სამშაბათი, იანვარი 21, 2025

შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წარმომადგენლობას: ზიზღის და ძალადობის კამპანიის მწარმოებელი ორგანიზაციების წახალისება, იგივეა, რაც ზიზღის და ძალადობის კამპანიაში მონაწილეობა

გუშინ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ, მის მიერ ჟურნალისტიკაში დაწესებულ კონკურსში, ქართული ჯარის მძარცველი კეზერაშვილის ტელევიზია „ფორმულას“ ჟურნალისტის ფინალისტობა გვახარა, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

როგორც პაპუაშვილი წერს, ზიზღის და ძალადობის კამპანიის მწარმოებელი ორგანიზაციების წახალისება, იგივეა, რაც ზიზღის და ძალადობის კამპანიაში მონაწილეობა.

,,გუშინ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ, მის მიერ ჟურნალისტიკაში დაწესებულ კონკურსში, ქართული ჯარის მძარცველი კეზერაშვილის ტელევიზია „ფორმულას“ ჟურნალისტის ფინალისტობა გვახარა.

დღეს ეს ტელევიზია ტერორს აგრძელებს.

ზიზღის და ძალადობის კამპანიის მწარმოებელი ორგანიზაციების წახალისება, იგივეა, რაც ზიზღის და ძალადობის კამპანიაში მონაწილეობა“, – წერს შალვა პაპუაშვილი

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

„ორ-სამ წელში ოქროს ბურთს მოიგებს…“ – რევაზ ჩელებაძე

ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა, რევაზ ჩელებაძემ Euro-Football-თან ინტერვიუს დროს ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერზე ისაუბრა. „ხვიჩა პსჟ-ში ბედნიერი იქნება. ის მხოლოდ ფეხბურთზე იფიქრებს და ყველაფერ დანარჩენს დაივიწყებს. ოქროს ბურთის კენჭისყრაში ის უფრო მაღალ პოზიციებზე იქნება და ვფიქრობ, რომ ორ-სამ წელიწადში ამ პრიზსაც მოიგებს. მთელ მსოფლიოს დაანახვებს თავის ძალას როგორც საფრანგეთში, ისე ჩემპიონთა ლიგაზე. ახლა ჩემპიონთა ლიგაზე უფრო მეტი თამაშია და ხელს ესეც შეუწყობს. ასე რომ, მას ნამდვილად ექნება შანსი, რომ თავი საერთაშორისო დონეზე გამოიჩინოს და არა მხოლოდ საფრანგეთის ჩემპიონატში. ასევე, არ დაგავიწყდეთ ნაკრებში თამაშიც. შესაბამისად, ხვიჩა ყოველთვის იქნება ყურადღების ცენტრში“. „მოუხდებოდა თუ არა ხვიჩა უფრო მეტად ესპანეთის ჩემპიონატს?“ რა თქმა უნდა, უფრო მეტად მოუხდებოდა, ვიდრე საფრანგეთს. ესპანეთში ერთდროულად სამი დიდი კლუბი თამაშობს - „რეალი“, „ბარსელონა“ და „ატლეტიკო“, სამივე კლუბი ერთნაირად ძლიერია და საერთოდ, ესპანეთში ფეხბურთი უფრო ძლიერია და იქ თამაში უფრო საინტერესოცაა. რაც უფრო სერიოზული მეტოქე გყავს, როგორც ფეხბურთელი უფრო ძლიერიც ხდები. რა თქმა უნდა, საფრანგეთის ჩემპიონატი ისეთი ძლიერი არ არის, როგორიც ესპანეთშია და ლიგა 1 რეიტინგის მიხედვით, ტოპ ლიგებში ბოლოზეა. პსჟ-ში მბაპე, მესი და ნეიმარი თამაშობდნენ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა ვერ მოიგეს, მაგრამ ამის გაკეთების შესაძლებლობა ხვიჩას აუცილებლად ექნება“. ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ში რამდენიმე დღის წინ „ნაპოლიდან“ გადავიდა. პარიზულ კლუბს მისი ტრანსფერი 70 მილიონი ევრო დაუჯდა. დიდი ალბათობით, პსჟ-ში ხვიჩას დებიუტი 25 იანვარს, „რეიმსის“ წინააღმდეგ შედგება.

Julius Baer-ი არათუ ეხმარება გამოძიებას, არამედ ხელს აფარებს ბაჩიაშვილს, რაც ერთადერთი მიზეზით არის განპირობებული – გიორგი ბაჩიაშვილი არის თბილისში რადიკალური ოპოზიციის აქციების ერთ-ერთი უმსხვილესი...

ბოლო პერიოდში სულ უფრო ცხადი ხდება, მათ შორის ოპოზიციის რიგებიდან გამოჟონილი ინფორმაციით, რომ უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში, საქართველოში ჩატარებული რადიკალური აქციების, ხელისუფლების დამხობისკენ მიმართული არეულობების და რიგი რადიკალური ჯგუფების დამფინანსებელი სწორედ გიორგი ბაჩიაშვილია,- ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე Julius Baer-ის მიერ გიორგი ბაჩალიაშვილის ანგარიშების არ გასაჯაროების საკითხს, რომლის მიმართაც გამოძიება ორ საქმეზე მიმდინარეობს. მისივე თქმით, პირველ რიგში სწორედ Julius Baer-ი უნდა იყოს დაინტერესებული, რომ გამოძიება სწრაფად დასრულდეს, რათა მას არ ჰქონდეს ურთიერთობა სავარაუდო კრიმინალთან. „ბოლო პერიოდში სულ უფრო ცხადი ხდება, მათ შორის ოპოზიციის რიგებიდან გამოჟონილი ინფორმაციით, რომ უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში, საქართველოში ჩატარებული რადიკალური აქციების, ხელისუფლების დამხობისკენ მიმართული არეულობების და რიგი რადიკალური ჯგუფების დამფინანსებელი სწორედ გიორგი ბაჩიაშვილია. ახლა უკვე სრულიად ნათელი ხდება, რატომ არ ასაჯაროებს შვეიცარიის ბანკი, Julius Baer - ი გიორგი ბაჩიაშვილის ანგარიშებს, გადარიცხვებს და ზოგადად მის აქტივობებს ამ ბანკში. არადა, საქმე ძალიან მარტივად არის - ბაჩიაშვილის საქმეზე გამოძიება ორ საქმეზე მიმდინარეობს, მათ შორის ერთ საქმეზე ბრალდებულია და ბანკი უბრალოდ ვალდებულია, საგამოძიებო ორგანოებს მიაწოდოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია. უფრო მეტიც, პირველ რიგში სწორედ ბანკი უნდა იყოს დაინტერესებული, რომ გამოძიება სწრაფად დასრულდეს, რათა მას არ ჰქონდეს ურთიერთობა სავარაუდო კრიმინალთან. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტი არათუ ეხმარება გამოძიებას, არამედ ხელს აფარებს ბაჩიაშვილს, რაც ერთადერთი მიზეზით არის განპირობებული - ბაჩიაშვილი არის თბილისში რადიკალური ოპოზიციის აქციების ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი და ამ ამბის გასაჯაროება მათთვის ძალიან პრობლემურია. იმედი მაქვს, ამ საქმესაც მალევე აეხდება ფარდა,“- წერს ქადაგიძე.

მნიშვნელოვანი იყო აშშ-ში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი, რადგან ცდილობს, ყველაფერი გააკეთოს, ზოგიერთი ოპოზიციონერის მხრიდან კი, მეტ სერიოზულობას ვისურვებდი – ანა ბუჩუკური

მნიშვნელოვანი იყო აშშ-ში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი, რადგან ცდილობს, ყველაფერი გააკეთოს, ზოგიერთი ოპოზიციონერის მხრიდან კი მეტ სერიოზულობას ვისურვებდი, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩენს, რომ თურმე, დონალდ ტრამპის „დიფ სთეიტის“ წარმომადგენელი ყოფილა. „დონალდ ტრამპი არის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ არჩეული პრეზიდენტი, განსხვავებით სამწუხაროდ იმ ე.წ. ხელისუფლებისგან, რომელიც ჩვენ დღეს გვყავს. რაც შეეხება მის გზავნილებს, ახლა დეტალებში არ შევალ, რადგან სხვა სახელმწიფოა, თუმცა საერთაშორისო გზავნილები რაც არის მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია, ერთ მშვენიერ დღეს, არც თუ ისე შორეულ პერსპექტივაში, დღევანდელი ე.წ. ხელისუფლება აღმოაჩენს, რომ თურმე ტრამპიც „დიფ სთეითის“ პარტიის წარმომადგენელი ყოფილა. სხვათა შორის, მე გავახსენებ საზოგადოებას, რომ საკმაოდ ხისტი და მკაცრი იყო ტრამპის წინა ადმინისტრაციის დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლებისადმი. რესპუბლიკურ პარტიას ახასიათებს ბევრად უფრო ხისტი დამოკიდებულება, განსაკუთრებით განვითარებადი დემოკრატიის მიმართ. მამუკა მდინარაძე იქნება ერთ-ერთი პირველი, ვინც აღმოაჩენს რომ თურმე ტრამპი არის „დიფ სთეითის“ წარმომადგენელი. დაველოდოთ და ვნახოთ, ცოტა ხანში მამუკა მდინარაძის და მისნაირი არარაობების განცხადებებს ტრამპთან დაკავშირებით. ტრამპის ხელისუფლებას, მათ შორის პირველ ჯერზე, ნამდვილად საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ეროვნული ინტერესებისთვის არ უღალატია, ამ მოღალატეებისგან განსხვავებით. ძალიან მალე მამუკა მდინარაძე იქნება იმ არარაობათაგან, რომლის პირითაც ივანიშვილი საზოგადოებას ამცნობს და აღმოჩენას გაუზიარებს, რომ თურმე ტრამპი დამარცხდა „დიფ სთეითთან““, – აღნიშნა ბუჩუკურმა. ჟურნალისტმა ბუჩუკურს კითხვა დაუსვა ტრამპის განცხადებაზე: „აშშ-ის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ორი გენდერი – მამრობითი და მდედრობითი“, რაზეც ბუჩუკურმა აღნიშნა, რომ ამ გზავნილს არ შეაფასებდა. „სერიოზულად მეკითხებით ამას? – ამ გზავნილს არ ვაფასებ და რაც შეეხება კონკრეტულად „ოცნების“ წარმომადგენლების მსგავს გზავნილებს, საკუთარ სქესს მიხედონ და ამაზე მეტს უბრალოდ არ ვიტყვი, რადგან უბრალოდ უხერხულია, ვინ ლაპარაკობს ამ ყველაფერზე, ძალიან კარგად იცით რასაც ვგულისხმობ. ჩვენი გუნდის პოზიცია ტრამპთან დაკავშირებით არ შეცვლილა. რაც შეეხება ოპოზიციის დანარჩენ წარმომადგენლებს, მათ უნდა ჰკითხოთ. ზოგადად არათანმიმდევრულობა სამწუხაროდ პრობლემა არის როგორც ერთ მხარეს, ისე მეორე მხარესაც. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იყო, ეს იყო ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი, რადგან ეს ადამიანი ცდილობს, ყველაფერი გააკეთოს, რაც შეუძლია. რაც შეეხება სხვებს, ცოტა უფრო მეტ სერიოზულობას ვისურვებდი ზოგიერთი ოპოზიციონერის მხრიდან“, – განაცხადა ბუჩუკურმა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველო მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად გამოაცხადა

„გილოცავ, საქართველო. ამ მიღწევას უნდა ვუმადლოდეთ მდგრად ინვესტიციას, ჯანდაცვის მუშაკების, თავდადებულ და მიზანმიმართულ ძალისხმევას პრევენციისკენ, ადრეულ გამოვლენას და ეფექტურ გამკლავებას მალარიის ყველა შემთხვევასთან“ - საქართველოს, მალარიისაგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის სერტიფიკატის მინიჭება ჯანმოს ევროპის რეგიონული ბიუროს დირექტორმა ჰანს კლუგემ მიულოცა. აღნიშნული სერტიფიცირება იმ შემთხვევაში გაიცემა, თუ დადასტურდება, რომ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მალარიის გადაცემის ჯაჭვი გაწყვეტილია, სულ მცირე, უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად გამოცხადება საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მდგრადობის მორიგი აღიარებაა.  მისივე განცხადებით, ეს წარმატება ნიშნავს, რომ საქართველოს შესწევს უნარი, მნიშვნელოვან და სერიოზულ გამოწვევებს გაუმკლავდეს. საქართველოს მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად გამოცხადებას, ასევე, გამოეხმაურა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი. სილვიუ დომენტეს თქმით, ეს იყო უზარმაზარი ინვესტიცია და დიდი შრომა, მალარიის გამოვლენის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მიმართულებით. ქვეყნის ადგილობრივი მალარიისგან თავისუფლად აღიარებისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სერტიფიცირების მისაღებად, საქართველომ, განაცხადი 2024 წლის აგვისტოში გააკეთა.

ივანე ჩხაიძე მშობლებს აფრთხილებს

  როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, თუ რაღაც მიზეზების გამო ოჯახის რომელიმე წევრი ჩამორჩა ვაქცინაციის კალენდარს, არ ნიშნავს, რომ „დაწევა არ შეიძლება, ვინაიდან იმუნიზაციის ექიმს შეუძლია კონკრეტულ პაციენტს მოარგოს ვაქცინაციის კალენდარი“. „გვახსოვს რომ 2023 წელთან შედარებით, 2024 წელს ყივანახველას შემთხვევები 10-ჯერ მეტი იყო. საქართველოში, სამწუხაროდ, კორონავირუსის პანდემიამ მნიშვნელოვნად დააქვეითა ვაქცინების მოცვის მაჩვენებელი. თუ პანდემიამდე ჩვენ ქვეყანას ევროპაში საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა, პანდემიამ ეს ციფრები შეცვალა. ათასობით ბავშვია აუცრელი როგორც ყივანახველას საწინააღმდეგო ვაქცინით, ისე წითელა, წითურა, ყბაყურას გამომწვევების წინააღმდეგ. მინდა მოსახლეობას შევახსენო, რომ ვაქცინის გაკეთება არასდროს არის გვიან! თუ რაღაც მიზეზების გამო თქვენი ოჯახის წევრი ჩამორჩა ვაქცინაციის კალენდარს, არ ნიშნავს, რომ დაწევა არ შეიძლება. ჩვენ ვამბობთ, რომ დროულად მიმართეთ ვაქცინაციის კაბინეტს, ვინაიდან თუ არ ჩავთვლით როტავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, ყველა სხვა ტიპის ვაქცინის გაკეთება მოგვიანებითაც არის შესაძლებელი. იმუნიზაციის ექიმს შეუძლია კონკრეტულ პაციენტს მოარგოს ვაქცინაციის კალენდარი. ინდივიდუალური კალენდარი გააკეთოს, რაც გამოტოვებული ვაქცინების გაკეთების შესაძლებლობას მოგვცემს. ყივანახველას შემთხვევების მატების უკან გამოტოვებული ვაქცინები იდგა“,- აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

ბოლო სიახლეები