შემაშფოთებელია შვედეთის პრემიერ-მინისტრის მიერ ერთნაირსქესიანი ქორწინების დაკანონების საკითხის ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობად დასახელება, რაც ეწინააღმდეგება გაწევრიანების ფორმალურ მოთხოვნებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, შვედეთის საელჩომ განმარტოს, არის თუ არა ერთნაირსქესიანი ქორწინების დაკანონების მოთხოვნა კანდიდატ ქვეყნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებისას.
„შემაშფოთებელია შვედეთის პრემიერ-მინისტრის მიერ ერთნაირსქესიანი ქორწინების დაკანონების საკითხის ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობად დასახელება, რაც ეწინააღმდეგება გაწევრიანების ფორმალურ მოთხოვნებს.
იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირის ერთ წევრსაც შეუძლია კანდიდატი ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის დაბლოკვა, მნიშვნელოვანია, შვედეთის საელჩომ განმარტოს, არის თუ არა შვედეთის პრემიერ-მინისტრის მიერ დასახელებული ერთნაირსქესიანი ქორწინების დაკანონების მოთხოვნა შვედეთის ოფიციალური პოზიციის ნაწილი კანდიდატ ქვეყნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებისას“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტენსონმა უკრაინელ LGBTQI ვეტერანებთან შეხვედრის შემდეგ, სოციალურ ქსელში დაწერა: „უკრაინაში ერთნაირსქესიან წყვილებს არ შეუძლიათ ქორწინება, LGBTQI თემის სრული სამართლებრივი დაცვა მნიშვნელოვანია უკრაინის ევროკავშირთან დაახლოებისთვის, შვედეთი ყურადღებით დააკვირდება, რომ ეს ვალდებულება შესრულდეს“.