შაბათი, მაისი 17, 2025

შალვა პაპუაშვილი – ლეგიტიმურ კრიტიკაზე გაღიზიანების გამო, გერმანიის ელჩის თავდასხმები ქართველი ხალხის არჩეულ წარმომადგენლებზე, ღრმად არაევროპული ქცევაა, მნიშვნელოვანია, ამგვარი თავდასხმები შეწყდეს

ლეგიტიმურ კრიტიკაზე გაღიზიანების გამო, გერმანიის ელჩის პერიოდული თავდასხმები ქართველი ხალხის არჩეულ წარმომადგენლებზე, თავისი არსით და ფორმით ღრმად არაევროპული ქცევაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამგვარი თავდასხმები შეწყდეს.

„კრიტიკის „ცუდად საუბრად“ შერაცხვა არის სწორედაც საბჭოური და არა ევროპული აზროვნება.

ევროპა გულისხმობს ღიაობას კრიტიკისთვის და არა კრიტიკული აზრის ჩახშობას. ის, რომ ევროკავშირი დიდია და ჩვენ იქ გაწევრიანება გვსურს, არავის აძლევს უფლებას, აგვიკრძალოს, გავაკრიტიკოთ ის, რაც კრიტიკას იმსახურებს.

ლეგიტიმურ კრიტიკაზე გაღიზიანების გამო, გერმანიის ელჩის პერიოდული თავდასხმები ქართველი ხალხის არჩეულ წარმომადგენლებზე, თავისი არსით და ფორმით ღრმად არაევროპული ქცევაა. მნიშვნელოვანია, რომ ამგვარი თავდასხმები შეწყდეს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გიორგი გახარია – ჩვენ ვამბობთ, რომ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის, რაც ნიშნავს, რომ ვემზადებით შესაძლო საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნებისთვისაც, ბოიკოტი ბოიკოტისთვის არის ჩიხი

მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებით, ჩვენი პოზიცია არის ყველაზე მკაფიო. ჩვენ ვამბობთ, რომ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის, რაც ნიშნავს, რომ ვემზადებით შესაძლო საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნებისთვისაც, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ვიდეომიმართვაში განაცხადა.გახარიას თქმით, პოლიტიკური პარტიის მთავარი ინსტრუმენტი არის არჩევნებში მონაწილეობის გზით მიაღწიოს ხელისუფლების ცვლილებას.„ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ არც ერთხელ, არცერთი სიტყვით ბოიკოტი არ გამოგვიცხადებია მომავალში არცერთი შესაძლო არჩევნებისთვის. ჩვენს ამომრჩეველს და საქართველოს მოქალაქეს არ ვატყუებთ, რადგან პოლიტიკური პარტიის მთავარი ინსტრუმენტი არის არჩევნებში მონაწილეობის გზით მიაღწიოს ხელისუფლების ცვლილებას. ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები და ვთვლი, რომ ნებისმიერი რადიკალური რევოლუციური სცენარი დღეს საქართველოსთვის იქნება დამღუპველი.მე მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ამბობდნენ, რომ არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას და ბოიკოტს უცხადებენ და ა.შ. ეს საუბარი და მოწოდება იქნება კონსტრუქციული და შინაარსობრივი მაშინ, თუ მსგავსი მოწოდებების და პოზიციების ავტორები გააგრძელებენ ამას ყველაფერს და იტყვიან, რომ ბოიკოტის პარალელურად რა არის მათი შემოთავაზება, რა არის მათი სცენარი, გეგმა. ბოიკოტი ბოიკოტისთვის არის ჩიხი და ჩვენ არ გვაქვს ჩიხების დრო, ჩვენ გვაქვს ძალიან ცოტა დრო, რომ ქვეყანა ნორმალურ მდგომარეობაში დავაბრუნოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ბაიკერი ჯაბა ჯიბლაძე გარდაიცვალა-„სიყვარულის ბიჭი აღარ არის… უდიდესი ტრაგედიაა…“

გარდაიცვალა ბაიკერი ჯაბა ჯიბლაძე. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს.„გლოვობს ჩემი ბათუმი... საშინელება, ენით გამოუთქმელი ტკივილი და უდიდესი ტრაგედიაა... როგორ არ მინდა დავიჯერო, რომ ასეთი ანგელოზები ასე უდროოდ იმკვიდრებენ ადგილს ცათა სასუფეველში...ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული. ამ ტრაგედიას სახელი არ აქვს.... აქ სიტყვები ძალას კარგავენ... გთხოვთ ლოცვებში მოიხსნიოთ, ახლად შესვენებული ჯაბა. ღმერთმა მისცეს მის დედას გამძლეობა, ამ ტკივილს გაუძლოს. კიდევ ერთი ანგელოზი შეემატა ზეციურ სამყაროს... სიყვარული ბიჭი!“, - წერს შოთო სიხარულიძე.„თხოვნაა, ვისაც შეგიძლიათ, ბაიკერებით მოხვიდეთ გასაცილებლად. გასვენება შაბათს, 2 საათზე. მისამართი: წმინდა სევერიან აჭარელის 23“, - წერენ ბათუმის ერთ-ერთ ჯგუფში.როგორც პოსტის კომენტარებში წერენ, ახალგაზრდა გულის შეტევით გარდაიცვალა.

ემანუელ მაკრონი – ცეცხლის შეწყვეტისა და უკრაინასთან დიალოგის უარყოფით, რუსეთი აჩვენებს, რომ არ სურს მშვიდობა და უბრალოდ ცდილობს, მოიგოს დრო ომის გასაგრძელებლად

რუსეთს არ სურს მშვიდობა და დროის მოგებას ცდილობს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი უარს ამბობს, უპასუხოს ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას, რომელიც ამერიკელებმა წამოაყენეს და უკრაინელებმა და ევროპელებმა მხარი დაუჭირეს.„ცეცხლის შეწყვეტისა და უკრაინასთან დიალოგის უარყოფით, რუსეთი აჩვენებს, რომ არ სურს მშვიდობა და უბრალოდ ცდილობს, მოიგოს დრო, რათა განაგრძოს ომი“, – განაცხადა მაკრონმა.ამასთან, მაკრონმა აღნიშნა, რომ მას სატელეფონო საუბარი ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. 

“თავისუფლებაზე მღერი და გიორგევსკის ლენტი გაცვია!” – რას წერს გიგა მაქარაშვილი

გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს მარიამ შენგელიას “ევროვიზიის” გამოსვლიდან ფოტოს და წერს:“თავისუფლება ქვია სიმღერას და მშვიდობაზე ვმღერიო ამბობ! თავისუფლებაზე მღერი და გიორგეევსკის ლენტი გაცვია! გეკითხებიან რა არის შენთვის მთავარიო და პასუხობ ფული, წარმატება და ჯანიო. დასანქცირებული პარტიის კონცერტებზე დარბიხარ! დასანქცირებული პარტიის პროპაგანდისტულ არხზე მუშაობ! დასასანქცირებელი პროპაგანდისტების არჩევით გახვედი!ფინალში გასვლა კი არა, სანქციები რომ არ დაგადეს მადლობა თქვი შვილო” - წერს

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთზე მეტი ზეწოლა უნდა იყოს, თუკი ის ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთზე მეტი ზეწოლა უნდა იყოს, თუკი ის ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება. ამის შესახებ მან ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტას განუცხადა, რომელთაც სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შესახებ აცნობა.„სტამბოლში დღევანდელი მოლაპარაკებების შესახებ მოვუყევი. ზეწოლა მეტი უნდა იყოს, თუკი ის არ დათანხმდება ცეცხლის სრულ და უპირობო შეწყვეტას. ამიტომ, მადლიერი ვარ სანქციების მე-17 პაკეტის მომზადებისთვის. ველოდებით, რომ ის შეეხება ყველაფერს, რასაც რუსეთის სამხედრო მანქანა აფინანსებს: ბანკებს, ნავთობს, ენერგეტიკას, მეტალურგიასა და ჩრდილოვან ფლოტს“, – წერს ზელენსკი ტელეგრამში.სანქციების მე-17 პაკეტის ფინალური ვარიანტი ევროკავშირის ქვეყნებმა მიმდინარე კვირაში, სტამბოლში მოლაპარაკებების გამართვამდე შეათანხმეს.

ბოლო სიახლეები