ხუთშაბათი, სექტემბერი 11, 2025

შალვა პაპუაშვილი – კირკის მკვლელობა არის ლიბერალიზმის თანამედროვე სახე, ძალადობას აფორმებენ პოლიტიკურ პოზიციად, თანამედროვე ლიბერალები არიან ფაშისტების შთამომავლები

კირკის მკვლელობა არის ლიბერალიზმის თანამედროვე სახე და ზუსტად ეს არის, რაც ხდება საქართველოში, როცა ცდილობენ, თანამედროვე ლიბერალიზმთან გააიგივონ ილია ჭავჭავაძე. თუმცა ილია ჭავჭავაძე კი არა, ბერბიჭაშვილების შთამომავლები არიან თანამედროვე ლიბერალები საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ისინი არიან ნაწილი ლიბერალური ინტერნაციონალიზმის, რომლის მთავარი იარაღი არის ძალადობა.

„სიტყვით ძალადობა, ფიზიკური ძალადობა – ამას ვხედავთ მთელ მსოფლიოში, სადაც ისინი მოძლიერებულნი არიან. ზუსტად ეს უნდათ, საქართველოშიც დაამკვიდრონ. ეს ორკების ღამის თარეში, რაც თბილისში ხდება, მივარდნები, დედის გინება – პროტესტია?! ზუსტად ეს არის ლიბერალური ფაშიზმი, რომ გინებას, შეურაცხყოფას, დეჰუმანიზაციას, ძალადობას აფორმებენ პოლიტიკურ პოზიციად. ის, რაც გუშინ ვიხილეთ, არის ის, რაც უნდათ, რომ საქართველოში დანერგონ. რუსთაველზე ცოტა ხნის წინ დააკავეს ადამიანი, რომელიც შაშხანით გადაადგილდებოდა. ეს არის ზუსტად, რაც მოხდა სლოვაკეთში, როდესაც ფიცოს ესროლეს. ეს არის ზუსტად ის, რაზეც ერთ-ერთი ევროკომისარი აფრთხილებდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს. თანამედროვე ლიბერალები არიან ფაშისტების შთამომავლები. როგორც 100 წლის წინ ფაშიზმი სენივით შეეყარა ევროპას, ზუსტად ასე არის ლიბერალიზმის თანამედროვე გაგება, რომელიც არის მემკვიდრე ფაშიზმისა, რომლის მთავარი იარაღია ადამიანების გაუქმება, შეურაცხყოფა, ძალადობა და ა.შ. რაც მთავარია, ჩვენ ვნახეთ ქართველი ლიბერალების, ე.წ. ბერბიჭაშვილების შთამომავლების რეაქცია ამ მკვლელობაზე. ვნახეთ „სოროსის ფონდის“ თანამშრომელს, ასევე პარტია „ახლის“ თანამშრომელს როგორ უხარიათ. ეს არის ლიბერალური ფაშიზმი, რომელიც არის 100 წლის წინანდელი ფაშიზმის მემკვიდრე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კონსერვატორი კომენტატორი ჩარლი კირკი, რომელსაც იუტა ველის უნივერსიტეტის ღონისძიებაზე ესროლეს,  დაიღუპა. გავრცელებული ცნობით, კირკი პრეზენტაციას ატარებდა, როცა ესროლეს. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. კირკი, რომელიც დონალდ ტრამპის მოკავშირედ მიიჩნეოდა, კონსერვატიული სტუდენტური მოძრაობის ხელმძღვანელი იყო.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშენ ბურჭულაძე დააკავა.ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ უწყების მიერ გამართუყლ ბრიფინგზე გახდა ცნობილი

მამუკა არეშიძე: მაქვს ინფორმაცია, რომ საქართველოს საკითხი აშშ-ში შიდა დაპირისპირების საგანია

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე: ის რომ ამერიკა “ვერ იცლის” ჩვენთვის, უდიდეს მინუსებთან ერთად პლუსებსაც მოიცავს. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ამერიკის პოლიტიკურ ისტებლიშმენტში საქართველოს საკითხზე გადაწყვეტილებების მიღება ძალიან მძაფრი შიდა დაპირისპირებით მიმდინარეობს.ეს ეხება როგორც ელჩთან დაკავშირებულ საკითხებს, ისე “მეგობრობის აქტსა” და სხვა ინიციატივებს. დეტალებზე არ ვისაუბრებ, იმას კი ვიტყვი, რომ ტრამპის ოჯახი საქართველოს მიმართ ბევრად პოზიტიურია, ვიდრე მისი გარემოცვის ზოგიერთი ახალგაზრდა ლიდერი – მაგალითად, რუბიო და მისი გარემოცვა და ბრძოლა ამ თემაზე გრძელდება.რატომ არ იღებენ ხმას? იმიტომ, რომ პოლიტიკა ასე არ მუშაობს. პოლიტიკა კეთდება კულუარებში, ლობისტური ჯგუფების, პერსონალური კონტაქტებისა და ინტერესების მეშვეობით. სამწუხაროდ, პოლიტიკა ცინიკური და ხშირად ბინძური პროცესია, საბოლოოდ ყველაფერი პოლიტიკური მიზანშეწონილობით წყდება.წყარო: გაზეთი „კვირის პალიტრა“

ალექსანდრე რაქვიაშვილი – ჯო უილსონი და მისი კოლეგები გარტყმაში არ არიან, ამ ქვეყანაში რა ხდება, ვის უნდა მოუსმინო, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი რომ იყო, მაშინაც...

მოსმენაზე სალომე ზურაბიშვილი და თინა ხიდაშელი რომ იყვნენ, კარგად აჩვენებს, რომ ჯო უილსონი და მისი კოლეგები გარტყმაში არ არიან, ამ ქვეყანაში რა ხდება, ვის უნდა მოუსმინო, თუ მართლა გაინტერესებს, რამე გაიგო, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, „მეგობარი აქტი“ საქართველოში გამოყენებული იყო, როგორც მნიშვნელოვანი ამბავი, შესაძლოა, „ქართული ოცნების“ დამხობის ინსტრუმენტად, ამის დავიწყება არ გამოდიოდა და მოაწყვეს მოსმენები.„კონგრესში გამართული მოსმენები, სინამდვილეში, იყო მცდელობა, გადაეფარათ „მეგობარი აქტის“ გაჩერება, რომ ხმამაღალი განცხადებები გაკეთებულიყო. ერთ-ერთი შედეგი რაც დაიდო, არის „მეგობარი აქტის“ ავტორების აღიარება, რომ აღარ მიიღება სენატში დაბლოკვის გამო. წელიწადზე მეტია, რაც გრძელდება, ამბავი დასრულდა და არაფერი განსაკუთრებულიც არ მომხდარა. რომც მიეღოთ ის მეორე ვარიანტი, რომელზეც ახლა არის საუბარი, არც მაშინ შეიცვლებოდა რამე, რადგან განსაკუთრებული არაფერი ეწერა. აქ გამოყენებული იყო, როგორც მნიშვნელოვანი ამბავი, შესაძლოა, „ქართული ოცნების“ დამხობის ინსტრუმენტად, ამის დავიწყება არ გამოდიოდა და მოაწყვეს მოსმენები. იქ სალომე ზურაბიშვილი და თინა ხიდაშელი რომ იყვნენ, კარგად მიუთითებს იმაზე, რომ გარტყმაში არ არიან ჯო უილსონი და მისი კოლეგები, ამ ქვეყანაში რა ხდება, ვის უნდა მოუსმინო, თუ მართლა გაინტერესებს, რამე გაიგო“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.მისი თქმით, ოპოზიციურ სპექტრში არის ხალხი, ვისაც მეტად გააზრებულის თქმა შეუძლია, ვიდრე სალომე ზურაბიშვილს.„ჩვენი მოსმენა შეიძლება, მაგრამ, სინამდვილეში, ოპოზიციურ სპექტრში არის ხალხი, ვისაც უფრო მეტი გააზრებული რამის თქმა შეუძლია, ვიდრე სალომე ზურაბიშვილს. სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტიც რომ იყო, მაშინაც არ შეეძლო, რამე კონკრეტული ეთქვა, ღირებული გაეკეთებინა და რამდენადაც არ უნდა ვაკრიტიკებდე ჩემს კოლეგა ოპოზიციონერებს, მათ შორის არის ბევრი ისეთი, ვინც სალომე ზურაბიშვილზე მეტად დალაგებულად ილაპარაკებდა“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.მისივე თქმით, მოსალოდნელი იყო, რომ „მეგობარი აქტს“ არ მიიღებდნენ.„ჯო უილსონს 200-ზე მეტი ინიციატივა აქვს დაყენებული თავის პოლიტიკურ კარიერაში და მხოლოდ ერთი იქცა კანონად. მით უმეტეს, რომ მარტო სენატიც არ იყო საკმარისი, იქ ტრამპის ადმინისტრაციის თანხმობაც იყო საჭირო და თავისთავად ეს უკვე ამცირებდა ალბათობას, რომ „მეგობარი აქტი“ მიღებული იქნებოდა. რომც მიეღოთ, დიდი არაფერი მოხდებოდა. ამ მოსმენის შემდეგ „მეგობარი აქტის“ გამოყენება შიდა პოლიტიკური მიზნებისთვის ალბათ დასრულდება“, – თქვა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

სუს-ის შენობაში მურთაზ ზოდელავაც მიიყვანეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში "კოალიცია ცვლილებსითვის" წევრი მურთაზ ზოდელავა მიიყვანეს.ამ დროისთვის, უცნობია, რა სტატუსით შეიყვანეს ზოდელავა უწყების წარმომადგენლებმა სუს-ში. ზოდელავას სუს-ში შეყვანის მიზეზი უცნობია მისი ოჯახის წევრებისთვის.მანამდე მურთაზ ზოდელავამ კომენტარი გააკეთა ლევან ხაბეიშვილის დაკავებაზე და თქვა, რომ ამ ყველაფერზე პასუხი 4 ოქტომბერს უნდა გაეცეს.„ახლა იმდენი კასკადია ამ უკანონობის და ზოგადად, აღვირახსნილობის, რომ ყველაფერზე პასუხი 4 ოქტომბერს უნდა გავცეთ. აი, სულ ყველა ვინც არის, ქალი, კაცი, ერი, ბერი, ყველამ უნდა მოვიკრიბოთ ძალ-ღონე და 4 ოქტომბერს ამ ყველაფერზე უნდა გავცეთ ისეთი პასუხი....ბიძინა რასაც აქ აკეთებს, ამას ჰქვია „ჩემი ბოსტანი ხართ“, ყველგან იმას გვამაგრებს, რომ „ჩემი ყმები ხართ“. ამას სჭირდება პროტესტი, ამბოხი, მშვიდობიანი რევოლუცია, პასუხის გაცემა. ფაქტობრივად, ლევანის გატაცება იყო. დაკავების განსხვავებული ფორმა. ბიძინამ გადაწყვიტა, დააკავოს ყველა, ვის მიმართაც ხალხს გააჩნია ნდობა, სიმპათია და ვისაც გააჩნია უნარი, რომ ქართველ ხალხს მობილიზება გაუკეთოს. ეს არის პერსონალურად ივანიშვილის გადაწყვეტილება. დარწმუნებული ვარ, იმ ქაღალდში არაფერი წერია, არც სამხილია. ლევანი ღირსეულად დახვდა და თავისი პოლიტიკური შეხედულება გამოხატა. ფაქტია, ივანიშვილს 4 ოქტომბრის ეშინია. ეს მისი შიში ლოგიკურ დასასრულამდე უნდა მივიყვანოთ, საქართველო არის გასათავისუფლებელი. ეს დაკავება არის პირდაპირ იმის გამოხატულება, რომ მათ გააჩნიათ კონკრეტული შიში ქართველი ხალხის კონცენტრირების“, - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

იაგო ხვიჩია – დღევანდელი გადმოსახედიდან გამოდის, რომ ოპოზიციის აქტივისტები მხარს უჭერენ ჩარლი კირკის მკვლელობის ავტორს, ვერ ვხვდები, შეკვეთით აკეთებენ ამას, თუ იდიოტები არიან

დღევანდელი გადმოსახედიდან გამოდის, რომ ოპოზიციის აქტივისტები მხარს უჭერენ ჩარლი კირკის მკვლელობის ავტორს, ვერ ვხვდები, შეკვეთით აკეთებენ ამას, თუ იდიოტები არიან, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.ხვიჩიას თქმით, კირკის მკვლელობა შემზარავი ბოროტებაა.„შემზარავი ბოროტება მოხდა. უდანაშაულო ადამიანი მოკლეს მის მიერ გამოთქმული აზრის გამო მაშინ, როდესაც არგუმენტი ვერ დაუპირისპირეს. ამ ტრაგედიას ჩვენს ლოკალურ დონეზე ამძაფრებს ის, რომ ადამიანები, რომლები ოპოზიციონერებად ასაღებენ თავს და ხელისუფლებას უპირისპირდებიან, თავიანთი ქმედებებით მიდრეკილნი უნდა იყვნენ, შეინარჩუნონ ან მოიპოვონ მორალური უპირატესობა, თუმცა ანიავებენ, ხელისუფლებას აბარებენ ამ მორალურ უპირატესობას. დღევანდელი გადმოსახედიდან გამოდის, რომ ოპოზიციის აქტივისტები მხარს უჭერენ, ამხნევებენ ამ საზარელი დანაშაულის ავტორს, ხოლო „ქართული ოცნება“ გამოდის ვითომ დამცველი კონსერვატიული ღირებულებებისა და ადამიანის სიცოცხლის. ვერ ვხვდები, ქმედებებს, რომელსაც ახლა ვადევნებთ თვალყურს, „ქართული ოცნების“ მიერ ორკესტრირებულია და მათთან შეკვეთით აკეთებს ოპოზიციონერი აქტივისტების დიდი ნაწილი, თუ უბრალოდ იდიოტები არიან“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.კონსერვატორი კომენტატორი ჩარლი კირკი, რომელსაც იუტა ველის უნივერსიტეტის ღონისძიებაზე ესროლეს,  დაიღუპა. გავრცელებული ცნობით, კირკი პრეზენტაციას ატარებდა, როცა ესროლეს. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. კირკი, რომელიც დონალდ ტრამპის მოკავშირედ მიიჩნეოდა, კონსერვატიული სტუდენტური მოძრაობის ხელმძღვანელი იყო.

ბოლო სიახლეები