პარასკევი, დეკემბერი 26, 2025

შალვა პაპუაშვილი: თუკი რამე აქვს ირაკლი კობახიძეს, უპირველეს ყოვლისა ესაა მართვის გამოცდილება – შეუძლია დაინახოს დიდი სურათი, დასახოს გრძელვადიანი მიზნები

რამდენიმე მიმართულებით იქნება სიახლე. პირველად, საპარლამენტო რესპუბლიკის ფორმატში, პარლამენტის წიაღიდან იქნება პრემიერი არჩეული. ამას აქვს დიდი მნიშვნელობა პარლამენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობაში ახალი დინამიკის შემოტანისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მისი შეფასებით, ეს იქნება ახალი სიტყვა დემოკრატიაში.

„როცა ადამიანს წლები აქვს გატარებული პარლამენტში, ის სხვანაირად გრძნობს პარლამენტს, იქ განვითარებულ პროცესებს. მითუმეტეს, ირაკლი კობახიძეს, რომელიც უმრავლესობის ლიდერია, იყო პარლამენტის თავმჯდომარეც, ამ მხრივ განსაკუთრებული გამოცდილება აქვს. ეს იქნება ახალი სიტყვა დემოკრატიაში. ოპოზიციისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება, რომ შენი ყოფილი კოლეგა, რომელთან ერთადაც წლები გაქვს გატარებული, თუნდაც ოპონირებაში, იქნება მთავრობის ხელმძღვანელი, ვფიქრობ ეს მათთვის ურთიერთობის სხვა შესაძლებლობას გახსნის. დღესაც ვისმენდი ოპოზიციის მხრიდან განცხადებებს; ალბათ საყოველთაო ეროვნული კონსენსუსი არსებობს ირაკლი კობახიძის კონსტიტუციონალისტობასა და მის იურიდიულ ცოდნაზე. მათ შორის კონსტიტუციის დაწერასაც ამას უკავშირებენ, მაგრამ კონსტიტუციის დაწერას სინამდვილეში არა იმდენად იურისტობა სჭირდება, რამდენადაც ღრმა და ყოვლისმომცველი ხედვა სისტემის და ეს არის უპირველეს ყოვლისა ის, რაც ირაკლი კობახიძეს გამოარჩევს. მას შეუძლია დაინახოს დიდი სურათი, დასახოს გრძელვადიანი მიზნები და ასე დაგეგმოს გუნდის საქმიანობა. საუბარი იყოს ოპოზიციის წარმომადგენლებისგან იმაზე, რამდენად აქვს მას მართვის გამოცდილება. ეს აჩვენებს იმას, რომ ოპოზიციას არ აქვს წარმოდგენა რას ნიშნავს პარტიის და განსაკუთრებით სახელისუფლებო პარტიის მართვა. ეს არის თანაზომადი იმ საქმიანობისა რასაც პრემიერ-მინისტრი ეწევა. როდესაც ხარ მმართველი პარტიის თავმჯდომარე სადაც 40 000 წევრია, პარტიას აქვს რაიონული სტრუქტურები და გაწევრიანებულები არიან საპარლამენტო თუ სამთავრობო პოლიტიკური თანამდებობის პირები, ამის მართვა ისეთი ამოცანაა, რომელიც ადვილად არაა განსახორციელებელი. თუკი რამე აქვს ირაკლი კობახიძეს, უპირველეს ყოვლისა მართვის გამოცდილებაა. იურისპრუდენცია და სხვა ყველაფერი მას ეხმარება, რომ საბოლოო ჯამში სწორედ და ეფექტიანად ემართა ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც წლებია ხელისუფლებაშია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ცოტნე ივანიშვილი – ძალიან გამიხარდებოდა, რომ ჩემი თაობის წარმომადგენლებს შორის მეტი დიალოგი არსებობდეს, ჯანსაღ დისკუსიაში არა მარტო სიმართლე იბადება, არამედ ერთობაც

ძალიან მიხარია, რომ ღირსეული, წარმატებული, მოტივირებული ადამიანი ჩაუდგება სათავეში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციას, – ამის შესახებ ცოტნე ივანიშვილმა განაცხადა.ცოტნე ივანიშვილი „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობას საპატიო სტუმრის რანგში ესწრებოდა.ცოტნე ივანიშვილის თქმით, განათლება, შრომისმოყვარეობა, ნიჭიერება ძალიან უნდა ფასდებოდეს.„პირველ რიგში, მინდა, ვარლამ ლიპარტელიანს მივულოცო. პირადად მე ძალიან მიხარია, რომ ასეთი ღირსეული, წარმატებული, მოტივირებული ადამიანი ჩაუდგება სათავეში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციას. ზოგადად, ქართველები ძალიან ნიჭიერი ვართ და მიმაჩნია, რომ ახალგაზრდებში განათლება, შრომისმოყვარეობა, ნიჭიერება, მონდომება და მომავლის მშენებლობის სურვილი, მოტივაცია ძალიან უნდა ფასდებოდეს. აქედან გამომდინარე, ძალიან გამიხარდებოდა, რომ ჩემი თაობის წარმომადგენლებს შორის მეტი დიალოგი არსებობდეს, რადგან ჯანსაღ დისკუსიაში, განსხვავებული აზრის მოსმენაში არა მარტო სიმართლე იბადება, არამედ ერთობაც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოტივირებული ახალგაზრდები ჩაუდგნენ სათავეში ჩვენი ქვეყნის ნათელ მომავალზე ზრუნვას. ჩემ გარშემო ძალიან ბევრ მეგობარს, ახალგაზრდას, თანატოლს ვხედავ, ვინც ძალიან მოტივირებულია, ბევრს შრომობს საკუთარი მომავლისთვის. დარწმუნებული ვარ, ყველა ამ ახალგაზრდას ძალიან უყვარს თავისი სამშობლო. ჩემი აზრით, ამ ყველაფერს გარკვეულწილად პასუხისმგებლობაც მოსდევს, რადგან ჩვენ თუ არ ვიზრუნეთ ჩვენს ქვეყანაზე, სხვანაირად ნათელ მომავალზეც ვერ ვიზრუნებთ“, – განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა და საქართველოს მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ვარლამ ლიპარტელიანი აირჩიეს.

კახა კალაძე – ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება მოიწონონ, მაღალი ფასების მხარეს დადგნენ, ყველაფერს ეწინააღმდეგებიან, რაც კარგი კეთდება, ჩვეულებრივი მოღალატეები არიან

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციის კრიტიკული დამოკიდებულება ხელისუფლების ინიციატივაზე პროდუქტის ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით, მეტყველებს იმაზე, რომ მათ არ სურთ, ქვეყანაში ნორმალური ვითარება იყოს.ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა.„იმის ნაცვლად, რომ სწორად შეაფასონ ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები და გადადგმული ნაბიჯები იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეულ პროდუქტებზე ძალიან მაღალი ფასებია და მოიწონონ ეს გადაწყეტილება, პირიქით, დადგნენ მაღალი ფასების მხარეს. ყველაფერს ეწინააღმდეგებიან, რაც კარგი კეთდება. ჩვეულებრივი მოღალატეები არიან. არანაირი ახსნა-განმარტება არ მომისმენია, რატომ უნდა უნდოდეთ მაღალი ფასები. შედარებას როცა ვაკეთებთ, საქართველოში არის გაცილებით მაღალი ფასი მთელ რიგ პროდუქტზე, ვიდრე ევროპულ განვითარებულ ქვეყნებში. ეს ასე არ უნდა იყოს. ეს ხომ მოსახლეობას აწუხებს, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს აწუხებს. გვინდა, ეს ყველაფერი იყოს დარეგულირებული და შესაბამისობაში მოდიოდეს.ქვეყანა, შენი მოსახლეობა თუ გიყვარს და პატივს სცემ, რატომ უნდა ეწინააღმდეგებოდე ამ ყველაფერს, წარმოუდგენელია. ყველამ ვიცით, ეს ადამიანები საიდან იმართებიან, ვინ არის მათი პატრონი. ვიცით, რომ დავალებებს პირდაპირ გარედან იღებენ და რასაც ეტყვიან, იმას აკეთებენ. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა დააანონსა, რომ უნდა მოხდეს მოკვლევა და არ ყველაფრის დარეგულირება, ვხედავთ, როგორი აგრესიული განცხადებები მოდის მათი მხრიდან. მათი კრიტიკული განცხადებები მეტყველებს, რომ ეს ადამიანები ამ ქვეყანას არ ეკუთვნიან და საერთოდ არ აქვთ სურვილი, ქვეყანაში გვქონდეს ნორმალური მდგომარეობა, დარეგულირებუილი იყოს ის გამოწვევები და პრობლემები, რაც აქვს მოსახლეობას. ეს ადამიანები ეწინააღმდეგებიან ამას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე – არავის ეპატიება ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობები, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, ყველა აგებს პასუხს

არავის ეპატიება ქვეყანაში რევოლუციების და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობები, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც კალაძემ აღნიშნა, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, ყველა აგებს პასუხს.„4 ოქტომბრამდე რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა კამპანია, რომ ეს ადამიანები, მოძალადე ჯგუფები აპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას. 4 ოქტომბერს დაიწყეს ამ დაპირების, სახელმწიფო გადატრიალების აღსრულება, თუმცა სახელმწიფოს შესაბამისმა უწყებებმა კანონის შესაბამისად იმოქმედეს და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ფაქტი აღკვეთეს. ამ მიმართულებით გამოძიება დაწყებულია, ბევრი ადამიანია დაკავებული. გუშინ ბაჩო ახალაიაც დააკავეს და დაველოდოთ გამოძიებას.ზოგადად, ბევრჯერ გვითქვამს და გახსოვთ, რამდენჯერ გავაკეთეთ მოწოდებები, პრემიერ-მინისტრი, მე გამოვდიოდით, ფაქტობრივად, ყოველ დღე მიწევდა განცხადებების გაკეთება, რომ არ გადადგათ კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯი, რადგან სახელმწიფო იმოქმედებს კანონის შესაბამისად. არავის ვაპატიებთ და არავის ეპატიება ქვეყანაში რევოლუციების და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობები. ამ მიმართულებით გაკეთებული ბევრი განცხადების მიუხედავად, მათ იმოქმედეს, როგორც იმოქმედეს. შესაბამისად, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით, ყველა აგებს პასუხს“, – აღნიშნა კალაძემ.

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ვარლამ ლიპარტელიანი აირჩიეს

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ვარლამ ლიპარტელიანი აირჩიეს. ყრილობაზე ვარლამ ლიპარტელიანი „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ დელეგატებმა ერთხმად აირჩიეს.„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიციაზე ვარლამ ლიპარტელიანმა გიორგი ჩაკვეტაძე შეცვალა, რომელიც ორგანიზაციას 2016 წლიდან ხელმძღვანელობდა.მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობა სასტუმრო „პარაგრაფში“ ჩატარდა. ყრილობას ესწრებოდნენ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, გენერალური მდივანი კახა კალაძე, პოლიტიკური მდივანი შალვა პაპუაშვილი, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე და პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა.ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობას, საპატიო სტუმრის რანგში, ასევე ესწრებოდა ცოტნე ივანიშვილი.ყრილობაზე დელეგატებმა ასევე დაამტკიცეს ახალგაზრდული ორგანიზაციის გამგეობის ხუთი წევრი – მარიამ გრიგოლიშვილი, ნუგზარ შოშიაშვილი, დავით ბოდაველი, თეკლა თიკანაშვილი და ანრი მეტრეველი.

ბაჩო ახალაიას არანაირი კავშირი არ აქვს 4 ოქტომბრის ორგანიზებასთან – ახალაიას მეუღლე

ბაჩო ახალაიას დღეს სავარაუდოდ ბრალს წაუყენებენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დილით შესული იყო ადვოკატი, რომელიც დაკავებულს შეხვდა.სუს-ის ინფორმაციით, ბაჩო ახალაია 4 ოქტომბრის მოვლენებს ხელმძღვანელობდა და დანაშაულებრივი ქმედებების მთავარი ორგანიზატორი იყო. გამოძიების ინფორმაციით, ის პროცესებს ინტერნეტ-აპლიკაციის მეშვეობით ხელმძღვანელობდა და აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა უკვე დაკავებულ ორგანიზატორებთან.რაც შეეხება ანა ნადარეიშვილს, ის გათავისუფლებულია. სუს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება იმსჯელებს, მონაწილეობდა თუ არა ისიც, რაიმე ფორმით, დანაშაულში."მინდა, რომ შევიდე ბაჩოსთან, როგორც მისი ადვოკატი. მითხრეს, რომ ბრალი მოხსნილი მაქვს. ასე გამომიშვეს გუშინ იზოლატორიდან, მაგრამ არანაირი დოკუმენტი ჩემთვის არ უჩვენებიათ.ძალიან დიდი ხანია, ორგანიზატორად ასახელებენ. არ შეიძლება, რაიმე მტკიცებულება არსებობდეს, რადგან ბუნებაში არ არსებობს ეგეთი მტკიცებულება.ბურჭულაძესთან და ზოდელავასთან ნაცნობობა, ახლობლობა, ნათესაობა ჩვენ არცერთს არ უარგვიყვია. 4 ოქტომბერს მე და ბაჩოც ვურეკავდით ერთმანეთს... ბაჩო ახალაიას არანაირი კავშირი არ აქვს 4 ოქტომბრის ორგანიზებასთან. ვიყავით ემიგრაციაში და როგორც ჩვეულებრივი, რიგითი ემიგრანტები მუშაობენ, ისე ვმუშაობდით ჩვენც. ბაჩო და ზვიად გაგუა აპირებდნენ ისევ პოლონეთში, უკან წასვლას, სადაც ვიყავით, სადაც ვმუშაობდით", - განაცხადა ანი ნადარეიშვილმა.

ბოლო სიახლეები