სამშაბათი, აპრილი 1, 2025

შალვა პაპუაშვილი – მნიშვნელოვანია, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობები ბალტიისპირეთის კაპრიზებს არ აჰყვნენ, გაარღვიონ ეს მანკიერი წრე და სწორ გზაზე დააბრუნონ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები

მნიშვნელოვანია, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობები არ აჰყვნენ ბალტიისპირეთის კაპრიზებს, გაარღვიონ ეს მანკიერი წრე და სწორ გზაზე დააბრუნონ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილის თქმით, არაერთხელ გვსმენია, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები „მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, თუმცა, როგორც ჩანს, ამ ტერმინებს რეალურ სამყაროში მათთვის სერიოზული მნიშვნელობა არ აქვს.

„ბოლო დღეებში ექსპრეზიდენტ ზურაბიშვილის მოგზაურობა ბალტიისპირეთის პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ააშკარავებს საქართველოს მიმართ ამ ქვეყნებისა და ევროპული ბიუროკრატიის პრობლემურ დამოკიდებულებას, საიდანაც სამი ასპექტი განსაკუთრებით გამოსაყოფია: ეროვნული სუვერენიტეტის უარყოფა, ლეგიტიმური ხელისუფლებისთვის ძირის გამოთხრა და გამოგონილი პარალელური სამყაროს შექმნა. სამივე ასპექტი საბჭოთა კავშირის საგარეო მიდგომებს გვახსენებს.

პირველი, ჩვენ არაერთხელ გვსმენია, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები „მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“. თუმცა, როგორც ჩანს, ამ ტერმინებს რეალურ სამყაროში მათთვის სერიოზული მნიშვნელობა არ აქვს. როგორ უჭერენ მხარს ეს ქვეყნები საქართველოს სუვერენიტეტს, თუკი ისინი უგულებელყოფენ ქართველი ხალხის უმრავლესობის უფლებას, თავად აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება? რამდენად შეესაბამება „საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას“ ექსპრეზიტენტის აღიარება „საქართველოს ლეგიტიმურ წარმომადგენლად“, რომელსაც უფლებამოსილების ვადა გასული წლის დეკემბერში ამოეწურა? სუვერენიტეტის არსი არ იცვლება იმისდა მიხედვით, თუ ვინ აღიარებს ან ემუქრება მას. საქართველოს მოქალაქეებისთვის რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ჩაერევა მის უფლებაში, თავად აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება – საბჭოთა კავშირი თუ ლიეტუვა?

მეორე, ხელისუფლებისგან ხალხის რიტორიკულად განცალკევება კიდევ ერთი ძველი და სანდო მეთოდია, რომელსაც საბჭოთა კავშირი მიმართავდა სხვა ქვეყნის სუვერენულ საქმეებში ჩარევის მიზნით. უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ ბალტიისპირეთის ქვეყნების მაღალი რანგის პოლიტიკოსების მცდელობებს, რამდენადაც უშედეგო არ უნდა იყოს ისინი, რომლებიც პრაქტიკულად მიმართულია საქართველოს მთავრობის ქართველი ხალხისგან განცალკევებაზე. ექსპრეზიდენტ ზურაბიშვილის ამჟამინდელი მოგზაურობა ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანაში და მისი ოფიციალური მიღება მიუთითებს, რომ ბალტიელი პოლიტიკოსები ისევ ძველ საბჭოთა მეთოდებს იყენებენ. ისინი თითქოს მკაცრად გმობენ ყველაფერ კომუნისტურს, საბჭოთას და რუსულს, მაგრამ, როგორც ჩანს, მენტალურად მაინც ჩარჩენილები არიან იმ მარწუხებში, რომელთა დამსხვრევაც თითქოს ასე ძალიან უნდათ;

მესამე, ყალბი და ქაოტური ვირტუალური სამყაროს შექმნა, რომელშიც საქართველო რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სასტიკი დიქტატურაა, ბალტიისპირეთის რეალობას მოკლებულ პოლიტიკას საბოლოო სახეს აძლევს. ამ სიყალბეს არაფერი აქვს საერთო დემოკრატიაზე ზრუნვასთან, მაგრამ აშკარა გეოპოლიტიკური მიზეზებითაა ნაკარნახევი. ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა სასოწარკვეთილად ცდილობენ საკუთარი უსაფრთხოების გაუმჯობესებას რუსეთის ყურადღების სხვაგან გადატანით. ამიტომაც უკრაინაში შეჭრის დღიდან ისინი საქართველოს მოსკოვთან ღია კონფრონტაციისკენ მოუწოდებენ. დაჟინებული მოთხოვნით, რომ საქართველოს – ევროკავშირისა და ნატო-ს არაწევრ ქვეყანას – ორმხრივი სანქციები დაეწესებინა რუსეთისათვის, მათ ქართულ-რუსული ესკალაციის იმედი ჰქონდათ და, ფაქტობრივად, საქართველო საკუთარი ინტერესებისათვის გაწირეს. მათ პოლიტიკას სხვა ლოგიკური ახსნა არ აქვს.

ისე, ბალტიისპირელებს უკრაინა მართლა რომ ადარდებდეთ, საკუთარ ჯარებს უკრაინის ფრონტზე გაგზავნიდნენ. ამისთვის მათ ვინმეს ნებართვა არ სჭირდებათ.

მნიშვნელოვანია, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობები არ აჰყვნენ ბალტიისპირეთის კაპრიზებს, გაარღვიონ ეს მანკიერი წრე და სწორ გზაზე დააბრუნონ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მზეზე ერთდროულად უპრეცედენტო ძალის ხუთი აფეთქება მოხდა – როდის მოაღწევს დედამიწამდე მაგნიტური ქარიშხალი? – აპრილის გეოშტორმების პროგნოზი

ვინც მგრძნობიარეა ამინდის პირობების მიმართ, მოემზადოს, რადგან ძალიან მალე მზეზე აფეთქების შემდეგ გამოთავისუფლებული ნაწილაკები პლანეტამდე მიაღწევენ და მაგნიტურ შტორმს გამოიწვევენ. რამდენად ძლიერი იქნება და როდის მოხვდებიან ისინი დედამიწაზე?მზე მძვინვარებს! მარტის ბოლოს, მისი დაბნელების დროს, მან გვაჩვენა ხასიათი. ახლა კი „დაბადა“ ენერგიის აფეთქებები. ვარსკვლავზე ძლიერი აფეთქებების სერია წინასწარმეტყველებს დედამიწაზე მაგნიტური ქარიშხლების გარდაუვალ დაწყებას. მოემზადეთ თქვენი ჯანმრთელობის შესაძლო რყევებისთვის და იყავით ყურადღებით. რას უნდა ველოდოთ მზის აქტივობისგან და როგორ დავიცვათ თავი მისი გავლენისგან.მეცნიერთა მოხსენებების თანახმად, 2025 წლის 30 მარტს მზეზე ბოლო M სიმძლავრის კლასის ხუთი აფეთქება მოხდა. პირველი მოვლენა 00:38 საათზე დაფიქსირდა. ამას მოჰყვა კიდევ ოთხი აფეთქება, რომელთა სიმძლავრე მერყეობდა M1.4-დან M1.9-მდე.დამუხტული ნაწილაკები, სავარაუდოდ, ჩვენს პლანეტას ოთხშაბათს საღამოს, 2 აპრილს მიაღწევენ. დაიწყება Kp 3 სიმძლავრის მაგნიტური ქარიშხალი. პლანეტაზე გეოშტორმი თანდათან ძლიერდება. პარასკევს საღამოს, 4 აპრილს, მაგნიტური შტორმის სიძლიერე გაიზრდება და გახდება კპ 5. მთელი შაბათი, 5 აპრილი, იქნება ზომიერი მაგნიტური ქარიშხლის წნევის ქვეშ. კვირას გეოშტორმი კვლავ შესუსტდება, მაგრამ გაძლიერებას დაიწყებს 6 აპრილის საღამოს.

თეთრ სახლში ადასტურებენ, რომ დონალდ ტრამპი მაისში საუდის არაბეთში ჩავა

თეთრ სახლში ადასტურებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მაისში საუდის არაბეთში ჩავა.როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლივიტმა განაცხადა, ვიზიტის დეტალები, მათ შორის კონკრეტული თარიღი, ჯერ კიდევ განიხილება და მოგვიანებით გახდება ცნობილი.საუდის არაბეთი იქნება პირველი ქვეყანა, რომელშიც დონალდ ტრამპი თანამდებობის დაკავების შემდეგ ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.ამასთან, რუსული მხარე საუდის არაბეთს განიხილავს, როგორც ერთ-ერთ შესაძლო ადგილს დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პოტენციური შეხვედრისთვის.თავად დონალდ ტრამპმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, „უახლოეს მომავალში“ ეწვევა საუდის არაბეთს, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს.

გიორგი ბუტიკაშვილი – განხეთქილება გამოიწვია სიცხადის დაკარგვამ, ცხადად უნდა ვუთხრათ ამომრჩევლებს, რომ ბოიკოტს ვუცხადებთ თვითმმართველობის არჩევნებს, გუშინდელი აქცია ამიტომ ვერ შედგა, პროცესი ჩავარდა

ძირითადი განხეთქილება გამოიწვია სიცხადის დაკარგვამ. ჩვენ გვინდა სიცხადე და ეს სიცხადე შეეხებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. ცხადად უნდა ვუთხრათ ამომრჩევლებს, რომ ჩვენ, გაერთიანებულად, ვინც სალომე ზურაბიშვილის გარშემო არის და პროდასავლურ ძალად მოიაზრებს თავს, ბოიკოტს უცხადებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. გუშინდელი აქცია სწორედ ამიტომ ვერ შედგა, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გიორგი ბუტიკაშვილმა განაცხადა.„პროცესი ჩავარდა და ჩავარდა სწორედ ამიტომ, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი არ აცხადებს იმას, რაც ჩვენი მოთხოვნაა, მათ შორის პოლიტიკური პატიმრების მშობლების, თუ პარტიები არ აწერენ დეკლარაციას ხელს, მაშინ რას ვაცხადებთ?“, – აღნიშნა ბუტიკაშვილმა.მისივე განმარტებით, წინააღმდეგობის პლატფორმა გაგრძელდება.„ჩვენ ამ პროცესში მაინც მოგვიწევს მონაწილეობა დღეს თუ არა ხვალ, უბრალოდ, ხვალ მოგვიწევს მეტად განიარაღებულებს მონაწილეობა, რადგან პროცესი, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო, არ დასრულდება, გაგრძელდება და კიდევ უფრო ეყოლება მსხვერპლი. ვიდრე ძლიერები ვართ, ვიდრე შეგვიძლია და ბევრნი ვართ, მაშინ უნდა გავაგრძელოთ ეს ამბავი, თორემ ზეგ მაინც მოგვიწევს ამის გაკეთება, უბრალოდ, ძალიან ცოტანი ვიქნებით, უფრო მეტი დაჭერილი, უფრო მეტი ნაცემი იქნება, უფრო მეტი გაქცეული იქნება და უფრო ნაკლები მედია იქნება, ვინც ამას გააშუქებს“, – განაცხადა ბუტიკაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“.ბუტიკაშვილის თქმით, არსებობს ბუნდოვანი საკითხები, მათ შორის, გახარიას პარტიის პოზიცია თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით.„გახარიას ღია პოზიცია ჰქონდა, რომ ამ თემაზე საერთოდ არ უნდათ საუბარი და პოზიციის დაფიქსირება. მათი პოზიციაა, „ამ მოცემულობით არ ვაპირებთ“, მაგრამ თუ პოლიტიკური მდგენელი შეიცვლება, მერე იფიქრებენ. ოღონდ, არასდროს ამბობენ, რა არის პოლიტიკური მდგენელი. სწორედ ამიტომ იყო ჩვენი ინიციატივა, რომ დეკლარაციაში ჩაწერილიყო სიცხადე, რადგან ხალხს სჭირდება ამდენ ტყუილში სიცხადე“, – განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.

თეთრი სახლის პრესმდივანი – ახალი სავაჭრო ტარიფების გამოცხადება იქნება თანამედროვე ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე

თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლივიტმა განაცხადა, რომ ახალი სავაჭრო ტარიფების გამოცხადება იქნება „თანამედროვე ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე“. ამასთან, თეთრი სახლის პრესმდივანმა დაადასტურა, რომ ტარიფები ძალაში შევა 2 აპრილს.ლივიტმა ჟურნალისტებთან ისაუბრა აშშ-ში ბოლოდროინდელ უცხოურ ინვესტიციებზე, როგორც მტკიცებულებაზე, რომ ტარიფები უკვე დადებით გავლენას ახდენს.„პრეზიდენტ ტრამპის მმართველობის ქვეშ ამერიკელი მუშები და ბიზნესები იქნებიან პირველ ადგილზე, როგორც ის დაგპირდათ საარჩევნო კამპანიის დროს“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა.როგორც ქეროლაინ ლივიტმა განმარტა, დონალდ ტრამპი ამჟამად სავაჭრო და ტარიფების საკითხებში არსებულ გუნდთან ერთად მუშაობს ხვალინდელ განცხადებასთან დაკავშირებით. ჟურნალისტის კითვაზე, არსებობს თუ არა რაიმე, რისი გაკეთებაც უცხოელ ლიდერებს შეუძლიათ ტარიფების თავიდან ასაცილებლად, ლივიტმა უპასუხა, რომ ტრამპი ყოველთვის მზადაა სატელეფონო ზარისთვის ან მოლაპარაკებისთვის.

საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის გამო, პროკურატურაში ბადრი ჯაფარიძეც დაიბარეს

საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის გამო, პროკურატურაშია დაბარებული ბადრი ჯაფარიძეც, რომელმაც ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში სტატუსიც გამოაქვეყნა. "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, პროკურატურაში მისვლაზე უარს ამბობს და აცხადებს, რომ ჩვენებას მაგისტრი მოსამართლის წინაშე მისცემს.მამუკა ხაზარაძეს კი ბრალი დღეს თბილისის პროკურატურაში წარუდგინეს. "ძლიერი საქართველოს" ლიდერი საგამოძიებო უწყებაში მისვლამდე ჯერ საქალაქო სასამართლოში მივიდა და გამოკითხვის ოქმს ხელი მოაწერა, შემდეგ კი პროკურატურაში გადაინაცვლა.ოფიციალური განცხადება გაავრცელა პროკურატურამაც, სადაც ნათქვამია რომ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ. ხაზარაძისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ სასამართლო სავარაუდოდ ხვალ იმსჯელებს.მამუკა ხაზარაძე, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შპს მაგნატის საქმეზე იყო დაბარებული, რომლის მფლობელი ლელოს ლიდერებს მაშინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან ერთად ბიზნესის წართმევაში ადანაშაულებს.. საქმე პროკურატურას მას შემდეგ გადაეცა, რაც მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარი თქვა. ხაზარაძის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის 349 ე მუხლითაა დაწყებული, რაც საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო ჯარიმას ან ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.საგამოძიებო კომისიისთვის თავის არიდება რომ კანონით რეგულირდება, ეს მმართველი გუნდის ლიდერებმა ოპონენტებს დღეს კიდევ ერთხელ შეახსენეს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე მათი მისამართით არსებულ კითხვებს გამოგონილი მიზეზებით ვერ გაექცევიან.

ბოლო სიახლეები