შალვა პაპუაშვილი: იმედი მაქვს, 4 ოქტომბერს შესაძლებელი იქნება სრულად თუ არა, ნაწილობრივ მაინც საკლასო ოთახებში გაგრძელდეს სასწავლო პროცესი

Read Time:1 Minute, 10 Second

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს. მისი თქმით, პანდემიიდან გამომდინარე, სწავლა დისტანციურ რეჟიმში დაიწყო, რისთვისაც განათლების სისტემა სათანადოდ მოემზადა.

„დისტანციურ სწავლება, რა თქმა უნდა, რთულია, და აქვს თავისი მინუსები, რომელიც რაც არ უნდა კარგად იყოს განათლების სისტემა მომზადებული, ვერ დააკომპენსირებს იმ ფსიქოსოციალურ მიზნებს, რომელიც აქვს საკლასო ოთახში სწავლას. თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდვითარებაზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, პირველკლასელები სწავლას 4 ოქტომბერს დაიწყებენ. მანამდე კი არსებობს იმედი, რომ ეპიდვითარება გაუმჯობესდება და ახალბედა მოსწავლეები სწავლას საკლასო ოთახებში დაიწყებენ.

რაც შეეხება რეგიონებს, სადაც დაბალია პანდემიის დადებითობის მაჩვენებელი, კვლევით გამოვლინდა 300 სკოლა, რომელშიც შესაძლოა სწავლა საკლასო ოთახებში დაიწყოს.

„ეს, ძირითადად, შეეხება მთიან რეგიონებს. ასევე მიმდინარეობს სხვა სკოლების შესწავლაც და, სავარაუდოდ, შესაძლებელია მოხდეს ინდივიდუალურად გადაწყვეტილებების მიღება. ეს არის ეპიდემიოლოგიურ გათვლებზე დამყარებული გადაწყვეტილება, რაც მეცნიერულ აზრს უნდა ეფუძნებოდეს. იმედი მაქვს, რომ 4 ოქტომბერს შესაძლებელი იქნება სრულად თუ არა, ნაწილობრივ მაინც საკლასო ოთახებში გაგრძელდეს სასწავლო პროცესი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, კომიტეტი აწარმოებს საკომიტეტო მოკვლევას დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით. კომიტეტში შემოსულია მოქალაქეებისა და სხვადასხვა ორგანიზაციის მოსაზრებები, რომელთა დამუშავებაც მიმდინარეობს და 2 თვის ვადაში გაიმართება საკომიტეტო მოსმენა, რომელზეც აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებენ.

კომიტეტის სხდომაზე ორი საკანონმდებლო წინადადების შესახებ იმსჯელეს. კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა მოქალაქე გ. გოროშიძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მოქალაქე დ. მებაღიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებას საჯარო უნივერსიტეტებში დიპლომისა და სტუდენტური დაზღვევის გარდა, ყველა სხვა უმაღლესი გადასახადის გაუქმების შესახებ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილი არის ჩვეულებრივი ლაჩარი – ის აქ ვერ ჩამოვა, თუ ჩამოვა, მაშინვე შევა ციხეში
Next post აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ქედის მერობის კანდიდატი მოსახლეობას შეხვდნენ