სამშაბათი, ივლისი 8, 2025

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირის საელჩოს მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები ემზადებიან არჩევნების ჩაშლისთვის, ყველას ვამხელთ, რომელი ორგანიზაცია, რომელი ქვეყნის ელჩიც არ უნდა იყოს

ევროკავშირის საელჩოს მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები ემზადებიან თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირის ბიუჯეტის ფული არჩევნების ჩაშლისთვის იხარჯება.

„ამ ცრუ, ყალბი კამპანიის შემდეგ, რომელიც, მათ შორის, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების ხელით იყო წარმოებული, მოვისმინეთ ეუთო-ს გენერალური მდივნის განცხადება, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები ასახავს ამომრჩევლის ნებას. ეს არის პასუხი ყველა იმ ქვეყნის ხელისუფლების, ბრიუსელის ბიორკრატების, ზოგიერთი ელჩის, საქართველოში მოქმედი ელჩის მიმართ, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებდნენ ქართველ ხალხს იმით, რომ მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ რაღაც ცივ დამოკიდებულებას აჩვენებდნენ, თითქოს ეს არჩევნები ხინჯიანი იყო.

მას შემდეგ, რაც ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ სრულად ასახულია ხალხის ნება ამ არჩევნების შედეგებში, ვფიქრობ, ამ ხელისუფლებებმა – ბრიუსელმა, ზოგიერთმა ელჩმა ბოდიში უნდა მოუხადონ ქართველ ხალხს, რადგან აბრალებდნენ, თითქოს ქართულ დემოკრატიას არ აქვს იმის უნარი, ქართველმა ხალხმა თავად აირჩიოს ხელისუფლება. ეს განცხადება, მათ შორის, ეხება ზოგიერთი „ენეჯეოს“ მიერ წარმოებულ კამპანიას. კერძოდ, ნინო ლომჯარიას „ენჯეოს“ – „ჩემი ხმა“. 2024 წლის არჩევნების წინაც, თუ არ ვცდები, წარმოებაც კი იყო მათზე საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოცხადებასთან დაკავშირებით, რამდენიმე „ენჯეოზე“. მაშინ ვამბობდით, რომ ევროკავშირის საელჩო აფინანსებს სააგიტაციო კამპანიას და, მათ შორის, ეს ორგანიზაცია „ჩემი ხმა“, რომელიც რამდენიმე „ენჯეოს“ აერთიანებდა, ჩართული იყო პირდაპირ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ აგიტაციაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ის „ენჯეოები“, რომლებიც თავს ესხმიან ცესკო-ს და არჩევნებს, ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდებიან მას შემდეგ, რაც აშშ-ის დაფინანსება აღარ არის ამ სფეროში.

„ვინ ჩივის „ენჯეოების“ აგიტაციას, როდესაც თავად ევროკავშირის ელჩი იყო ჩართული „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ აგიტაციაში, არღვევდა, დაარღვია ვენის კონვენცია, ადამიანური და დიპლომატიური ეთიკაც იმით, რომ სხვა ქვეყნის მოსახლეობაზე ცდილობდა გავლენის მოხდენას საარჩევნო შედეგიდან გამომდინარე. ახლაც იმავეს ვხედავთ და ეს არის პირველი სიგნალი. აქედანვე უნდა ვიყოთ ძალიან ხმამაღალი და მკაცრი იმ „ენჯეოების“ შეფასებაში, რომლებიც თავს ესხმიან ცესკო-ს და არჩევნებს. ეს ორგანიზაციები ფინანსდებიან ევროკავშირის ბიუჯეტიდან მას შემდეგ, რაც ვხედავთ, რომ აშშ-ის დაფინანსება ამ სფეროში აღარ არის. ზოგ ორგანიზაციაზე არც ვიცით, მათ შორის ამ ორგანიზაციაზე, უშუალოდ ვისგან, მაგრამ დაახლოებით წარმოდგენა გვაქვს. ასე რომ, ევროკავშირის ელჩის სანქცირებით ხდება დაფინანსება ორგანიზაციების, რომლებიც აქედანვე იწყებენ მუშაობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლაზე. ევროკავშირის ბიუჯეტის ფული იხარჯება საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლისთვის. ეს არის ფაქტი.

ვინაიდან შარშან ვცდილობდით, არჩევნების წინ რაღაცნაირად დაგვეზოგა ზოგი უცხოელი, ელჩი იქნებოდა თუ პოლიტიკოსი, ვხედავთ, რა შედეგი მოიტანა ამან, კიდევ უფრო უხეშად ერეოდნენ ჩვენს არჩევნებში, ამიტომ, აქედანვე უნდა ითქვას, რომ ევროკავშირის საელჩოს მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები ემზადებიან თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლისთვის. ამიტომ სრული პასუხისმგებლობა იქნება დონორებზე. ყოველ შემთხვევაზე ვიქნებით ხმამაღალი და პირდაპირ ვამხელთ როგორც ორგანიზაციას, ასევე დონორს, ვინაიდან ეს გახლავთ საერთაშორისო სამართლის დარღვევა. ჩვენი ამოცანაც არის, რომ ევროკავშირს არ დავარღვევინოთ საერთაშორისო სამართალი. ეს არის ჩვენი ხალხის სურვილიც, რომ ის რეპუტაცია, რომელიც აქვს ევროკავშირს და რომელსაც ასე აფუჭებს ბრიუსელის ბიუროკრატია, ეს რეპუტაცია შევუნარჩუნოთ. ბრიუსელის ბიუროკრატიას და ზოგიერთ დონორს არ მივცეთ შესაძლებლობა, რეპუტაცია შეულახოს ევროკავშირს, რეპუტაცია შეულახოს იმ ევროპულ ღირებულებებს, რომელზეც სიტყვით ასე ხშირად ლაპარაკობენ, საქმით კი არიან საერთაშორისო სამართლის დამრღვევები. ასე რომ, მისასალმებელია ცესკო-ს განცხადება და ჩვენც ყველა ასეთ შემთხვევაზე გვექნება ხმამაღალი რეაგირება. სუვერენული სახელმწიფოს არჩევნებში ნებისმიერ ჩარევას, ვინც არ უნდა იყოს, რომელი ორგანიზაციაც, რომელი ქვეყნის ელჩიც, არავის გავუტარებთ, ყველას ვამხელთ ასეთ მცდელობაში. ჩვენი არჩევნების ჩაშლის შესაძლებლობას უცხოელებს ნამდვილად არ მივცემთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ისრაელმა მისი მოკვლა სცადა

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა ისრაელი მისი მკვლელობის მცდელობაში დაადანაშაულა. ამის შესახებ ფეზეშქიანმა ამერიკელ ჟურნალისტთან, ტაკერ კარლსონთან ინტერვიუს დროს განაცხადა.„კი, ისინი ცდილობდნენ. შესაბამისად მოიქცნენ, მაგრამ ვერ შეძლეს“, – აღიშნავს ირანის პრეზიდენტი.ჟურნალისტის კითხვაზე, იყო არა ამაში ირანის პრეზიდენტი დარწმუნებული, ფეზეშქიანმა აღნიშნა: „რა თქმა უნდა, ეს არ იყო შეერთებული შტატები, რომელიც ჩემი სიცოცხლის წასართმევას ცდილობდა… ეს იყო ისრაელი. მე ვიყავი შეხვედრაზე… ისინი ცდილობდნენ იმ ადგილის დაბომბვას, სადაც ჩვენ ვატარებდით შეხვედრას“, – განაცხადა მასუდ ფეზეშქიანმა.ირანის პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა აღნიშნული სავარაუდო მკვლელობის მცდელობის თარიღი და არც ის, მოხდა თუ არა ეს ბოლოს მიმდინარე კონფლიქტის დროს. ირანის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ თავისი ქვეყანა „არ ეძებს ბირთვულ იარაღს“ და დაადანაშაულა ნეთანიაჰუ, რომ „1984 წლიდან შექმნა ცრუ მენტალობა, რომ ირანი ეძებს ბირთვულ ბომბს“.ფეზეშქიანის თქმით, ისრაელმა „ყველა ამერიკელ პრეზიდენტს თავში ეს აზრი ჩაუნერგა“ ბირთვულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. ფეზეშქიანმა კარლსონს უთხრა, რომ მისი ქვეყანა „ვერ ხედავს პრობლემას“ ბირთვულ მოლაპარაკებებში შეერთებულ შტატებთან კვლავ ჩართვაში, თუმცა მოითხოვს ნდობის აღდგენას.„არის პირობა. მოლაპარაკებების ხელახლა დაწყებისთვის. როგორ ვენდო ხელახლა შეერთებულ შტატებს?“, – აცხადებს ირანის პრეზიდენტი.

„წალკაში, დაბმულ ქალს 9 წელი აუპატიურებდნენ, შვიდი შვილი გააჩინა…“ – თამუნა მუსერიძე ტრეფიკინგის საქმეზე

თამუნა მუსერიძე უმძიმეს ტრეფიკინგის საქმეზე საუბრობს.„წალკაში 9 წელი ქალი ჰყავდათ დაბმული; 9 წელი აუპატიურებდა სხვადასხვა კაცი. ცხრა წლის განმავლობაში გააჩენინეს შვიდი შვილი, რომელიც გაყიდეს. ქალი იყო დაღესტნელი, რომელიც ქართველმა შეყვარებულმა წამოიყვანა საქართველოში. ეს იყო ჩემთვის ბრაზის, ზიზღის, დაუცველობის შეგრძნება ერთად. ამ ქალს ამ უბედურებას ვუკეთებდით ქართველები. ყველა ბავშვი ვიპოვეთ — არც ერთს არ უნდა დედასთან ურთიერთობა, სცხვენიათ დედის ისტორიის...“ — ამბობს თამუნა მუსერიძე.

თეთრი სახლის ცნობით, სტივ უიტკოფი ღაზის საკითხზე მოლაპარაკებების წინსვლის მიზნით დოჰაში გაემგზავრება

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მიმდინარე კვირის განმავლობაში დოჰაში გაემგზავრება, რათა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმებაზე მუშაობა განაგრძოს. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.„სტივ უიტკოფი აპირებს მიმდინარე კვირაში დოჰაში გამგზავრებას, სადაც დისკუსიებში განაგრძობს ჩართულობას. კატარელები და ეგვიპტელები ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები იყვნენ ამ მოლაპარაკებებსა და დისკუსიებში მედიაციისთვის“,- აღნიშნავს თეთრი სახლის პრესმდივანი ქეროლაინ ლივიტი.მისივე თქმით, ისრაელის მიერ მხარდაჭერილი ცეცხლის შეწყვეტის წინადადება მოლაპარაკებების მაგიდაზე დევს და ლივიტი „ჰამასს“ მოუწოდებს, იგივე ნაბიჯი გადადგას.მანამდე, „ჰამასში“ განაცხადეს, რომ დადებითად პასუხობენ წინადადებას, თუმცა სამი პუნქტი შეიტანეს, რომლის მიღებაზეც ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ უარს ამბობს.

მძიმე ავარია თბილისში – დაღუპულია 17 წლის ბიჭი

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.პეკინის ქუჩაზე ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც მოტოციკლის მძღოლმა, 17 წლის ბიჭმა მძიმე დაზიანებები მიიღო.ექიმებმა არასრულწლოვნის გადარჩენა ვერ შეძლეს.შემთხვევა გუშინ მოხდა.

🎥„ხაზარაძემ მოიმკა ის, რასაც თესავდა ამდენი ხანი თავისი ჟურნალისტების მეშვეობით…“ – იაგო ხვიჩია

„ხაზარაძემ მოიმკა ის, რასაც თესავდა ამდენი ხანი თავისი ჟურნალისტების მეშვეობით...“,  - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.„მე და სანდროს დღემდე გვაქვს დისკუსია იმასთან დაკავშირებით, ,,ლელოში" დეგენერატები არიან თუ მოსყიდულები, ამის იქეთ მაინც ვერ წავალთ...“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ბოლო სიახლეები