საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება 4 ოქტომბერს აქციის მონაწილეების შეჭრას ათონელის ქუჩაზე მდებარე საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიაზე.
პაპუაშვილის თქმით, სირცხვილია, რომ ბრიუსელი არ გმობს ძალადობრივ შტურმს.
„მე-13 დღეა, ბრიუსელი პრეზიდენტის სასახლის ძალადობრივ შტურმს არ გმობს. სირცხვილია“, – წერს შალვა პაპუაშვილი.