ორშაბათი, დეკემბერი 22, 2025

შალვა პაპუაშვილი – მედიაცია შედეგიანი იქნება თუ არა, ამ პროცესიდან ქვეყნისთვის მაინც საუკეთესოს გამოვიყვანთ

მართალია, ფასილიტაციის პროცესი უშედეგოდ დასრულდა, რადგან დიდი შეთანხმება არ შედგა, მაგრამ ამის მიუხედავად, იქ განხილული საკითხები სერიოზულად აღვიქვით და საარჩევნო რეფორმას ვატარებთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს სავარაუდოდ, ხვალ ან ზეგ ეწვევა.

„როგორც ოფიციალურად განაცხადეს, კრისტიან დანიელსონი კვირის ბოლოს ჩამოვა. სავარაუდოდ, ხვალ-ზეგ ჩამოვა. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ამ მოლაპარაკებებში მე პირადად მაქვს მხოლოდ ერთი მხარის, „ქართული ოცნების“ იმედი და ეს იმედი არის გამყარებული ჩვენი ქმედებითაც. ვფიქრობ, ჩვენს მოსახლეობასაც ამ მოლაპარაკებებში „ქართული ოცნების“ იმედი აქვს.

მართალია, ფასილიტაციის პროცესი უშედეგოდ დასრულდა, რადგან დიდი შეთანხმება არ შედგა, მაგრამ ამის მიუხედავად, იქ განხილული საკითხები სერიოზულად აღვიქვით და საარჩევნო რეფორმას ვატარებთ. მართალია, მედიაციის პირველი ეტაპიც უშედეგოდ დასრულდა, მაგრამ ჩვენ იქ განხილული საკითხები სერიოზულად აღვიქვით და გუშინწინ დავაინიცირეთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესში ცვლილებები. მედიაციის პროცესი შედეგიანი იქნება თუ არა, ჩვენ მაინც ამ პროცესიდან გამოვიყვანთ საუკეთესოს ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ისრაელმა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე 19 დასახლების მშენებლობის ნებართვა გასცა

ისრაელმა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე 19 დასახლების გაშენების ნებართვა გასცა. მათგან ხუთი უკვე აშენებულია.ინიციატივის ავტორები არიან ულტრა-მემარჯვენე ფინანსთა მინისტრი ბეცალელ სმოტრი და თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი.სმოტრიჩის განცხადებით, ებრაული დასახლებების გაფართოება პალესტინური სახელმწიფოს შექმნის პრევენციას მოახდენს.როგორც მედია წერს, შედეგად, 69-მდე იქნება იმ ებრაული დასახლებების რიცხვი, რომელიც საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით შენდება.

შალვა პაპუაშვილი – მგონი, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი საკმაოდ გასაგებად ამბობს, თუ ვინ არის დღეს ამრევი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის სოციალურ ქსლეში გუშინ გამოქვეყნებულ პოსტებს ეხმაურება.როგორც პაპუაშვილის წერს, გაბარდი საკუთარ განცხადებებში გარკვევით ამბობს, „თუ ვინ არის ამრევი“.„მგონი, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი საკმაოდ გასაგებად ამბობს, თუ ვინ არის დღეს ამრევი“,- წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.ცნობისთვის, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი აცხადებს, რომ „დიფ სთეითისა“ და მისი პროპაგანდისტული მედიის მიზანია, უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად დონალდ ტრამპის მცდელობებს ძირი გამოუთხარონ. როგორც გაბარდმა აღნიშნა, „ნატო-სა და ევროკავშირს რეალურად სურთ, შეერთებული შტატების სამხედროები პირდაპირ რუსეთთან ომში ჩაითრიონ“. ამასთან, მისივე თქმით, რუსეთს ამჟამად არ აქვს მთელი უკრაინის დაპყრობისა და ოკუპაციის შესაძლებლობა.

გურამ მაჭარაშვილი – საქართველო უკრაინაზე და მოლდოვაზე წინ არის, როგორც ჩანს, ვეღარ შეძლეს ამ ყველაფრის დამალავა და ევროკომისიის ანგარიშიდან საერთოდ ამოიღეს უკრაინისა და მოლდოვის...

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ევროკომისიის ანგარიშიდან საერთოდ ამოღებულია უკრაინისა და მოლდოვის შეფასება, ამის მიზეზი კი ისაა, რომ საქართველო უსწრებს ორივე ქვეყანას და დაწინაურებულია ევროკავშირის ბევრ ქვეყანასთან მიმართებითაც.მაჭარაშვილმა კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, ევროკომისიამ, უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში, გაფართოების შესახებ შეფასების დოკუმენტიდან კორუფციასა და ადამიანის უფლებებზე მუხლები ამოიღო.„უკრაინა ნომერ პირველ კორუმპირებულ ქვეყნად არის დასახელებული, მოლდოვა – მესამე ქვეყნად. როგორც ჩანს, ვეღარ შეძლეს ამ ყველაფრის დამალვა ევროკომისიის ანგარიშში, ადგნენ და საერთოდ ამოიღეს უკრაინისა და მოლდოვის შეფასება. რატომ? იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, აქ ვეღარ დამალავდნენ, რომ საქართველო არა მარტო წინ არის უკრაინა-მოლდოვაზე, არამედ დაწინაურებულია ევროკავშირის ძალიან ბევრ ქვეყანასთან მიმართებით. წარმოიდგინეთ სითავხედის ხარისხი ევრობიუროკრატიაში, რომ არც კი შეაფასეს და ევროკომისიის ანგარიშში მოლდოვაზე და უკრაინაზე არ ისაუბრეს. რატომ? სწორედ იმიტომ, რომ შემდეგ იქ ცუდია-ცრუია კალასს ეთქვა რაღაცები საქართველოზე და არავის ეთქვა, შენივე ევროკომისიის ანგარიშშია მოცემულობა, რომ უკრაინა და მოლდოვა საქართველოზე უკან არის“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო – დაკავებულია 4 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით: წარსულში ნასამართლევები - 1972 წელს დაბადებულიი.ბ., 1994 წელს დაბადებული ა.ბ., ასევე, ინდოეთის მოქალაქეები: 2003 წელს დაბადებული ა. ტ. და 2001 წელს დაბადებული ს. მ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.პატრულ-ინსპექტორებმა ბრალდებულები გადამოწმების მიზნით თბილისში, სხვადასხვა დროს შეაჩერეს.სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ასევე, ერთ-ერთი ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „ალფა პვპ“- ე და „მეთადონი“.პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შალვა პაპუაშვილი – ყოველ წელს გვესმოდა, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატო-ს წევრები, შეიძლება, ეს იყო მიამიტობა ან მავნებლობა, რომ შეაგულიანო ქვეყანა, შეუქმნა არარეალური...

ბრიტანეთის ყოფილი პემიერის, ბორის ჯონსონის გარდა, თავად ზელენსკიმაც განაცხადა, რომ მას ბაიდენის დროსაც მკაფიოდ ეუბნებოდნენ – უკრაინა ვერ გახდება ნატო-ს წევრი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.ამასთან, პაპუაშვილის თქმით, ეს არის სამწუხარო მდგომარეობა, ნატო-ს გაფართოების გამო დაწყებული ომის ბოლოს, უკრაინას და სხვებს ეუბნებიან, რომ ნატო არ გაფართოვდება და არც არასდროს აპირებდა გაფართოებას.„ნატო არ გაფართოვდება და არც არასდროს აპირებდა გაფართოებას, – სინამდვილეში, ეს ითქვა ბორის ჯონსონის პირით. უკრაინა ოთხი წელია, აწარმოებს, მათ შორის საკუთარი უფლებისთვის, რომ იყოს ნატო-ს წევრი და ამ ომის ბოლოში ეუბნებიან, რომ არც არასდროს აპირებდნენ უკრაინის ნატო-ში მიღებას“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.ამასთან, მისივე თქმით, ყოველ წელს ისმოდა, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატო-ს წევრები.„ჩვენ გვესმოდა ბუქარესტის სამიტის შემდეგ, 2008 წლის შემდეგ, წლიდან წლამდე, ყოველ წელს გვესმოდა ღია კარი, რომ აუცილებლად გახდებიან უკრაინა და საქართველო ნატო-ს წევრები. ყოველ წელს უკრაინას ეუბნებოდნენ, რომ აუცილებლად გახდება, გახდება, გახდება წევრი. ახლა გაირკვა, რომ არც არასდროს ნდომებიათ თურმე უკრაინის გაწევრიანება ნატო-ში. ამას ორი ახსნა აქვს. ერთი, ეს არის მიამიტობა, შეიძლება, რომელიმე დასავლელ პოლიტიკოსს ჰქონოდა. მეორე – ეს არის მავნებლობა, რომ შეაგულიანო ქვეყანა, შეუქმნა აღქმა, ძალიან რომ უყვართ ხოლმე ევროპიდან დაფინანსებულ „ენჯეოებს“ და ევროპელებსაც, რომ აგერ უკვე ღია კარის პირას არის მიმდგარი, უკვე სარკმელზეა, შეაბიჯებს, ამით შეგულიანებული წავიდეს ყველანაირ ესკალაციაზე, როგორც ეს სააკაშვილმა გააკეთა 2008 წელს, როგორც ეს უკრაინაში ვიხილეთ არაერთხელ.საბოლოო ჯამში, საქმე საქმეზე რომ მიდგა, ომი რომ დაიწყო, არც ერთი ნატო-ელი ჯარისკაცი არ დამდგარა სანგარში. ეს არის სიმართლე, რასაც ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ ასე აშკარად ვხედავთ. ეს არის სწორედ სამწუხარო რეალობა. სინამდვილეში, ამაში ახალიც არაფერი არ არის. ჩვენ, ქართველებს გვშველის ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორია, ვინაიდან სინამდვილეში არაფერი ახალი არ ხდება. ასე იყო მოწყობილი ყოველთვის სამყაროს პოლიტიკა, უბრალოდ, გარკვეული პერიოდი ძალიან კარგად ფუთავდნენ, გვაწვდიდნენ ლამაზად იმ წარმოსახვით რეალობას, რომელიც სინამდვილეში არ არსებობდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.ცნობისთვის, გაერთიანებული სამეფოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა გასულ კვირას ბერგენის უნივერსიტეტში, ჰოლბერგის დებატების დროს განაცხადა: „მე ვესწრებოდი პრაქტიკულად ნატო-ს ყველა მნიშვნელოვან შეხვედრას 2016-დან 2022 წლამდე და არასდროს ყოფილა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მინიმალური შანსიც კი, რადგან ნებისმიერი მსგავსი შეთავაზება დაუყოვნებლივ გამოიწვევდა საფრანგეთის, გერმანიის, აშშ-ის და მრავალი სხვა სახელმწიფოს ვეტოს“.ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ პირდაპირ ჰკითხა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ბაიდენს, შეეძლო თუ არა უკრაინას ნატო-ში გაწევრიანება, რაზეც ბაიდენმა უპასუხა – „არა, თქვენ ნატო-ში არ იქნებით“.

ბოლო სიახლეები