობერიძის განცხადებით, მეტროში ჩასვლისას ვიღაც ადამიანმა მას ქვეყნის გამყიდველი უწოდა.„ქვეყნის გამყიდველი დამიძახა მეტროში. ვფიქრობდი, ასეთი რა გავყიდე ეს ქვეყანა-თქო? მეტი საშუალება არ მაქვს, მაგრამ იმ ადამიანის პოზიცია იყო. შეიძლება, ჩემზე მეტად ვერავინ იხეიროს, ასეთი კანონი რომ არსებობდეს, მაგრამ რა ვუთხარი იმ პოლიტიკოსს, რომელიც მაგ შიშის გამო სიტყვის თავისუფლებას შეზღუდავს. არ მინდა, ვინმეს კანონის შიშის გამო მოვწონდე, ვუყვარდე, ასე გამოხატავდეს და სულ სხვანაირად ცხოვრობდეს. ეგ იყო საბჭოთა კავშირში, როცა ორნაირი მორალი არსებობს, ერთი საგარეო მორალი, კინო, თეატრი, რაშიც იმყოფები და მეორე იმის მიღმა რაც ხდება. ჩვენ ვიცით, რომ იმის მიღმა ერთმანეთისადმი სიძულვილი არსებობს. ნანახი გვაქვს პლაკატები პოლიტიკოსების, სისხლიანი ბანერები არსებობს, მთელი თბილისი იყო ასე და ჩვეულებრივი ამბავი იყო. ყველაზე კარგი პოლიციელი ამ შემთხვევაში არის საკუთარი სინდისის ხმა. საკუთარი სინდისის ხმა არის პოლიცია, რომელიც ყველგან დაგყვება. შენ იმ ხმის თუ არ გჯერა და ასეთი კულტურა ჩვენ არ გვაქვს, რომ საკუთარი სინდისის ხმა გვაკავებს, ეს პოლიციელი გავხადოთ სახელმწიფო – მივიღებთ ბევრად ცუდ შედეგებს. უბრალოდ, ვერც შედეგს ვერ მივიღებთ და ეს ბერკეტი გამოყენებული იქნება მაშინ, როცა ვიღაც შენ არ მოგეწონება“, – განაცხადა კობერიძემ.მისივე თქმით, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაზე მნიშვნელოვანი რამისთვის ადამიანებს ბოლო საუკუნეში არ მიგვიღწევია და ახლა ამის ეროზია ხდება მთელ სამყაროში.„სამწუხაროდ, ჩვენთანაც ფეხს იკიდებს და ძალიან პოპულარული ხდება, რადგან ბევრი ადამიანია „ფეისბუქით“ ნაწყენი. უბრალოდ, ამის იქით კიდევ უფრო სხვა პრობლემები გამოჩნდება“, – განაცხადა ცოტნე კობერიძემ.

„საქართველოშიც გმართებთ ყურადღება… შეეცადეთ ნაკლებად მოხვდეთ საკონსულოებთან, მეტროებთან” – გოგა მანია

გოგა მანია სოციალურ ქსელში მორიგ წინასწარმეტყველებას ავრცელებს.„09.03.2026 ახალი ჩანაწერი.ევროპის არცერთი ქვეყანა არ არის დაცული!! მეტი ყურადღება გამოიჩინეთ და შეეცადეთ ნაკლებად მოხვდეთ საკონსულოებთან, სალოცავებთან და ქვედანაყოფ ბაზებთან, მეტროებთან.ეს არ ეხება მხოლოდ ევროპას ( საქართველოშიც გმართებთ ყურადღება.. მეზობელი ქვეყნების ჩათვლით. ამერიკაში იქნება არაერთი აფეთქება!! გააზიარეთ 2028 წლამდე მსოფლიო მასშტაბით დავკარგავთ სულ ცოტა 12% ამას დაემატება ვულკანური ამოფრქვევებიც !!! საქართველო ყველაზე მეტად არის დაცული, თუმცა ახლა დიდი ყურადღება გმართებთ !!! ჩემი ჩანაწერებიდან რომელიც ყველაზე დაცულ ადგილას ვინახავთ! სანამ თქვენამდე მოვიტან ინფორმაციას მერწუნეთ უდიდესი ტკივილის ქვეშ მიწევს ყოფნა!!! მეტად დააფასეთ და გიყვარდეთ ერთმანეთი!!!! გააზიარეთ !!!",- წერს გოგა მანია. 

ბოლო სიახლეები