პარასკევი, მარტი 27, 2026

შალვა პაპუაშვილი – ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობა ლამის რელიგიური ომია, რომლის მიზანია, საქართველოში იმ სულიერი საყრდენის ჩანაცვლება, რომელმაც საუკუნეები გამოგვატარა

ბოლო 22 წელია ვაკვირდებით ორგანიზებულ კამპანიას ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, რომელსაც აქვს ცხადი მიზანი – იმ ორგანიზაციის დისკრედიტაცია, რომელსაც ყველაზე დიდი ავტორიტეტი აქვს საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობა სინამდვილეში ლამის რელიგიური ომია, რომლის მიზანია, საქართველოში იმ სულიერი საყრდენის ჩანაცვლება, რომელმაც საუკუნეები გამოგვატარა.

„გუშინ სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნე 2004 წლის პატრიარქის ინტერვიუ, რომელიც იმ პერიოდს ეხება, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ახალი მოსული იყო ხელისუფლებაში და პატრიარქი უკვე გვაფრთხილებდა, რასთან გვქონდა საქმე. საუბრობს მძიმე წელზე, როდესაც იყო ანტიეკლესიური კამპანიაზე და რომელიც, პატრიარქის აზრით, გარედან იყო ორგანიზებული. ასე რომ, ამას ვაკვირდებით ბოლო 22 წელია – ორგანიზებულ კამპანიას ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, რომელსაც აქვს თავისი ცხადი მიზანი. მიზანია იმ ორგანიზაციის დისკრედიტაცია, რომელსაც ყველაზე დიდი ავტორიტეტი აქვს საქართველოში; იმ ეკლესიის დისკრედიტაცია, რომელიც წარმოადგენს ქართული საზოგადოებისთვის სულიერ საყრდენს, რათა შემდგომ საკუთარი იდეოლოგიით ჩაანაცვლონ. ეს, სინამდვილეში, ლამის რელიგიური ომია, რომლის მიზანია საქართველოში იმ სულიერი საყრდენის ჩანაცვლება, რომელმაც საუკუნეები გამოგვატარა.

რასაც ვაკვირდებით, არის ის, რომ ბრიუსელის ბიუროკრატია და ზოგიერთი ევროპელი ლიდერი ცდილობენ, ევროკავშირი ერთგვარ ფსევდორელიგიად აქციონ. მათში უკვე ვხედავთ ბევრ ფსევდორელიგიურ ნიშანთვისებას, როდესაც საუბრობენ ფასეულობებსა და ღირებულებებზე, ოღონდ, როგორც წესი, შინაარსს არ აკონკრეტებენ. ასევე ვხედავთ მათ ადგილობრივ ადეპტებს საქართველოში, რომლებსაც აქვთ ყოველდღიური რიტუალები, ქცევის წესები და შეძახილები. ისინი აბსოლუტურად ფუნდამენტალისტებივით იქცევიან, როდესაც საქმე ეხება ბრიუსელსა და ევროკავშირს, კრიტიკის დაშვებაც არ სურთ. ესენი არიან ჩვეულებრივი ფუნდამენტალისტი ადამიანები, რომლებსაც ევროკავშირი ფსევდორელიგიად აქვთ აყვანილი. შესაბამისად, ჩვენ სწორედ ამას ვხედავთ. ამაზე საუბრობდა პატრიარქი ჯერ კიდევ 2004 წელს, იმ მეთოდებზე, რომლებიც მაშინ დაიწყეს და რასაც ჩვენ იმ პერიოდში ისე ვერ ვამჩნევდით. პატრიარქი საუბრობდა კლიშეების მიკერების მცდელობაზე, ჯერ „ანტიდასავლურის“, შემდეგ „პრორუსულის“. სწორედ ამ კლიშეებით მიმდინარეობდა მუშაობა დისკრედიტაციის მიზნით.

ვნახეთ, რომ ეკლესიის დისკრედიტაციაში ჩართული ადამიანები პირდაპირ საზღვარგარეთიდან ფინანსდებოდნენ. შეგახსენებთ, საფრანგეთის დაფინანსება ყველაზე ბოლოს მიიღო „სოვ ლაბმა“. იმ ხალხმა, რომელიც ეკლესიის დისკრედიტაციით იყო დაკავებული. გახსოვთ გიორგი კანდელაკის საკითხი სამებაში ხატთან დაკავშირებით. ამ ყველაფრის შემდეგ დაფინანსება საფრანგეთიდან მიიღეს. ევროკავშირის და სხვა უცხოური წყაროებიდან დაფინანსება ჰქონდა ე.წ. ტოლერანტობის ცენტრს, რომელსაც სახალხო დამცველთან არსებულს უწოდებდნენ, თუმცა ეს იყო ჩვეულებრივი აფერისტობა. მათ არანაირი კავშირი არ აქვთ სახალხო დამცველთან. ამ ტერმინსაც კონსტიტუციიდან გვართმევდნენ, თითქოს რაღაც კონსტიტუციურ ორგანოსთან არსებული ჯგუფია. ეს ადამიანები პირდაპირ დაკავებული იყვნენ არა მხოლოდ ეკლესიის, არამედ პატრიარქისა და კონკრეტული პირების დისკრედიტაციით. შესაბამისად, ეს ყველაფერი, წლებია, გარე დაფინანსებით მიმდინარეობს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, „მიუხედავად იმ მილიონებისა, რომლებიც ჩაისხა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, სულიერი საყრდენის დისკრედიტაციის მიზნით, ეს ყველაფერი წყალში გადაიარა“.

„ერთ დღეში ნახეს, რომ ქართულმა საზოგადოებამ თავისი პოზიცია დაანახა ყველაფერთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, რამდენიმე ელჩი შოკში იქნებოდა, როდესაც დაინახა, რომ ეკლესიისთვის ძირის გამოთხრის ყველა მცდელობა ფუჭი აღმოჩნდა. მილიონნახევარზე მეტი ადამიანი ვნახეთ სამების ტაძარში და დავინახეთ, სად არის ერი და სად არიან პროტესტანტები, რომლებსაც უნდათ, თავი ქართველ ერად შემოგვასაღონ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქსტატი – 2025 წელს საქართველოში შობადობა 4.1 პროცენტით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 37 867 ბავშვი შეადგინა, მათ შორის 19 856 ბიჭი და 18 011 გოგოა. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით შემცირებულია 4.1 პროცენტით.2025 წელს დაბადებულთა ყველაზე მეტი რიცხოვნობა დაფიქსირდა თბილისში – 14 334 ბავშვი, ხოლო ყველაზე მცირე – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში – 191 ბავშვი.საქსტატის ცნობით, ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, რიგით პირველი დაბადებულის წილი გაიზარდა 35.9 პროცენტიდან 36.6 პროცენტამდე, მეორე შვილის წილი შემცირდა და შეადგინა 32.9, ხოლო მესამე და მომდევნო რიგითობის დაბადებულთა წილი თითქმის უცვლელი დარჩა და შეადგინა 29.1 პროცენტი.ამასთან, უწყების ანგარიშით, 2025 წელს ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში, წინა წელთან შედარებით, 25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 23.2 პროცენტიდან 21.9 პროცენტამდე შემცირდა, 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის დედების წილი გაიზარდა 69.5 პროცენტიდან 70.4 პროცენტამდე. ზრდა შეინიშნება 40 წლის და უფროსი ასაკის დედებში, მათი წილი 7.3 პროცენტიდან 7.7 პროცენტამდე გაიზარდა.2025 წელს დედის საშუალო ასაკი პირველი ბავშვის დაბადებისას 27.4 წლით განისაზღვრა.

შალვა პაპუაშვილი – რელიგიურ ფუნდამენტალიზმში გადავარდნილი მოქალაქეთა ჯგუფი გვყავს, რომელსაც ბრიუსელის რომელიღაც პრესკონფერენციის დარბაზს რომ დაანახებ, რელიგიური საკურთხეველი ჰგონია

ჩვენი ერთადერთი გზა ქართულია. ტერმინოლოგიური ჟონგლიორობა – პროევროპული, ანტიევროპული, პრორუსული, პროჩინური, ანტიირანული, ყველაფერი მოფიქრებულია, რომ მთავარ გზას, ქართულ გზას აგვაცდინონ, სიტუაცია ისე წარმოაჩინონ, თითქოს საზოგადოებამ არჩევანი უნდა გააკეთოს, რუსებს, ევროპას, ირანს, ჩინეთს და კიდევ არ ვიცი, რა მიმართულებებს შორის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, საქართველოს არანაირი არჩევანი არ აქვს გასაკეთებელი.„ჩვენი არჩევანი ქვეყნის მშენებლობა, ხალხის ინტერესების დაცვაა. ამ ინტერესების დაცვა გვიწევს მტერთანაც და მოყვარესთან. ამერიკის შეერთებული შტატებიც კი, კონფრონტაციულ დამოკიდებულებაშია ნატო-თან იმის გამო, რომ ათწლეულები ამერიკა იყო და დღემდეა თავად ნატო. ამერიკა იცავდა ნატო-ს ევროპულ ნაწილს და როგორც ტრამპი ამბობს, ამის საპასუხოდ არაფერს იღებს ევროპელი კოლეგების მხრიდან, რომელთაც ამერიკელებისგან გარანტირებული უსაფრთხოება ჰქონდათ და ახლა არათუ ეხმარებიან, არამედ ზოგიერთი ამ საქმეში ფეხსაც უდებს. ჩვენი ინტერესები უნდა დავიცვათ რუსეთთანაც და ევროპასთანაც, ყველასთან დასაცავი გვაქვს და ბრმად არავის უნდა მივენდოთ. ვინც მიენდო და მათ შორის ევროპელებს, ვხედავთ, ომშია გახვეული. ევროპელი ლიდერები თავისი მოწოდების სიმაღლეზე რომ ყოფილიყვნენ, უკრაინაში ომი არ იქნებოდა. ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ამბობს, რომ ომი არ იქნებოდა, მოქმედი ადმინისტრაცია ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო. ქართველმა ხალხმა სუვერენიტეტის ხელყოფის გამო ევროპელების მიმართ ნდობა დაკარგა. ამ ნდობას მათი მხრიდან აღდგენა სჭირდება. ჩვემ არაფერი გაგვიკეთებია, რომ ნდობა დაკარგულიყო. აქ რომ ცდილობდნენ ხელისუფლების დამხობას, სხვა ხალხის მოყვანას ხელისუფლებაში, რუსეთთან საქართველოს ესკალაციაში ჩათრევას, ქართველმა ხალხმა ამის გამო, ევროკავშირისა და ბრიუსელის მიმართ ნდობა დაკარგა. შესაბამისად, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ პრო რაღაც ვიყოთ, არამედ იმაზე, ჩვენი ინტერესები როგორ გავატაროთ. ზოგიერთი ქვეყანა ამ პრო ფიქრმა ომში შეიყვანა, ჩვენ კი, იქამდე მიგვიყვანა, რომ ფსევდო რელიგიურ ფუნდამენტალიზმში გადავარდნილი ჯგუფი გვყავს, რომელსაც რომ დაანახებ ბრიუსელის რომელიღაც პრესკონფერენციის დარბაზს, რაღაც რელიგიური საკურთხეველი ჰგონია. ეს არის სამწუხარო რეალობა, რაც პროტესტანტების მცირე ჯგუფში გვაქვს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქსტატი – 2025 წელს საქართველოში 22 285 ქორწინება და 13 173 განქორწინება დარეგისტრირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წელ  რეგისტრირებულია 22 285 ქორწინება, რაც 2.9 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით.საქსტატის ცნობით, პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის შეადგენს 30.1 წელს, ხოლო მამაკაცებისთვის 32.4 წელს.ამასთან, უწყების ანგარიშით, 2025 წელს რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 13 173 ერთეული შეადგინა, რაც 2.6 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

ვარლამ ლიპარტელიანი: ჩვენი მიზანი და მოტივაციაა მეტი კომუნიკაცია ახალგაზრდებთან, უფრო მეტად იყვნენ ჩართულები არა მარტო პოლიტიკურ პროცესში, არამედ ადგილობრივ დონეზე, თუ როგორ წარმოუდგენიათ მათი...

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია რეგიონულ ტურნეს იწყებს. ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანი „იმედის დღეში“ პოლიტიკაში ახალგაზრდების ჩართულობაზე და გუნდის გეგმებზე საუბრობს.ლიპარტელიანი აღნიშნავს, რომ ორგანიზაცია აპირებს შეხვდეს ახალგაზრდებს ქვეყნის მასშტაბით, რადგან გაიზარდოს მათი ჩართულობა როგორც პოლიტიკურ, ისე ადგილობრივი განვითარების პროცესებში.მისი თქმით, მათი მიზანია ასევე, მოსახლეობასთან პირდაპირი და ღია კომუნიკაცია, რათა გაიზარდოს მათი ჩართულობა ქვეყნის განვითარებაში.„აუცილებლად ყველა შეხვედრას დავესწრები. შემოვივლით ათივე რეგიონს, შევხვდებით ყველა დიდი ქალაქის მაცხოვრებლებს, სოფლებიდან, რეგიონებიდან ჩამოვლენ. ჩვენი მთავარი მიზანი და მოტივაცია არის ის, რომ იყოს უფრო მეტი კომუნიკაცია ახალგაზრდებთან, უფრო მეტად იყვნენ ისინი ჩართულები არა მარტო პოლიტიკურ პროცესში, არამედ ადგილობრივ დონეზე, თუ როგორ ხედავენ განვითარებას, როგორ წარმოუდგენიათ მათი რეგიონის, მათი სოფლის, მათი ქალაქის განვითარება და რაც მთავარია, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ აბსოლუტურად ყველას შევხვდეთ, ვესაუბროთ ღიად, გახსნილად და ეს შეხვედრები არ იქნება ჩარჩოებში მოქცეული. ყველაფერზე შეუძლიათ გვესაუბრონ იმიტომ, რომ ჩვენი გუნდი არის სრულად მოტივირებული და მოწოდებული იმისკენ, რომ ყველა ადამიანის აზრი გაითვალისწინონ. თუნდაც, კრიტიკული იყოს და არ ეთანხმებოდეს ჩვენს მოსაზრებას იმიტომ, რომ დისკუსია არის აუცილებელი და სამწუხაროდ ჩვენ ბოლო წლებში ვხედავთ, რომ თითქოს ეს ხაზი გაწყდა და ადამიანები ერთმანეთთან აღარ საუბრობენ. ჩვენ გვინდა, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ამ ყველაფერს. კონკრეტულად ისეთ ადგილებში ჩავიდეთ, სადაც ყველაზე მეტად არის ეს საჭიროება, რომ მეტი ჩართულობა იყოს მათგან“- განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

მებაჟე ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის  საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,ქუთაისის აეროპორტში“ არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის მცდელობის 6 ფაქტი აღიკვეთა.ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროსა (წონა - 515,21 გრამი  ) და ვერცხლის (წონა - 72,53 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა.არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ  157 927 ლარი შეადგინა.ორი სამართალდამრღვევი პირის მიმართ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო ოთხი კანონდამრღვევი მოქალაქე საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად,  საერთო ჯამში 47 749 ლარით დაჯარიმდა.

ბოლო სიახლეები