ორშაბათი, დეკემბერი 30, 2024

შალვა პაპუაშვილი – ეუთო-ს ანგარიშში გაკრიტიკებულია ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის მცდელობა, თავიანთი წარმომადგენლები დამკვირვებლებად შეეგზავნათ, რაზეც 37 ორგანიზაცია ვამხილეთ

ნიშანდობლივია, რომ ანგარიშში გაკრიტიკებულია ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის მცდელობა, თავიანთი წარმომადგენლები საარჩევნო დამკვირვებლებად წარმოედგინათ და შეეგზავნათ საარჩევნო უბნებზე, რაზეც, როგორც გახსოვთ, ჩვენი კვლევაც მიუთითებდა, რომლითაც რადიკალურ ოპოზიციასთან პირდაპირ დაკავშირებული 37 სადამკვირვებლო ორგანიზაცია ვამხილეთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიციის თითქმის ორთვიანი ისტერიის ფონზე, ეუთო/ოდირის ანგარიშის მთავარი დამსახურება მაინც ის არის, რომ მან საბოლოოდ ამხილა ოპოზიციის ცრუ ბრალდებები, რომლითაც ისინი უკვე ორი თვეა, არჩევნების შედგების გაყალბებულად გამოცხადებას ცდილობდნენ.

„სრულად დაიმსხვრა რადიკალური პარტიების, „ენჯეოების“ და სალომე ზურაბიშვილის ცრუ ნარატივი უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის საარჩევნო უფლების შეზღუდვის შესახებ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის ერთ-ერთი საბაბიც კი იყო. ამას გარდა, შეგახენებთ, რომ უცხოელებთან კომუნიკაციისას სალომე ზურაბიშვილი ამ ბრალდებას საპარლამენტო არჩევნების შეუმდგარად გამოცხადებისთვის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ასახელებდა. ამ ხმაურიანი ცრუ კამპანიის ფონზე, მართლაც გამანადგურებელია მათთვის, რომ ეუთო/ოდირს ეს საკითხი არათუ პრობლემურად, საერთოდ ნახსენებიც კი არ აქვს და ამით საბოლოო წერტილი დაუსვა საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი მოქალაქეებისთვის საარჩევნო უფლების ვითომდა შეზღუდვის შესახებ სპეკულაციას.

ეუთო/ოდირის ანგარიშით სრულად განადგურდა რადიკალური პარტიების, „ენჯეოების“ და სალომე ზურაბიშვილის ცრუ ბრალდება 300 000 ხმის გაყალბების შესახებ, რომელიც მათი ვერსიით არსაიდან გაჩნდა და „ქართულმა ოცნებამ“ მიიწერა. არც პირდაპირ და არც ირიბად ამ ანგარიშში რაიმე მსგავსი არც წერია და არც გამომდინარეობს. ერთი სიტყვითაც არ არის ნახსენები, რომ ან ხმის მიცემისას, ან ხმის დათვლისას, ან ოქმის შედგენისას რაიმე გაყალბებას, მანიპულაციას თუ ე.წ. საარჩევნო კარუსელს ჰქონდა ადგილი. ამავე კონტექსტში, გაბათილდა კიდევ ერთი ყალბი ნარატივი, როდესაც საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მოსახლეობის რაოდენობის და ცესკო-ს მიერ დადგენილი ამომრჩევლების რაოდენობის ურთიერთ დადარებით ცდილობდნენ ემტკიცებინათ, რომ მოხდა არარსებული ამომრჩევლის ბიულეტენების ჩაყრა და ამ მითიური 300 000 ხმის მიწერა. ეუთო/ოდირმა დაადასტურა, რომ ამომრჩევლების სიის სიზუსტესთან დაკავშირებით რაიმე კითხვები არ არსებობს.

სრულად დაიმსხვრა რადიკალური პარტიების, „ენჯეოების“ და სალომე ზურაბიშვილის ყალბი ბრალდება თითქოსდა რეგისტრაციის აპარატებში სიების დუბლირების და „ერთი პირადობის მოწმობით 17-ჯერ ხმის მიცემის“ შესახებ. სიების დუბლირება გამოირიცხა ამერიკული კომპანიის მიერ ჩატარებული დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნითაც და ეუთო/ოდირის ანგარიშითაც.

განადგურდა კიდევ ერთი სამარცხვინო ტყუილი, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი რადიკალურ პარტიებთან და ზოგიერთ მათ მოკავშირე უცხოელ აქტორთან ერთად ავრცელებდა არჩევნებში თითქოსდა რუსეთის ჩარევის შესახებ. ეუთო/ოდირმა არათუ დაადგინა, მას ეჭვის დონეზეც კი არ აქვს გამოთქმული რაიმე ვარაუდი არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით.

ბოლო ხავსი, რომელსაც რადიკალური პარტიები, „ენჯეოები“ და სალომე ზურაბიშვილი არჩევნებიდან მეხუთე დღეს ჩაეჭიდნენ: საარჩევნო ბიულეტენზე მარკირების მეორე მხარეს გაჟონვა. შეგახსენებთ, რომ ამ საბაბით ისინი უბნების 90%-ის ბათილად ცნობას და ამით ახლად არჩეული პარლამენტის შეკრების ჩაშლას ცდილობდნენ. ეუთო/ოდირის ანგარიშის თანახმად მათ დაკვირვებების 94% მარკირების მეორე მხარეს გამოჩენის შემთხვევა საერთოდ არ დაუფიქსირებიათ. დაკვირვების მხოლოდ 6%-ში მათ მართალია დააფიქსირეს მარკირების მეორე მხარეს გამოჩენის შემთხვევა, თუმცა, მათი შეფასებით ამას მხოლოდ პოტენციურად შეეძლო ფარულობის დარღვევა; ხაზს ვუსვამ, რომელსაც მხოლოდ „პოტენციურად შეეძლო ფარულობის დარღვევა“ და არა „რომლითაც ფარულობა დაირღვა“. ამასთან, ეუთო/ოდირი ფარულობის დარღვევის რისკის შემცველ მთავარ გარემოებებად აბსოლუტურად სხვა საკითხებს ასახელებს. ესენია: თავად ამომრჩევლის მიერ ბიულეტენის არასწორად განთავსება, უბანზე ხალხის დიდი რაოდენობა, უბნის შიდა პერიმეტრის მოწყობა და ა.შ. ასე, რომ მითი ბიულეტენის მონიშვნის საყოველთაო გაჟონვის შესახებ საბოლოოდ დაიმსხვრა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ერთი ანგარიშით დაიმსხვრა რადიკალური პარტიების, „ენჯეობის“, სალომე ზურაბიშვილის და მათი უცხოელი შემგულიანებლების ხუთი მთავარი ტყუილი, რომლითაც ისინი ქართული დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას და მილიონზე მეტი ამომრჩევლისთვის ხმის წართმევას ცდილობდნენ.

„საზოგადოებას შევახსენებ, რომ არაფერი ახალი ამ ხალხის ხელწერაში არ არის. 2012 წლის შემდეგ ეს უკვე მერვე არჩევნებია, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია გაყალბებულად აცხადებს. საუბრობენ უპრეცედენტო გაყალბებებზე, ოღონდ იმ ფონზე, როდესაც ოპოზიციას საარჩევნო უბნებზე ჯამში 24 000 კომისიის წევრი ჰყავდა და ამდენივე წარმომადგენელი, საიდანაც მხოლოდ ცხრამ დააფიქსირა განსხვავებული აზრი საარჩევნო უბნის ოქმის შედგენისას. საუბრობენ უპრეცედნტო დარღვევებზე, ოღონდ იმ ფონზე, როდესაც საარჩევნო უბნებზე რეკორდული რაოდენობის – 25 000 – ადგილობრივი და უცხოელი დამკვირვებელი იყო, შედეგად კი სულ 1200 საჩივარი დაიწერა, მაშინ როდესაც 2020 წლის არჩევნებისას საჩივრების რაოდენობა 2000-ზე მეტი იყო. საუბრობენ უპრეცედენტო ძალადობა, ოღონდ იმ ფონზე, როცა 3111 უბანზე ორ მილიონზე მეტი ამომრჩევლის პირობებში სახალხო დამცველის ანგარიშში სულ ძალადობის 13 ინციდენტი აღიწერა და ეუთო/ოდირმა ამას იზოლირებული შემთხვევები დაარქვა.

სწორედ ამიტომ არის, რომ, როგორც წინა შვიდ შემთხვევაში, ახლაც რადიკალურ ოპოზიციას, საბოლოო ჯამში, მოუწევს ქართველი ხალხის ნების აღიარება და დემოკრატიულ ჩარჩოებში დაბრუნება. დასანანი მხოლოდ ის არის, რომ ამასობაში გადის ძვირფასი დრო და ფუჭად იხარჯება ჩვენი ხალხის ენერგია და ემოციები, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინსვლას უნდა მოხმარდეს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

აშშ-ის ფედერალურ გამომძიებელთა ჯგუფი სამხრეთ კორეას ავიაკატასტროფის გამოძიებაში დაეხმარება

აშშ-ის ფედერალურ გამომძიებელთა ჯგუფი სამხრეთ კორეას ავიაკატასტროფის გამოძიებაში დაეხმარება. ამის შესახებ აშშ-ს ეროვნული სატრანსპორტო უსაფრთხოების საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული. მათი ინფორმაციით, ისინი უხელმძღვანელებენ გამომძიებელთა ჯგუფს თავისი სააგენტოდან, „ბოინგიდან“ და ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციიდან. განცხადებაში ასევე აღნიშნულია,რომ გამომძიებლები დაეხმარებიან კორეის რესპუბლიკის საავიაციო და სარკინიგზო შემთხვევების გამოძიების საბჭოს. შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეაში, მუანის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებისას თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ბორტზე სულ 181 ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად, დაღუპულია 179 ადამიანი. მაშველებმა მათგან მხოლოდ ორი ადამიანის გადარჩენა შეძლეს, ორივე ეკიპაჟის წევრია. ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება. სახანძრო სამსახურში აცხადებენ, რომ ავიაკატასტროფა სავარაუდოდ ფრინველთან შეჯახებამ გამოიწვია.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი დმანისი, სოფელი მამიშლარია. ბიძგების სიმძლავრემ 3,3 მაგნიტუდა შეადგინა.

გიორგი ვოლსკი მიხეილ ყაველაშვილზე: ის არის შეყვარებული საკუთარ ქვეყანაზე, პატრიოტი, თავდადებული, რომელსაც ცოდნის საკმაოდ ფართო სპექტრი გააჩნია და დიდი გამოცდილება პოლიტიკაში, სადაც იგი კარგა...

პრეზიდენტს აქვს ერთი უპირატესობა, რომ იგი გახდება ფიგურა, ბევრს ასპექტში შეიძლება სიმბოლური, მაგრამ ეს სიმბოლიზმიც ძალიან ბევრს ნიშნავს ისევე როგორც დროშა, გერბი, პრეზიდენტის დროშა და პრეზიდენტის ინსტიტუტი ზოგადად, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ მიხეილ ყაველაშვილზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“. „ეს საკმაოდ დიდი რესურსია იმისთვის, რომ საზოგადოების კონსოლიდაციისთვის გარკვეული ნაბიჯები გადადგას. მხოლოდ განცხადებებზე და მოწოდებებზე არ არის ლაპარაკი. იზრუნოს ყოველთვის, რესურსის მობილიზება გააკეთოს ყველა მხრიდან პოლიტიკური პარტიები იქნება ეს, სამთავრობო სტრუქტურები თუ საქველმოქმედო რესურსები, რომელიც ქვეყანას გააჩნია, მაგრამ ჯერ - ჯერობით არ ჩანს. ეს ინიციატივები იქნება ის მთავარი მიმართულება, რომელსაც მიხეილ ყაველაშვილი ხელს მოჰკიდებს. გარდა ამისა ეს არის ადამიანი, შეყვარებული საკუთარ ქვეყანაზე, სამშობლოზე, პატრიოტი, თავდადებული, რომელსაც ცოდნის საკმაოდ ფართო სპექტრი გააჩნია სპორტული ცხოვრებიდან და დიდი გამოცდილება პოლიტიკაში, სადაც იგი კარგა ხანია არის და შესამჩნევი ფიგურაა“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: მახსოვს ჯერ კიდევ 90-იან წლებში, ჟურნალებიდან ამოჭრილი ხატები ფიცარზე და მუყაოს ნაჭერზე ჰქონდა ხალხს დაწებებული და ეს იყო მათი სალოცავი კუთხე,...

გაუქმებული ავტოკეფალია, გაპარტახებული საეკლესიო ცხოვრება. მოშლილი იყო და თავიდან იქმნებოდა ყველაფერი: ლიტერატურა, ლოცვანები, ხატები, - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქ, ილია მეორის მოღვაწეობაზე საუბრისას გადაცემაში „იმედის კვირა“. დეკანოზმა გაიხსენა თუ რა მდგომარეობაში იყო საქართველო, სანამ პატრიარქის ინტრონიზაცია მოხდებოდა. „მახსოვს ჯერ კიდევ 90-იან წლებში, ჟურნალებიდან ამოჭრილი ხატები ფიცარზე და მუყაოს ნაჭერზე ჰქონდა ხალხს დაწებებული და ეს იყო მათი სალოცავი კუთხე. სახარება ხელმიუწვდომელი იყო. დღეს რომ ადამიანი ხატის დანახვისას სიხარულს ავლენს, ეს უკვე ნიშნავს, რომ შევიცვალეთ ჩვენ“, - აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

ირაკლი კობახიძე – იმედი გვაქვს, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ვითარება შეიცვლება, იქნება მეტი სამართლიანობა, წარსულში მიღებული ანტიქართული გადაწყვეტილებები გადაიხედება

ცალსახად შემიძლია, ვთქვა, რომ ეს არის ანტიქართული გადაწყვეტილებები და ეს არის იმ უსამართლობის მორიგი გამოხატულება, რასაც ვხედავდით გასული ოთხი წლის განმავლობაში, როგორც ამერიკის ჯერ კიდევ მოქმედი ადმინისტრაციის მხრიდან, ასევე კონკრეტული ევროპელი ჩინოვნიკების მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მობახიძემ ტელეკომპანია „იმედს“ სანქციებთან დაკავშირებით განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ერთგვარი პოლიტიკური ჟესტი, სამწუხარო ანტიქართული გადაწყვეტილებები. „ჩვენ გვაქვს იმედი, რომ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ვითარება ამ კუთხითაც მნიშვნელოვნად შეიცვლება, იქნება მეტი სამართლიანობა და საბოლოო ჯამში, არა თუ ასეთი ახალი უსამართლობა და ანტიქართული გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული, იმედი გვაქვს, რომ რომელი ანტიქართული გადაწყვეტილებებიც წარსულში იქნა მიღებული, ის გადაწყვეტილებებიც გადაიხედება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბოლო სიახლეები