ორშაბათი, თებერვალი 23, 2026

შალვა პაპუაშვილი – „მეგობარი აქტის“ ერთადერთი დანიშნულება იყო საინფორმაციო ხმაურის შექმნა, ერთი დღე ჩაატარეს ბრიფინგები, მეორე დღეზეც კი აღარ ეყოთ სასაუბრო თემად ეს ყველაფერი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „მეგობარი აქტის“ ერთადერთი დანიშნულება იყო საინფორმაციო ხმაურის შექმნა, რომ რადიკალურ ოპოზიციას და უცხოეთიდან დაფინანსებულ „ენჯეოებს“ ორი დღის განმავლობაში ეტარებინათ ბრიფინგები, ევროკომისიის პრესმდივანი  გამოხმაურებოდა ამ საკითხს და ყოფილიყო საინფორმაციო ხმაური ქართულ პოლიტიკაში ისტერიის შემოსატანად.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ეს არის აბსოლუტურად შინაარსისგან დაცლილი აქტი.

„აშშ-ის პრეზიდენტს არ სჭირდება არავის უფლებამოსილება, რომ სანქცია დაუწესოს, ვისაც ის ჩათვლის საჭიროდ. მეორე – ვერც ამ აქტით აშშ-ის პრეზიდენტს ვერავინ ვერ დაავალდებულებს, რომ დააწესოს სანქციები. როგორც აქამდე აშშ-ის პრეზიდენტის უფლებამოსილების საკითხი იყო, გადაეწყვიტა, დაასანქციროს ვინმე თუ არა, ასევე იქნება მომავალშიც და ამ აქტისგან არც უფლება სჭირდება აშშ-ის პრეზიდენტს და ვერც დაავალდებულებს აშშ-ის პრეზიდენტს. ეს არის რეალობა – საინფორმაციო ხმაურის შექმნა. გასაგებია, რომ აქტის სახელწოდება შინაარსთან არ მოდის შესაბამისობაში, ეს ორუელისეული ნიუსფიქი, რომ ომი ნუ გულისხმობს მშვიდობას და მტრობა გულისხმობს მეგობრობას, ეს რას ნიშნავს, პრაქტიკაში დაგვანახა კონგრესმენმა უილსონმა, თუმცა ჩახედეთ შიგნით და ნახავთ, მაგალითად, რისკენ მოუწოდებს ეს აქტი პარტიებს. მოუწოდებს, რომ პარლამენტში არჩეულმა წევრებმა, ოპოზიციამაც და უმრავლესობამაც იმუშაონ ერთად. აბა, სად არის ოპოზიცია, მათთვის თუ ბიბლია არის ეს აქტი, სად არიან, აბა ვერ ვხედავთ პარლამენტში. მათ მოუწოდებს, რომ პარლამენტში შემოვიდნენ და იმუშაონ. ეს ერთი. მეორე – ცოტა განმაცვიფრებელია და აქ არ ვიცი, როგორც ჩანს, ბატონი უილსონი სხვა რელსებზეა, ვიდრე პრეზიდენტი ტრამპი. ამ აქტში წერია, რომ ევალება „იუესაიდს“, შექმნას, შეიმუშაოს სტრატეგია საქართველოსთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, ამ „იუესაიდს“ ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ უწოდა თაღლითი ორგანიზაცია, რომელიც შექმნილი იყო იმისთვის, რომ ფული გადაენაწილებინა ყალბი იდეოლოგიების გავრცელებისთვის და სხვა ქვეყნების დემოკრატიის ძირის გამოთხრისთვის. არ ვიცი, ბატონი კონგრესმენი ჩამოყალიბდეს, თაღლითი ორგანიზაციისგან ელოდება საქართველოსთან დაკავშირებით ანგარიშს, თუ რასთან გვაქვს საქმე. ამიტომ ამ აქტის ერთადერთი შინაარსი, აზრი და მიზანი არის საინფორმაციო ხმაურის შექმნა. ერთი დღე ჩაატარეს ბრიფინგები, მეორე დღეზეც კი აღარ ეყოთ სასაუბრო თემად ეს ყველაფერი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ურსულა ფონ დერ ლაიენი – რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის მეოთხე წლისთავის წინა დღეს, ჩვენს შტაბ-ბინაში უკრაინის დროშა აღვმართეთ, რათა ის ამაყად ფრიალებდეს ჩვენი კავშირის გულში,...

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში ომის დაწყებიდან ოთხი წლის გასვლას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ უკრაინა ევროპული ოჯახის ნაწილი იქნება.ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ბრიუსელში, ევროკომისიის შტაბ-ბინაში ამ დღესთან დაკავშირებით უკრაინის დროშაა აღმართული.„რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის მეოთხე წლისთავის წინა დღეს, ჩვენს შტაბ-ბინაში უკრაინის დროშა აღვმართეთ, რათა ის ამაყად ფრიალებდეს ჩვენი კავშირის გულში, სადაც მისი ადგილია. ერთ დღეს უკრაინა უსაფრთხოდ იქნება. უკრაინა თავისუფალი იქნება. უკრაინა ჩვენი ევროპული ოჯახის ნაწილი გახდება“, – წერს ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში.  

ოპოზიციური პარტიების ნაწილი – ვიწყებთ ქიმიური მოწამვლის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას

ოპოზიციური პარტიების ნაწილი „ქიმიური მოწამვლის“ შესახებ ინფორმაციის შეგროვებას იწყებს.კერძოდ, პარტიები: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, “დროა“, „ახალი“, „გირჩი მეტი თავისუფლება“, იდენტურ განცხადებებს ავრცელებენ სოციალურ ქსელში, რომელშიც ნათქვამია, რომ ქართველ ექსპერტებთან ერთად წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭომ და დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტების ჯგუფმა შეიმუშავეს კითხვარი, რომლის საფუძველზეც დაიწერება დასკვნა.პარტიები მოუწოდებენ პროტესტის მონაწილე მოქალაქეებს, მკვლევარებს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება.„ვიწყებთ ქიმიური მოწამვლის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას.ქართველ ექსპერტებთან ერთად წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭომ (IRCT) და დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტების ჯგუფმა (IFEG) შეიმუშავეს კითხვარი, რომლის საფუძველზეც დაიწერება დასკვნა.მოვუწოდებთ პროტესტის მონაწილე მოქალაქეებს გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და მკვლევარებს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ რა ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვია მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების გამოყენებამ.წინამდებარე კითხვარის შევსებით თქვენ გვეხმარებით დავადგინოთ სიმართლე ქიმიური მოწამვლის შესახებ.მადლობა ნდობისთვის“, - წერია გაცხადებაში, რომელსაც პარტიები სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" ავრცელებენ და ურთავენ კითხვარის ბმულს.

ლონდონის პოლიციამ აშშ-ში ბრიტანეთის ყოფილი ელჩი პიტერ მანდელსონი დააკავა

ლონდონის პოლიციამ აშშ-ში ბრიტანეთის ყოფილი ელჩი პიტერ მანდელსონი დააკავა. მას ბრალად ედება სამსახურებრივი მოვალეობის არაკეთილსინდისიერად შესრულება. ეს მას შემდეგ ხდება, რაც გაირკვა, რომ მანდელსონს ახლო კავშირები ჰქონდა ჯეფრი ეპშტეინთან.აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა იანვრის ბოლოს გამოაქვეყნა ელექტრონული წერილები, რომლებიც ადასტურებს, რომ მანდელსონსა და ეპშტეინს უფრო ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, ვიდრე ეს საჯაროდ იყო ცნობილი.გარდა ამისა, გაირკვა, რომ მანდელსონმა ეპშტეინს კონფიდენციალური ინფორმაცია გაუზიარა მაშინ, როდესაც ის ყოფილი პრემიერ-მინისტრის გორდონ ბრაუნის მთავრობაში მინისტრი იყო.ცნობისთვის, ჯეფრი ეპშტეინთან კავშირების დადასტურების გამო დიდმა ბრიტანეთმა აშშ-ში გაერთიანებული სამეფოს ელჩი პიტერ მანდელსონი თანამდებობიდან გაათავისუფლა.მანდელსონმა დატოვა პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის ლეიბორისტული პარტიაც.

ლევან კობიაშვილი – უეფა-ს საკლუბო რეიტინგში 52-ე ადგილი მისაღები არ არის, კლუბებში ტალანტების შენარჩუნების გარეშე კონკურენტუნარიანები ვერ ვიქნებით

ლევან კობიაშვილმა პირველი არხის გადაცემა ტაიმაუტში ეროვნული ლიგის კლუბებზე ისაუბრა. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, დონის ზრდა უპირველესად კლუბების მენეჯმენტის პასუხისმგებლობაა.„ეროვნულ ლიგასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას არ გავურბივართ, თუმცა ფედერაცია კლუბების საქმეს ვერ გააკეთებს. არავის ვემიჯნებით და ნებისმიერი კლუბის წარმატება გაგვიხარდება. მათი წარუმატებლობა კი გვაწუხებს და გვტკივა. ფედერაცია ეროვნული ლიგის ორგანიზატორია და ამ კუთხით ბევრი რამ შეიცვალა – ინფრასტრუქტურა განვითარდა, თუმცა კონკრეტულ ქალაქებში კვლავ არსებობს პრობლემები. მიუხედავად ამისა, მდგომარეობა დღეს ბევრად უკეთესია, ვიდრე წლების წინ იყო.მეორე საკითხია სათამაშო ხარისხი, რასაც ფედერაცია ვერ უზრუნველყოფს. მე არც კლუბის ხელმძღვანელი ვარ, არც მწვრთნელი და არც ის ადამიანი, ვინც ტრანსფერებს განაგებს. ამიტომ მოედანზე ნაჩვენებელი ხარისხი თავად კლუბებმა უნდა უზრუნველყონ. ამასთან, ჩვენ ცალ-ცალკე არ ვდგავართ – ერთმანეთთან კავშირი გვაქვს და გულშემატკივრების წინაშე პასუხისმგებლობაც საერთო გვაკისრია. იმედი მაქვს, ახალი ჩემპიონატი უკეთესი იქნება.პირველ რიგში, ყველანი თვითკრიტიკულები უნდა ვიყოთ და პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღოთ. წარუმატებლობის მიზეზები სხვაგან არ უნდა ვეძებოთ. ფაქტია, რომ უეფა-ს საკლუბო რეიტინგში 52-ე ადგილზე ვართ, რაც კატასტროფაა და არავისთვის მისაღები არ არის. თუმცა ეს ჩვენი რეალური დონის სრულად ამსახველი მაინც არ არის.არაფერი გამოვა, თუ კლუბი მოთამაშეს ნებისმიერი თანხის სანაცვლოდ გაუშვებს. ტალანტი გარკვეულ ეტაპამდე უნდა შეინარჩუნო, მეტი ფინანსური რესურსი ჩადო და გუნდი გააძლიერო. როდესაც ახალგაზრდა ფეხბურთელი ერთ-ორ კარგ თამაშს ჩაატარებს და მაშინვე ტოვებს გუნდს, სათანადო შემცვლელის გარეშე, ბუნებრივია, საერთაშორისო ასპარეზზე კონკურენტუნარიანობაზე საუბარი რთული იქნება“, – განაცხადა კობიაშვილმა.

კაია კალასი – ზუსტად არ მახსოვს როდის, მაგრამ დიდი ხნის წინ, რუსები დათანხმდნენ ჯარების გაყვანას მოლდოვიდან, მაგრამ იგივე სურათი გვაქვს საქართველოშიც და სხვაგანაც

ზუსტად არ მახსოვს როდის, მაგრამ დიდი ხნის წინ, რუსები დათანხმდნენ ჯარების გაყვანას მოლდოვიდან, მაგრამ იგივე სურათი გვაქვს საქართველოშიც და სხვაგანაც, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.„მე დავთვალე, სულ მცირე, 30 საერთაშორისო შეთანმხება, რომლითაც რუსები სხვადასხვა ვალდებულების აღებას დათანხმდნენ, რომლებსაც ახლა არ ასრულებენ. ზუსტად არ მახსოვს როდის, მაგრამ დიდი ხნის წინ რუსები დათანხმდნენ ჯარების გაყვანას მოლდოვიდან, მაგრამ იგივე სურათი გვაქვს საქართველოშიც და სხვაგანაც.ევროკავშირის წევრ ქვეყნებს გავუზიარე დოკუმენტი, სადაც მოცემულია ის დათმობები, რომლებიც უნდა ვიხილოთ რუსეთის მხრიდან. ეს უნდა განვიხილოთ, მაგრამ პირველი პუნქტი თუ იქნება, რომ რუსეთმა შეასრულოს საერთაშორისო შეთანხმებებით უკვე აღებული ვალდებულებები, ეს ასევე შეეხებოდა იმ ტერიტორიებს, რომელთა ოკუპაციაც მოახდინეს და, საიდანაც უნდა გაიყვანონ ჯარები“, – განაცხადა კაია კალასმა.

ბოლო სიახლეები