პარასკევი, ივნისი 6, 2025

შალვა პაპუაშვილი – კანდიდატის სტატუსზე განაცხადი როდესაც შეგვქონდა, ჩვენ შევუკვეთეთ ევროსტანდარტები, ევროსამართალი და ჩამოგვივიდა ევროზიზღი, ევროძალადობა, ევროპროპაგანდა

კანდიდატის სტატუსზე განაცხადი როდესაც შეგვქონდა და ხელს ვაწერდით ასოცირების შეთანხმებას, ჩვენ შევუკვეთეთ ევროსტანდარტები, ევროსამართალი და რა ჩამოგვივიდა? ჩამოგვივიდა ევროზიზღი, ევროძალადობა, ევროპროპაგანდა, რადგან თავად აიგივებენ საკუთარ თავს ზიზღთან, ძალადობასთან და პროპაგანდასთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე ევროკავშირის ელჩისადმი მისი მიმართვის შესახებ, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე ჰერჩინსკის მოუწოდებს, გაემიჯნოს და დაგმოს ძალადობის, ზიზღის გამოვლინებები და ქმედებები, რომელიც სწორედ ევროკავშირის საელჩოდან დაფინანსებული ორგანიზაციების, თუ ჯგუფების მხრიდან იგეგმება, თვითონ დასავლეთი კი მიუთითებს იმაზე, რომ ანტიდასავლური რიტორიკა, პოლიტიკური ოპონენტების დევნა, მათი დაკავებებია ამ ურთიერთობების დამაზიანებელი და ისინი მიუთითებენ იმ ნაბიჯებზე, რის გამოც ურთიერთობა გაუარესდა, შალვა პაპუაშვილმა კითხვითვე უპასუხა: „ამის გამო მათმა დაფინანსებულმა ადამიანებმა უნდა გვაგინონ?“

„ამით ამართლებენ, რომ ვინაიდან შეიძლება, რაღაც არ მოსწონთ ხელისუფლებაში, უნდა დააფინანსონ ადამიანები, რომლებიც თავს ესხმიან მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად პარლამენტის წევრს, ღამე ადგებიან სახლში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, სადაც მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს? ანუ, ძალადობა, პროპაგანდა, დეზინფორმაცია ამით მართლდება? ევროპას თუ დააწერ რამეს, შეგიძლია, ზიზღიც ჩადო, სიძულვილიც ჩადო და დეზინფორმაციაც ჩადო? სამწუხაროდ, აი, ეს არის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ის ელჩებს კომუნიკაციის დროს ყოველთვის ეუბნებოდა, რომ მათ თავად უნდა აეღოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, რომ დაფინანსება გამჭვირვალე ყოფილიყო, მაგრამ მათ ეს არანაირად არ შეისმინეს.

„მათ შორის, მანამდეც მივმართე ევროკავშირის ელჩს, რომ აი, შემთხვევები და მათ შორის, ფაქტები გავუგზავნე. ამ წინა წერილზე მივიღე პასუხი. მე მივწერე კონკრეტული ფაქტები, როდესაც მათი, ევროკავშირის საელჩოს მიერ დაფინანსებული ადამიანები უშვერი სიტყვებით ლანძღავენ პოლიტიკოსებს, თავს ესხმიან პოლიტიკოსებს, დეზინფორმაციას ავრცელებენ, პროპაგანდაა და ა.შ. ფაქტების მეტი რა არის?! ფაქტების სია არის ძალიან გრძელი. ამის საპასუხოდ, წინაზე პასუხად მივიღე – დიახ, რთულია პოლარიზაცია, სამწუხაროა, არცერთი მხარე არავის არ აკლებს და კარგად ბრძანდებოდეთ. ეს არის ყველაფერი. რა არის ჩვენი მოლოდინი? ჩვენი მოლოდინი არის საჯაროდ გამიჯვნა და აი, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი. დღესდღეობით, ხელის გულზეა, რომ განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აშშ-მა ჩახსნა ყველანაირი დაფინანსება ამ მოძრაობების, ერთადერთი დაფინანსება ეს არის ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების დაფინანსება. შესაბამისად, ყველა ეს სიძულვილი, ძალადობა, პროპაგანდა, დეზინფორმაცია დღეს ფინანსდება ევროკავშირისა, ან ევროკავშირის წევრი ქვეყნების ბიუჯეტიდან. ყოველდღე რომ გამოდიან ევროპარლამენტში, მათ შორის დღეს რომ ვუსმენდით, რომ მხარს უჭერენ ამა თუ იმ აქტივისტს, თუ ენჯეოს, ამით ხომ ამბობენ, რომ ისინი იწონებენ ქმედებებს, რომელსაც ისინი სჩადიან, როდესაც კონკრეტული ადამიანები უვარდებიან მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად მყოფ პარლამენტის წევრებს, სოციალურ ქსელში თუ პირადად შეურაცხყოფას აყენებენ და უშვერი სიტყვებით ლანძღავენ? ზუსტად ამაზე მქონდა მიმართვა პირადად პაველ ჰერჩინსკის მიმართ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, პაველ ჰერჩინსკის მიმართ ორივე წერილში სწორედ ამაზე საუბრობდა.

„ვწერ, რომ თქვენ მიერ დაფინანსებული ადამიანები თავს ესხმიან, ძალადობენ, უშვერი სიტყვებით ლანძღავენ და საჯაროდ თქვით, რომ ეს არ არის ევროპული საქციელი. ხომ არ ამბობენ საჯაროდ და აი, რატომ არ ამბობენ, რა უღირს, რატომ არ შეძლება, ეს თქვას? იცით, რატომ არ ამბობენ არაფერს? როგორც კი ევროკავშირის ელჩი, რომელიმე ევროკომისარი, ან სხვა ელჩი იტყვის, რომ მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად მყოფ პარლამენტის წევრთან მივარდნა, პარლამენტის წევრის უშვერი სიტყვებით ლანძღვა საჯაროდ, შემდეგ ბავშვებზე ასეთი ზეწოლა, ძალადობა, ფეიერვერკებით დაწვა და პოლიციელებზე ქვების სროლა არ არის ევროპული საქციელი, იმავე მომენტში მათ გამოაცლიან იმ ლეგიტიმაციას, რომელსაც დღეს აძლევენ გარედან ამ მოძალადე ჯგუფებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მოემზადეთ, მთავრდება ორპარტიული სისტემა? ახალი პარტია — გადატრიალება თუ თამაში?-შეიძლება კი ილონ მასკმა ამერიკის პოლიტიკა შეცვალოს?-რასწერს მასკი

ამერიკელმა მილიარდერმა, ილონ მასკმა საკუთარ სოციალურ ქსელში გამოკითხვა გააკეთა, საჭიროა თუ არა, აშშ-ში შეიქმნას ახალი პოლიტიკური პარტია, რომელიც შუაში მყოფ 80 პროცენტს წარმოადგენს.„დროა, ამერიკაში შეიქმნას ახალი პოლიტიკური პარტია, რომელიც რეალურად წარმოადგენს შუაში მყოფ 80 პროცენტს?“, – წერს მასკი თავის გვერდზე შექმნილ გამოკითხვაში.გამოკითხვაში ამ დროისთვის 1 930 968-მა მომხმარებელმა დააფიქსირა საკუთარი მოსაზრება. მათმა 82-მა პროცენტმა შეკითხვას დადებითი პასუხი გასცა.

დონალდ ტრამპი – ილონ მასკი გადაიღალა, ვთხოვე, წასულიყო, წავართვი ელექტრომობილების მანდატი და ის უბრალოდ გაგიჟდა

ილონ მასკი გადაიღალა, ვთხოვე, წასულიყო, წავართვი ელექტრომობილების მანდატი და ის უბრალოდ გაგიჟდა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.მისივე თქმით, ილონ მასკმა წინასწარ, თვეების განმავლობაში იცოდა, რომ ტრამპი ელექტრომობილების შესახებ აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიიღებდა.„ილონი „გადაიღალა“, ვთხოვე, წასულიყო, წავართვი ელექტრომობილების მანდატი, რომელიც ყველას აიძულებდა, ეყიდათ ელექტრომობილები, რომლებიც არავის სურდა (მან თვეების განმავლობაში იცოდა, რომ მე ამას გავაკეთებდი!) და ის უბრალოდ გაგიჟდა!“, – წერს დონალდ ტრამპი.

ილონ მასკმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი ეპშტეინის ფაილებში ფიგურირებს

ილონ მასკმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ეპშტეინის ფაილებში ფიგურირებს.„დროა, მართლაც დიდი ბომბი ჩამოვაგდოთ. დონალდ ტრამპი ეპშტეინის ფაილებშია. ეს არის ნამდვილი მიზეზი, რის გამოც ეს ფაილები არ გამოქვეყნებულა. კარგ დღეს გისურვებ, დონალდ!“ - აღნიშნა მასკმა.ფინანსისტ ეპშტეინის საქმემ, რომელიც სექს-ვაჭრობასა და არასრულწლოვნების მიმართ დანაშაულებებში იყო ბრალდებული, ფართო საზოგადოებრივი რეზონანსი მოიპოვა მისი კავშირების გამო ცნობილ პოლიტიკოსებთან.

5.0 მაგნიტუდის მიწისძვრა – სტიქიის შედეგები იკვლევა

ჩინეთში, იუნანის პროვინციაში 5.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.მიწისძვრა ხუთშაბათს, დილის 4:31 საათზე, პეკინის დროით მოხდა, იტყობინება ჩინეთის სეისმური ქსელების ცენტრი.ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ბიძგები ერიუანის ოლქში, დალის ქალაქში და ჰეცინის ოლქში იგრძნობოდა. ერიუანის ოლქის ხელისუფლებამ სასწრაფო რეაგირების რეჟიმი დაუყოვნებლივ აამოქმედა. სტიქიური უბედურების შედეგების გამოძიება მიმდინარეობს.

ახალი ელჩის კანდიდატურის დამტკიცება სავარაუდოდ დაემთხვევა „მეგობარი აქტის“ მიღების პროცესებს, რაც შესაძლებლობაა, ვაშინგტონში საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია მოხდეს – სალომე სამადაშვილი

ახალი ელჩის კანდიდატურის დამტკიცება სავარაუდოდ დაემთხვევა „მეგობარი აქტის“ მიღების პროცესებს, რაც შესაძლებლობაა, ვაშინგტონში საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია მოხდეს, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, სალომე სადამაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველო ვაშინგტონში უპატრონოდაა დატოვებული და დღემდე არ ჰყავს ელჩი.„მინდა, რომ წარმატება ვუსურვო ამერიკის ელჩს მომავალ საქმიანობაში. ვფიქრობ, მას ჩვენს ქვეყანაში რთულ პერიოდში მოუწია მუშაობა. გული მწყდება, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგად სწორედ ამ დროს დაემთხვა სტრატეგიული ურთიერთობების შეჩერება შეერთებულ შტატებთან. მნიშვნელოვანია, რომ ახალი ელჩის კანდიდატურის განხილვა და დამტკიცება დაემთხვევა „მეგობარი აქტის“ მიღების პროცესებს, თუ ელჩის დანიშვნა სწრაფად წარიმართა. ეს არის ჩვენთვის შესაძლებლობა, რომ ვაშინგტონში საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია მოხდეს. ჩვენ ვიცით, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველო ვაშინგტონში უპატრონოდ არის დატოვებული, მაგალითად, ჩვენ დღემდე არ გვყავს ელჩი ვაშინგტონში დანიშნული“, – განაცხადა სამადაშვილმა.ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის საელჩომ გაავრცელა. როგორც დანიგანი განმარტავს, „მივიღე პირადი გადაწყვეტილება, გავიდე პენსიაზე, ჩემი გაწვევა ჩემს მთავრობას არ მოუთხოვია“.

ბოლო სიახლეები