0 0
Read Time:32 Second

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ლესოტოს სამეფოს სენატის პრეზიდენტ მამონაენგ მოკიტიმის შეხვდა.

შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ წელს აღინიშნება საქართველოსა და ლესოტოს სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მე-10 წლისთავი. მხარეებმა გამოთქვეს საპარლამენტო კავშირების გაძლიერების და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზაობა.

შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე და ხაზი გაუსვა არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

შალვა პაპუაშვილმა და მამონაენგ მოკიტიმიმ ასევე მიმოიხილეს საქართველოსა და ლესოტოში მიმდინარე პროცესები, უსაფრთხოების საერთაშორისო გამოწვევები და მათი ნეგატიური გავლენა. ასევე, ისაუბრეს ცალკეულ სფეროებში, მათ შორის, სახელმწიფო სერვისები, საგადასახადო სისტემა, ანტიკორუფციული მექანიზმები, განათლება და მედიცინა, გამოცდილების გაზიარების და კავშირების განმტკიცების შესაძლებლობები.

შეხვედრა გაიმართა ანგოლაში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 147-ე ასამბლეის ფარგლებში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები