სამშაბათი, აპრილი 29, 2025

შალვა პაპუაშვილი – თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებულ თუ ვიზალიბერალიზაციის საკითხებს რაც შეეხება, ზუსტად ეს შანტაჟის ენაა, რომლის მიმართაც ქართველ ხალხს აქვს პრეტენზია ბრიუსელის მიმართ

განცხადებებს რაც შეეხება, იქნება ეს თავისუფალ ვაჭრობასთან, ვიზალიბერალიზაციასთან, თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით, ზუსტად ეს შანტაჟის ენა არის, რომლის მიმართაც ქართველ ხალხს აქვს პრეტენზია ბრიუსელის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ზუსტად ეს შანტაჟის ენა იყო მათ შორის იმის განმაპირობებელი, რომ 26 ოქტომბერს უპრეცედენტო რაოდენობით ამომრჩეველი გამოვიდა და დააფიქსირა თავისი აზრი, რომ არ მიიღებს შანტაჟის ენით საუბარს.

„ამას ვამბობ, რომ სწორი დასკვნები უნდა გამოიტანოს ბრიუსელმა, თუ სურს, რომ ქართველ ხალხთან ურთიერთობები დაუბრუნოს იმ კალაპოტს, რომელიც ჩვენ გვინდა. საჭიროა, გაიზიაროს, გააცნობიეროს ის კრიტიკული მოსაზრებები, თუ პრეტენზია, რომელიც ქართველ ხალხს აქვს ბრიუსელის მიმართ. მათ შორის ის, რომ ჩვენ მოველით თანასწორ ურთიერთობას ბრიუსელთან. ქართველ ხალხს აქვს თავისი გამოცდილება სხვადასხვა დიდ დედაქალაქთან ისტორიიდან გამომდინარე და თავისი ისტორიული, გარკვეული ტკივილები ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის მიერ „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „არ მომწონს, როდესაც მთავრობა სათვალავში არ იღებს ხალხს. ქართველი ხალხის დიდი სურვილია ევროპული გზით სიარული. ამაზე კვლავ ვიმუშავებთ. ვერ მივიღებ, რომ შეიძლება, დავკარგეთ საქართველო, თუნდაც მთავრობა ერთიმეორის მიყოლებით იღებდეს კანონებს, რომლებიც აშკარად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს“.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, იმედი აქვს, რომ ამ ინტერვიუდან გამომდინარე, ნელ-ნელა გააცნობიერებს ბრიუსელი, რომ მნიშვნელოვანია საკუთარი ნაბიჯების კრიტიკული ანალიზი.

„ზუსტად ეს არის ევროპულობა. არა თითის გაშვერა სხვებისკენ, არამედ საკუთარი ქმედებებზე კრიტიკული ანალიზი და ამის შესაბამისად მოქმედება. ერთი საკითხია მხოლოდ, რაც მე მაფიქრებს. როგორც ვნახე, ეს ინტერვიუ „რადიო თავისუფლებას“ მისცა გაფართოების ევროკომისარმა. ჩვენ ვიცით, რომ ეს რადიო თავად არის პროპაგანდისტული მედია. ოფიციალურად საჯაროა ეს ინფორმაცია, რომ „რადიო თავისუფლება“ დაფუძნებულია აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) მიერ, როგორც პროპაგანდისტული იარაღი და ასე პროპაგანდისტულ იარაღადაც ხდებოდა გამოყენება. ზუსტად ამიტომ არის, რომ ახალმა ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, მათ შორის მასთან ურთიერთობის შეწყვეტა. იცით, რომ გადახედვის პროცესში არის და ცოტა არ იყოს, სახიფათოა და კითხვის ნიშანს იწვევს ის სიგნალები, რასაც ჩვენ ვგრძნობთ ახლა ბრიუსელიდან, რომ არის სურვილი, ამერიკული პროპაგანდისტული მედია ახლა გადაიფორმოს ბრიუსელმა, როგორც საკუთარი მედია. ვინაიდან საუბარი იყო იმაზე და მათ შორის სურვილი, მოიძიონ საშუალებები, რომ ეს პროპაგანდისტული მედია დაფინანსდეს ევროპული წყაროებიდან.

მათ შორის შეგახსენებთ, რომ „რადიო თავისუფლებამ“ სულ ახლახან, არა მხოლოდ პროპაგანდისტული, არამედ, ფაქტობრივად, ფაშისტური ნარატივები გაავრცელა იმასთან დაკავშირებით, რომ სიტყვა „მონას“ გამოყენებას აუბრალოებს და თითქოს ის რაღაც პოლიტიკური ტერმინოლოგიის შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს. მე ამას საჯაროდაც გამოვეხმაურე, თუმცა ეს პროპაგანდისტული მედია დაემალა პასუხებს ამ საკითხთან დაკავშირებით. სამარცხვინოა, როდესაც ამერიკული მედია ზუსტად იმ ისტორიიდან გამომდინარე, რაც აშშ-ში არსებობდა, „მონა“ სიტყვას იყენებს პოლიტიკურ კონტექსტში და მათ შორის იმ კონტექსტში და დატვირთვით, რომ შეიძლება, ადამიანებმა ერთმანეთს ამ ტერმინოლოგიით მიმართონ. ანუ ისაუბრონ სხვა ადამიანზე, როგორც ღირსების არმქონე, ადამიანის უფლებების არმქონე ნივთზე. ასეთი დამოკიდებულება რომ აქვს ამ პროპაგანდისტულ მედიას, ესეც თავისთავად ბევრი რამის მთქმელია. აქედან გამომდინარე, ცოტა არ იყოს გასაკვირია, რომ გარკვეული მცდელობები, თუ სურვილებია, რომ CIA-ის მიერ შექმნილი მედია ახლა გადაიბაროს ევროპამ და დაიწყოს მისი დაფინანსება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

პროკურატურა ნიკა მელიასთვის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ, რომელსაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას მოითხოვს.სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს. დღევანდელ სხდომაზე მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელია ადვოკატთან ერთად უკვე მივიდა.პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალი 28 აპრილს წარუდგინა. საქმე ეხება პარლამენტში შექმნილ დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას.თავად ნიკა მელია ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ „ბიძინა ივანიშვილი იძულებულია რეპრესიები გაზარდოს“.შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს, სადაც ის არ მივიდა. აღნიშნული ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად ითვლება, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

მაიკ უოლცი – უკრაინა იყო და არის ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა მსოფლიოში

უკრაინა იყო და არის ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა მსოფლიოში, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, მაიკ უოლცმა განაცხადა.დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, აშშ-ის ხელისუფლებამ უნდა დაიცვას გადასახადის გადამხდელების ფული. მაიკ უოლცის განცხადებით, უკრაინაში მილიარდობით დოლარი გაიგზავნა.„კონგრესის წევრი როდესაც ვიყავი, წინა ადმინისტრაციას ჰქონდა ზედამხედველობის ყველა საჭირო მექანიზმი და ახლაც ამ საკითხთან დაკავშირებით ყურადღებით უნდა ვიყოთ“, – აღნიშნა მაიკ უოლცმა.აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ასევე აღნიშნა, რომ ოვალურ კაბინეტში მიწვევის დროს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეიმს დევიდ ვენსის სიტყვების შესწორების ნაცვლად, წიაღისეულის შესახებ ხელშეკრულებაზე უნდა მოეწერა ხელი, რაც ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა.

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჯერ დაგვაყადაღეს, ახლა ჩხრეკაზე შემოვიდნენ, შემდეგ ეტაპზე, სავარაუდოდ, ბრალს წამიყენებენ, პროკურატურაში დამიბარებენ საზეიმოდ, ბოლოს მეტყვიან, თუ არ მოისვენებ, ბორკილს დაგადებთ

ჯერ დაგვაყადაღეს და გვითხრეს გაჩერდით და არ შევჩერდით. ახლა მეორე ეტაპი იყო, ჩხრეკაზე შემოვიდნენ, მითხრეს, რომ კიდევ შეჩერდით. მე არ შევჩერდები-შემდეგ ეტაპზე, სავარაუდოდ ბრალს წამიყენებენ, პროკურატურაში დამიბარებენ საზეიმოდ და ისევ არ შევჩერდები. ბოლოს მეტყვიან, თუ არ მოისვენებ ბორკილს დაგადებთ, - ამის შესახებ „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებელმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, როდესაც პროკურატურამ მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა დაასრულა.ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით, ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ტექნიკა.„წინ იდგა ძალიან გამოპრანჭული პროკურორი ქალი. ვფიქრობ, დილის 9 საათისთვის ზედმეტად მოწესრიგებული იყო. როდესაც მივხვდი, რომ ხელის მოკიდებას აპირებდნენ, რათა ტელეფონი წაერთვათ, მე მივეცი, რადგან საბა იყო სახლში. არ მინდოდა ამისთვის ეყურებინა. ყველაზე სერიოზული რეაქცია, რაზეც ჰქონდათ ეს იყო „ლაივი“. ვუხსნიდი, რომ მათ მიმართ ნდობა არ მქონდა. ეს იყო ჩემი დაცვა მანამ, სანამ ადვოკატი მოვიდოდა. არც აპირებდნენ ჩხრეკის დაწყებას, სანამ „ლაივს“ არ გავთიშავდი. იცით, ძალიან საინტერესო იყო სუს-ის ეპიზოდი. პროკურატურა რასაც აკეთებდა, სუს-ი მეთვალყურეობას უწევდა. სუს-ი ეუბნებოდა, რა უნდა ექნა პროკურატურას. ისინი ანიშნებდნენ, პროკურატურა იმის მიხედვით მოქმედებდა.მთავარი ამბავი იყო ფონდის დოკუმენტაცია. ამოიღეს საბას ნათლობის ვიდეოებით დაწყებული, მარიამის დაბადების დღით დამთავრებული. ტექნიკაც ამოიღეს. ამოიღეს ისეთი ძველი ტელეფონები, რომელიც არ ირთვება. ამოიღეს ე.წ. ფლეშკები, რომელიც ჩემი შვილის არის.ჯერ დაგვაყადაღეს და გვითხრეს გაჩერდით, შეჩერდით და არ შევჩერდით. ახლა მეორე ეტაპი იყო, ჩხრეკაზე შემოვიდნენ, მითხრეს, რომ კიდევ შეჩერდით. მე არ შევჩერდები. ახლა შემდეგ ეტაპზე სავარაუდოდ, ბრალს წამიყენებენ, პროკურატურაში დამიბარებენ საზეიმოდ, შემდეგ ისევ არ შევჩერდები. ბოლოს მეტყვიან, თუ არ მოისვენებ ბორკილს დაგადებთ.რაც შეეხება პროკურატურის განცხადებას, თუ წინა განცხადებაში იყო „სახელმწიფოს გადატრიალების დაფინანსება“ და ასე შემდეგ, დღეს ეს ყველაფერი მოხსნილია. იქ არის ის, რომ პირდაპირ წერია ქველმოქმედების გამო წაგვიყენეს ბრალი“, - აღნიშნა ჟორჟოლიანმა.ცნობისთვის, „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა დასრულდა. საცხოვრებლის სადარბაზოდან პოლიციელების გასვლას კორპუსთან შეკრებილების მხრიდან ხმაური მოჰყვა. ისმოდა შეძახილები - "რუსებო"; "მონებო".პროკურატურის თანამშრომლები ჩხრეკის ჩასატარებლად „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში დღეს, დილით შევიდნენ. უწყების წარმომადგენლებმა ასევე, რამდენიმე აქტივისტის, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილის საცხოვრებელ ბინები გაჩხრიკეს.პროკურატურის ცნობით, საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებას.

დროებითმა საგამოძიებო კომისიამ შუალედური ანგარიში წარადგინა

პარლამენტმა დროებითი საგამოძიებო კომისიის შუალედურ ანგარიში მოისმინა. კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის ინფორმაციით, კომისიამ 13 თებერვლიდან 17 სხდომა გამართა, 55 პირი გამოიკითხა, საიდანაც 30-მდე დაზარალებული იყო.დღესვე, პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, კომისიის უფლებამოსილება კიდევ ერთი თვით, ივნისამდე გაგრძელდეს."აგვისტოს ომთან დაკავშირებით ეს იქნება ერთ-ერთი ძირითადი თავი ჩვენი დასკვნის. ჩვენ კიდევ ერთხელ ვეუბნებით ჩვენს საზოგადოებას, პირველ რიგში, ჩვენს ჯარს, რომ ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც ქართული ჯარისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სიმართლე დაამტკიცა, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სასამართლოში - ჰააგაში და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში - სტრასბურგში. 2008 წლის აგვისტოს ომი ისე აწარმოეს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირებმა, რომ არ გაითვალისწინეს სამხედროების აზრი.თითქმის ყველა შემთხვევაში, სადაც ხდებოდა ბიზნესის რეკეტი და საკუთრების დარღვევა, ამ დარღვევების კასკადს თან ახლდა პატიმრობა, არაადამიანური მოპყრობა, წამება და, ზოგ შემთხვევაში, მკვლელობაც კი.პირადი და ოჯახური უფლების დარღვევა არის ერთ-ერთი თემა, რომელზეც ვმუშაობთ, თუმცა აქვე უნდა იცოდეთ, მოცულობითი ვერ იქნება გასაგები მიზეზის გამო. ვერ იქნება მოცულობითი, რადგან ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ მივცემთ საკუთარ თავს უფლებას, რომ ის ადამიანები, ვისაც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა დაურღვიეს, საძინებლებში შეუვარდნენ, გადაუარეს, შემდეგ ეს მასალა იყო შანტაჟის იარაღი მათ წინააღმდეგ.ჩვენი კომისიის მუშაობისა და დასკვნის გამოქვეყნების შედეგად, გამორიცხულია, რომ ხელმეორედ განვაცდევინოთ ის, რაც მათ განიცადეს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ვიქტორ ორბანი – ბრიუსელში არიან ბიუროკრატები, ბიუროკრატები არ არიან დემოკრატიის მეგობრები

ბრიუსელში არიან ბიუროკრატები, ბიუროკრატები არ არიან დემოკრატიის მეგობრები, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ბრიუსელში არ არის დემოკრატია, დემოკრატია არის წევრ ქვეყნებში.„ჩვენ არ გვჯერა, რომ ბრიუსელი არის ევროპული ღირებულებების გარანტია წევრი ქვეყნებისთვის. ბრიუსელი არ არის დემოკრატიის დამცველი, რომ გვითხრას, რა არის დემოკრატია. ეს საპირისპირო რამ არის. ბრიუსელში არიან ბიუროკრატები, ბიუროკრატები არ არიან დემოკრატიის მეგობრები. ბიუროკრატები ბიუროკრატიის მეგობრები არიან. ეს არ ნიშნავს, რომ ბრიუსელი არ არის დემოკრატიის გარანტია სლოვაკეთში ან უნგრეთში. ჩვენ უნგრეთში და სლოვაკეთში ვართ ისინი, ვინც ქმნიან ბრიუსელის დემოკრატიულ ბუნებას ბიუროკრატიის წინააღმდეგ“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

ბოლო სიახლეები