ოთხშაბათი, ოქტომბერი 15, 2025

შალვა პაპუაშვილი: ივანიშვილი პოლიტიკას ჩამოცილებულია, სააკაშვილის პოლიტიკაში ჩართვა კი მიუღებელია

ბიძინა ივანიშვილი ჩამოცილებულია აქტიურ პოლიტიკას და არ არსებობს საფუძველი, ვინმემ ეს ეჭვქვეშ დააყენოს. მე თავად ვარ პოლიტიკური საბჭოს წევრი, ამიტომ სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ გადაწყვეტილებები მიიღება პოლიტსაბჭოსა და საპარალამენტო უმრავლესობაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ევროპარლამენტარ კუბილიუსის მოსაზრების თაობაზე განუცხადა, საფუძველი, რომ მიხეილ სააკაშვილმა მოლაპარაკებებში აქტიური მონაწილეობა მიიღოს, არ არსებობს.

„ეს შედარებები მიუღებელია, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩამოცილებულია აქტიურ პოლიტიკას და არანაირი საფუძველი არ არსებობს, ვინმემ ეს ეჭვის ქვეშ დააყენოს. მე თავად ვარ პოლიტიკური საბჭოს წევრი, ამიტომ სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ გადაწყვეტილებები მიიღება პოლიტსაბჭოსა და საპარალამენტო უმრავლესობაში.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში ფორმალურად თუ ოფიციალურად ჩართვას, ესეც მიუღებელია. პირველი მიზეზი არის გირგვლიანის საქმე, რომელზეც სააკაშვილს მისჯილი აქვს 3-წლიანი თავისუფლების აღკვეთა, მეორე – ვალერი გელაშვილის ცემის საქმე, რაზეც მისჯილი აქვს 6-წლიანი პატიმრობა, მესამე – ტელე „იმედის“ საქმე, მეოთხე მიზეზი – სახელმწიფო დაცვის ბიუჯეტის 9 მლნ ლარის გაფლანგვა, რომელზეც სასამართლო განხილვა მიმდინარეობს და ბოლო, მეხუთე მიზეზი – მიხეილ სააკაშვილმა უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე და თი არ ვცდები, 2015 წლიდან ის უკრაინის მოქალაქეა, ამიტომ რამე საფუძველი, რომ აქტიურად მიიღოს მონაწილეობა მოლაპარაკებებში, არ არსებობს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ ეფექტური იქნება, თუ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილეობას ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი მიიღებენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ლოცვა, რომელიც მილიონობით ადამიანს დაეხმარა და დღემდე ეხმარება

სასულიერო პირი ასახელებს ლოცვას, რომელიც მილიონობით ადამიანს დაეხმარა და დღემდე ეხმარება.„არსებობს ერთი პატარა ლოცვა, რომელიც მილიონობით ადამიანს დაეხმარა და ეხმარება დღემდე: სულიერ ბრძოლებში, ცოდვასთან ბრძოლაში, სასოწარკვეთილების დროს, პრობლემების დროს, რომელმაც უამრავი ადამიანი აცხონა და უამრავი წმინდანი მისცა ეკლესიას. ეს არის ძალიან მოკლე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იესოს ლოცვა ორი ვერსიით:უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე

ირაკლი კობახიძე – თანამშრომლობა არსებობდა გუნდის ყოფილ წევრსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის, ხაბეიშვილი იყო, კონკრეტულად, თანხის მიმღები

თანამშრომლობა არსებობდა გუნდის ყოფილ წევრსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის, ხაბეიშვილი იყო, კონკრეტულად, თანხის მიმღები, რასაც ჩვენ ვამბობდით, ზოგადად, ამ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, ის დაადასტურეს ხაბეიშვილმა, ბურჭულაძემ და სოფო ჯაფარიძემ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.მისივე თქმით, ხელისუფლებას იმასთან დაკავშირებითაც კი ჰქონდა ინფორმაცია, თუ რა თანხას იღებდა ხაბეიშვილი და ამ თანხის სანაცვლოდ რას აკეთებდა.„მე არ მინდა, გვარებში შევიდე, მაგრამ რასაც ჩვენ ვამბობდით, ზოგადად, ამ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, ის დაადასტურეს ხაბეიშვილმა, ბურჭულაძემ, სოფო ჯაფარიძემ, ეს სამი გვარი მახსენდება, შეიძლება სხვებიც იყვნენ. რასაც ვამბობდით, ის დაადასტურეს, რომ იყო კონკრეტული სუბიექტი, ყოფილი გუნდის წევრი, რომელიც თანამშრომლობდა ამ ადამიანებთან, რადიკალურ ოპოზიციასთან. ეს დადასტურდა მათი მხრიდან. შეგულიანებულები იყვნენ ეს ადამიანები კონკრეტული მინიშნებებით, მითითებებით, თანხებით. ასეთი თანამშრომლობა არსებობდა კონკრეტულ პირს, გუნდის ყოფილ წევრსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის, ხაბეიშვილი იყო კონკრეტულად თანხის მიმღები. ამ დონეზე გვაქვს ინფორმაცია – რამდენს იღებდა, რა თანხას იღებდა და ამ თანხის სანაცვლოდ რას აკეთებდა,”- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – ისეთივე უცხოელი აგენტები არიან ევროპულ ბიუროკრატიაში, როგორიც არის ბაია პატარაია საქართველოში

ისეთივე უცხოელი აგენტები არიან ევროპულ ბიუროკრატიაში, როგორიც არის ბაია პატარაია საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, გუშინ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა მაკა ბოჭორიშვილს, სადაც ყველა თემაზე იყო საუბარი და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ჰქონდა კითხვებზე პასუხების მოსმენის საშუალება ყველაფერთან დაკავშირებით.„ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან იყო დაგეგმილი ორი შეხვედრა, გუშინ, საგარეო საქმეთა მინისტრთან და დღეს – ჩემთან. გუშინ შედგა შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან, სადაც ყველა თემაზე იყო საუბარი და მას ჰქონდა კითხვებზე პასუხების მოსმენის საშუალება ყველაფერთან დაკავშირებით, მათ შორის, მას შეეძლო იმ შეხვედრის შემდეგი ნათელი წარმოდგენა შეჰქმნოდა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი ადამიანი მივიდოდა საღამოს კანონსაწინააღმდეგო აქციაზე. აქციის ბუნებასთან დაკავშირებითაც შეეძლო მიეღო ინფორმაცია, მაგრამ რა აზრი აქვს. როცა დავალებას იღებენ, ზუსტად იგივე ტიპის სტატუსი აქვთ ამ ადამიანებს, რეალური სტატუსი, რაც აქვს მაგალითად საქართველოში ბაია პატარაიას. არაფრით არ განსხვავდება. ისეთივე უცხოელი აგენტები არიან ევროპულ ბიუროკრატიაში, როგორიც არის ბაია პატარაია საქართველოში, ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი მომყავს.ამიტომ, აზრი არ აქვს. ელაპარაკა მაკა ბოჭორიშვილი, რაც გინდა ელაპარაკე,  გავიდა საღამოს აქციაზე 51-ე აკაცუკად. თუ კითხვები ჰქონდა, თუ რამე აინტერესებდა მოსულიყო შეხვედრაზე და გვექნებოდა დისკუსია, მაგრამ ეს არის საბჭოური მიდგომა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ – არა შეხვედრა, არა დისკუსია, არა ჯანსაღი მსჯელობა, უნდა გავიდეს კანონსაწინააღმდეგო შეკრებაზე 51-ე მონაწილედ. ეს არის საბჭოური მიდგომა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ და ასეთ დროს, ვხედავთ, რომ არავითარი აზრი არ აქვს საუბარს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მიხეილ სააკაშვილი – ვაცხადებ, რომ „ვარდების რევოლუციის“ კოპირება არ გამოვა

სახალხო კრებაზე მოვიდა ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც ჯენზის აქციებზე არ დადიოდა და ეს ხალხი გამბედაობისთვის იმსახურებს დიდ მადლიერებას, თუმცა ნაკლებად იყო წარმოდგენილი ჯენზი, რომელიც ყველაზე ბრძოლისუნარიანია. ესე იგი, არასაკმარისად ვიმუშავეთ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც სააკაშვილი წერს, ახლა ეს ყველაფერი სასწრაფოდ შესავსებია.„ივანიშვილი და მისი სატელიტები 4 ოქტომბერზე იმიტომ არიან გაბრაზებული, რომ სწორედ სახალხო კრებამ შეძლო „არჩევნების“ ბოიკოტირების მიღწევა. რა თქმა უნდა, არასწორი გათვლა იყო „ვარდების რევოლუციის“ მაგალითის კოპირება, როგორც არაა სწორი, როცა გენერლები იბრძვიან წინა ომის სცენარით. თან „ვარდების რევოლუცია“ რამდენიმე წელი სკრუპულოზურად მზადდებოდა. როგორც „ვარდების რევოლუციის“ ორგანიზატორი, ვაცხადებ, რომ არ გამოვა ზუსტად კოპირება. ბევრი რამ მოხდება სპონტანურად, თუმცა ამ სპონტანურობასაც მომზადება სჭირდება. სახალხო კრებაზე მოვიდა ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც ჯენზის აქციებზე არ დადიოდა და ეს ხალხი გამბედაობისთვის იმსახურებს დიდ მადლიერებას, თუმცა ნაკლებად იყო წარმოდგენილი ჯენზი, რომელიც ყველაზე ბრძოლისუნარიანია. ესე იგი, არასაკმარისად ვიმუშავეთ სოციალურ ქსელებში, ბოლომდე სწორად ვერ ჩამოვაყალიბეთ მიზანი. ახლა ეს ყველაფერი სასწრაფოდ შესავსებია, ვინაიდან ბევრი დრო არ გვაქვს. გამარჯვება დარჩება ქართველ ხალხს!“ – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ირაკლი კობახიძე – 50 ე.წ. აკაცუკი იყო შეკრებილი და 51-ე აკაცუკად მივიდა იმ შეკრებაზე ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, წარმოუდგენელია, ეს მეტყველებს ევროპული ბიუროკრატიის წიაღში...

რუსთაველის გამზირზე 50 ე.წ. აკაცუკი იყო შეკრებილი და 51-ე აკაცუკად მივიდა იმ შეკრებაზე ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რაც წარმოუდგენელია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.კობახიძის თქმით, ეს მეტყველებს ევროპული ბიუროკრატიის წიაღში არსებულ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაზე.„ზოგადად ამ თემას რაც შეეხება. იცით, რომ ჩვენ არასდროს ვეძებთ კონფრონტაციას. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, მაგრამ მცირე ქვეყანა, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ბევრ რამეს ვუწევთ ანგარიშს. ჩვენს ინტერესებში არ შედის ჩვენი მხრიდან კონფრონტაციის გაღვივება თუ გაღრმავება ევროკავშირთან, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, მაგრამ ხდება ხოლმე იგივე, რაც მოხდა გუშინ და დღეს“, – აღნიშნა კობახიძემ.მისივე განცხადებით, კანონსაწინააღმდეგო შეკრებაში მონაწილეობით ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავადვე შექმნა იმ შეხვედრის გაუქმების საფუძველი, რომელიც დღეს იყო დაგეგმილი.„რეალურად, თქვენ ნახეთ, რომ ჩვენ ჩვეულებრივად გვქონდა ჩანიშნული შეხვედრა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, რომელიც იმავდროულად ეუთო-ს თავმჯდომარის პოზიციასაც ითავსებდა. შეხვედრა დაგეგმილი იყო და ველოდებოდით მას, სადაც გვექნებოდა საუბარი ყველა თემაზე. კითხვები თუ ექნებოდა, გაეცემოდა ამ კითხვებს პასუხი, თუმცა გუშინდელ საღამოს ყველაფერი შეიცვალა. რეალურად, ეს ქალბატონი მივიდა კანონსაწინააღმდეგო აქციაზე. ქუჩა იყო გადაკეტილი. ძალადობაზე არ არის საუბარი. ძალადობა არის შეკრების კანონსაწინააღმდეგოდ მიჩნევის მხოლოდ ერთი საფუძველი, მეორე საფუძველი არის რა – კანონში გაწერილია, როდის შეუძლიათ შეკრების მონაწილეებს გზის გადაკეტვა. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეკრების მონაწილეთა რაოდენობა იძლევა ამის საშუალებას. გუშინ ნახეთ, რომ 50 ადამიანი იყო შეკრებილი. კანონის წინააღმდეგ გადაკეტეს მათ ქუჩა და ამ კანონსაწინააღმდეგო შეკრებას შეუერთდა 51-ე ადამიანად ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. მან იცოდა, რომ შეკრება იყო კანონსაწინააღმდეგო და ამის მიუხედავად, მაინც გადაწყვიტა კანონსაწინააღმდეგო შეკრებაზე მისვლა“, – განაცხადა კობახიძემ.პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე თქვა ტყუილი, თითქოს აქცია ახალი დაწყებული იყო.„მან ტყუილიც თქვა იქვე, უკვე აქციაზე და ამას დაამატა დილით მეორე ტყუილი. ტყუილი თქვა იმასთან დაკავშირებით, თითქოს აქცია ახალი დაწყებული იყო და ხალხი უერთდებოდა. ყველამ ძალიან კარგად იცის და მანაც ძალიან კარგად იცოდა, რომ პიკზე იყო პირიქით აქცია და არაფერი შემატებია ამ აქციას მას შემდეგ. ეს არის მართლაც შემაშფოთებელი. კატასტროფაა, როდესაც ევროპელი ლიდერები – ფინეთი არ არის ყველაზე დიდი ქვეყანა ევროკავშირში, მაგრამ არის ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი ქვეყანა და მისი საგარეო საქმეთა მინისტრი კადრულობს ასეთ ტყუილს. ცრუპენტელობას – უფრო ზუსტი შესატყვისი რომ გამოვიყენოთ. რეალურად, გაუქმებაში თუ იმას გულისხმობს, რომ კანონსაწინააღმდეგო შეკრებაზე გავიდა, კი, საფუძველი მან ამით შექმნა, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ მაშინვე მივიღეთ გადაწყვეტილება ამ შეხვედრის გაუქმების თაობაზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.როგორც კობახიძემ აღნიშნა, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის წარმომადგენლებს მის გადატვირთულ გრაფიკთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ.„მათ არ ჰქონიათ არავითარი კომუნიკაცია. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ამ შეხვედრის გაუქმების თაობაზე, რამაც ჩააყენა უხერხულ მდგომარეობაში და სცადა ამ უხერხულობიდან იგივე მეთოდით გამოსვლა, რა მეთოდითაც სცადა იმ უხერხულობიდან გამოსვლა, რაც 51-ე კაცად შეკრებაში მონაწილეობას უკავშირდებოდა. 50 ე.წ. აკაცუკი იყო შეკრებილი იმ აქციაზე და 51-ე აკაცუკად მივიდა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ შეკრებაზე, რაც წარმოუდგენელია. ეს მეტყველებს ევროპული ბიუროკრატიის წიაღში არსებულ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბოლო სიახლეები