ხუთშაბათი, მარტი 26, 2026

შალვა პაპუაშვილი: “დროა”, “სირცხვილია” – ფინანსდებოდნენ ევროკავშირის ფონდების გამოყენებით ფარულად საქართველოში. რატომ არ აკეთებენ არაფერს ამ ქვეყნების საელჩოები, რომ ეს ფული გამჭვირვალე იყოს?

გერმანიაში ლობისტების რეესტრი არსებობს და უფრო მეტ ინფორმაციასაც ასაჯაროებს, ვიდრე ჩვენი კანონით არის მოთხოვნილი. საფრანგეთს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა შემოაქვს და მათ შორის მიყურადების შესაძლებლობასაც კი იძლევიან გარკვეულ შემთხვევაში. ესეც აჩვენებს, რომ ზოგიერთი ასე უყურებს სამყაროს, რომ რაც მისაღებია იუპიტერისთვის, არ არის მისაღები ხარისთვის და სამწუხაროდ ზოგიერთებს ჩვენ ხარი, საკუთარი თავი კი იუპიტერი ჰგონიათ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირს კი არ აქვს საქართველოსადმი კითხვები, არამედ ჩვენ ქვეყანას აქვს კითხვები – რატომ ხდება მათ მიერ საქართველოში ფარულად პოლიტიკური პარტიებისა და რადიკალური ჯგუფების დაფინანსება?

„საქართველოს ერთ-ერთი გამოწვევა სწორედ ის არის, რომ მათ შორის გერმანელი და ფრანგი გადასახადების გადამხდელთა ფულით საქართველოში ევროპული ფონდების მეშვეობით ფარულად ფინანსდებიან პოლიტიკური პარტიები და რადიკალური ჯგუფები, როცა ჩვენ ვხედავთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოწოდებებს, კითხვა პირიქით გვაქვს, რატომ იხარჯება მათ შორის გერმანელი და ფრანგი გადასახადების გადამხდელთა ფული ევროპული ფონდების გამოყენებით ფარულად საქართველოში? ეს კითხვა მე რამდენჯერმე დავსვი და სამწუხაროდ, საუბრების დროს ამაზე არის გარკვეული აღიარებები, რომ იყო პროექტები, რომლითაც რადიკალური ჯგუფები ფინანსდებოდა, მაგალითად ეს იყო „დროა“, „სირცხვილია“, – ფინანსდებოდნენ ევროკავშირის ფონდების გამოყენებით ფარულად საქართველოში. რატომ არ აკეთებენ არაფერს ამ ქვეყნების საელჩოები, რომ ეს ფული გამჭვირვალე იყოს? რანაირი სტანდარტია, როდესაც ევროკავშირი პარტნიორ კანდიდატ ქვეყანაში ფარულად აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს და რადიკალურ ჯგუფებს. ეს არის ევროკავშირის ფული, რომელიც ევროპის დემოკრატიის ფონდის მეშვეობით იხარჯება. ზუსტად ეს ფონდი გაეხვა სკანდალში, როდესაც აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანები იხდიდნენ იმ ადამიანების ჯარიმებს, რომლებიც პოლიციელებს და პარლამენტს ესხმოდნენ თავს. ახლაც მიდის პროცესები და უნდა დაინტერესდნენ ენჯეოები, რომ შემთხვევით ამ სამართალდამრღვევთა ჯარიმებს ხომ არ იხდის ევროკავშირი და ევროკავშირის ფულით ხომ არ ხდება მოძალადეთა წახალისება. ასე რომ კითხვები ჩვენს მიმართ კი არ არის, ჩვენ გვაქვს კითხვები ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების მიმართ, რატომ ხდება საქართველოში ფარულად პოლიტიკური პარტიებისა და რადიკალური ჯგუფების დაფინანსება? ზუსტად აქ ჩანს ის, რომ ევროკავშირში ზოგიერთ პოლიტიკოსს აქვს პრობლემა, რომ არ გახდეს ცხადი, თუ როგორ ფინანსდება მავნე გავლენები საქართველოში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს მოწვევა და საქართველოს ხმის გაჟღერება პირველი ლედის ახალ ინიციატივაზე იყო კიდევ ერთი გზავნილი ამერიკის მხრიდან ქართველი ხალხისადმი – მარიამ ლაშხი

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა აშშ-ში საქართველოს პირველი ლედის მიწვევის ფაქტი შეაფასა.„საქართველოს მოწვევა და საქართველოს ხმის გაჟღერება პირველი ლედის ახალ ინიციატივაზე იყო კიდევ ერთი გზავნილი ამერიკის მხრიდან ქართველი ხალხისადმი, რომ საქართველო არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სრულუფლებიანი წარმომადგენელი, რომელიც ჩართულია გლობალური პოლიტიკის ფორმირებაში“, - განაცხადა ლაშხმა.აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიწვევით საქართველოს პირველი ლედი ვაშინგტონში იმყოფება. გლობალური სამიტის „ერთად უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში, თამარ ბაგრატიონი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელს და სამიტზე მიწვეულ სტუმრებს შეხვდა. თამარ ბაგრატიონი ვაშინგტონში „ქალთა ჯანმრთელობის ინსტიტუტის“ პრეზიდენტს, „ოჯახების მსოფლიო კონგრესის“ პრეზიდენტს და მათ დელეგაციასაც შეხვდა.

ისრაელის მედიის ცნობით, ირანმა ისრაელის მიმართულებით მორიგი სარაკეტო დარტყმა განახორციელა, რის შედეგადაც, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაშავდა

ირანმა ისრაელის მიმართულებით მორიგი სარაკეტო დარტყმა განახორციელა, შედეგად, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაშავდა.Times of Israel-ის ცნობით, თეირანის სამიზნე გახდა ისრაელის ცენტრალურ ნაწილში მდებარე დასახლებები.გარდა ამისა, ირანის იერიშის შედეგად დაზიანდა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე საცხოვრებელი სახლები.სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.ისრაელის მედიის ცნობით, ირანმა ისრაელზე დარტყმების დროს, სავარაუდოდ, კლასტერული საბრძოლო მასალა გამოიყენა.

რუსეთიდან ნაღდი ფულისა და ოქროს გატანის წესები გამკაცრდა

2026 წლის პირველი აპრილიდან ფიზიკურ პირებს აღარ შეეძლებათ რუსეთიდან ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებში (სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი და ყირგიზეთი) ნაღდი ფულის გატანა იმ ოდენობით, რომელიც აღემატება 100 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტს. შესაბამის განკარგულებას ხელი რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოაწერა.ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისთვის ეს აკრძალვა თანხის ოდენობაზე არ იქნება დამოკიდებული.გამონაკლისად ჩაითვლება ნაღდი რუბლების გატანა რუსეთის საერთაშორისო აეროპორტების მეშვეობით.როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებსა და ინდივიდუალურ მეწარმეებს ნაღდი ფულის გატანისას უნდა ჰქონდეთ საბანკო ამონაწერი, რაც დაადასტურებს, რომ ეს თანხა მათი ანგარიშებიდან არის განაღდებული.გარდა ამისა, 2026 წლის პირველი მაისიდან დაწესდება შეზღუდვები რუსეთიდან 100 გრამზე მეტი წონის ოქროს ზოდების გატანაზე.კერძოდ, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნებში ზოდების გატანა შესაძლებელი იქნება მხოლოდ განსაზღვრული აეროპორტების გავლით და შესაბამისი ფედერალური უწყების ნებართვით.ფიზიკური პირებისთვის ეს შეზღუდვები გავრცელდება არა მხოლოდ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევ ქვეყნებზე, არამედ სხვა სახელმწიფოებზეც.

ირაკლი კობახიძე – ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლებმა პირდაპირ გამოაცხადეს, რომ მათთვის მედიის თავისუფლება საერთოდ არ არსებობს, ერთ ქვეყანას შეუძლია, მეორე ქვეყანაში სცადოს ტელევიზიის დახურვა

ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლებმა პირდაპირ გამოაცხადეს, რომ მათთვის მედიის თავისუფლება საერთოდ არ არსებობს – ერთ ქვეყანას შეუძლია, მეორე ქვეყანაში სცადოს ტელევიზიის დახურვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.პრემიერის თქმით, ევროპული ბიუროკრატიის და ბრიტანეთის ხელისუფლების ასეთი უხეში გადაცდომები ეხმარება ხელისუფლებას საზოგადოებისთვის იმის ჩვენებაში, თუ რა მდგომარეობამდე არის მისული ერთ დროს ღირებულებებით გამორჩეული ევროპული ბიუროკრატია.„ჩემთვის უკვე დამდგარი შედეგია მთავარი და დამდგარი შედეგი არის ის, რომ ბოლომდე ფარდა აეხადა ყველაფერს. თუ აქამდე ფორმალურად მაინც გვესაუბრებოდნენ მაღალ მატერიებზე ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები, ევროპელი პოლიტიკოსები, იგივე, მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით, დღეს პირდაპირ გამოაცხადეს, რომ მათთვის მედიის თავისუფლება საერთოდ არ არსებობს. ერთ ქვეყანას შეუძლია, მეორე ქვეყანაში სცადოს ტელევიზიის დახურვა. ეს აბსოლუტურად ფუჭად გასროლილი ტყვია იყო, მაგრამ მიზანი ჰქონდათ, რომ ერთ ქვეყანას მეორე ქვეყანაში უნდა დაეხურა ორი წამყვანი ტელევიზია, ახლა ევროპარლამენტიდან საუბარია კიდევ იმავე მცდელობაზე. ეს შედეგის მომტანი ვერ იქნება, მაგრამ ჩვენთვის არის შედეგის მომტანი იმ კუთხით, რომ ბოლომდე ვხედავთ ლუსტრაციას, რა მდგომარეობაში იყენებენ საკუთარ თავს – აბსურდული განცხადებები, აბსურდული ჩანაწერები და აბსურდული გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ მედიის თავისუფლება აბსოლუტურად ფეხქვეშ არის გათელილი. არანაირი კონსტიტუციური სტანდარტი აქ არ მოქმედებს, ადამიანის ძირითადი უფლებების არანაირი საერთაშორისო სტანდარტები, საერთოდ ყველაფერი გადახაზულია. ადრე ფორმალურად თუ მაინც აცხადებდნენ, რომ ისინი პატივს სცემდნენ ადამიანის ძირითად უფლებებს და თავისუფლებებს, მედიის თავისუფლებას, მედიაპლურალიზმს, ახლა პირდაპირ, უხეშად დაუპირისპირდნენ ამ ყველაფერს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის.ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში გვიწევდა რაღაცების მტკიცება. ასეთი უხეში გადაცდომები, რასაც ვხედავთ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, ბრიტანეთის ხელისუფლების მხრიდან, გვეხმარება ჩვენი საზოგადოებისთვის იმის ჩვენებაში, თუ რა მდგომარეობამდე არის მისული ერთ დროს ღირებულებებით გამორჩეული ევროპული ბიუროკრატია და ევროპული პოლიტიკა. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. არავითარი იურიდიული სტანდარტით არათუ გამართლებაზეა საუბარი, ვერც კი აიხსნება ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ბრიტანულმა ხელისუფლებამ და რომლის შესახებ საუბრობს ახლა ევროპარლამენტი. მაგრამ ეს ძალიან კარგია ლუსტრაციისთვის, ამას ხედავს ქართული საზოგადოება.ბრიტანული სანქციის შემთხვევაში დავინახეთ, რომ ამას ჰქონდა ხუთდღიანი ეფექტი. როცა დაინახეს, რომ არავითარი პრაქტიკული შედეგი არ ჰქონდა ამ სანქციებს, ეს მუხტიც ჩაქრა. შეიძლება მცირე მუხტი ასწიეს 3-4 დღით, მაგრამ მეხუთე დღეს ხომ ეს მუხტი ჩაქრა. ამას ვხედავთ მთელი ამ წლების განმავლობაში“, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი ვოლსკი: ეკლესიის მიმართ შეტევა არის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება იმ სტრატეგიისა, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგ გაერთიანებულ შეთქმულთა გუნდს გააჩნია – ამას არ უნდა შევუშინდეთ, ვიხილეთ,...

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი გიორგი ვოლსკი აფასებს გარკვეული ჯგუფების მხრიდან ეკლესიისა და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიოს წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას, რომელიც გლოვის დღეებშიც არ შეწყვეტილა.„ეკლესიის მიმართ შეტევა არის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება იმ სტრატეგიისა, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგ გაერთიანებულ შეთქმულთა გუნდს გააჩნია - გაილანძღება მეუფე შიოც, გაილანძღება ყველა, ვინც აღიარებს იმას, რომ ქვეყანა უნდა გადარჩეს, რომ ქვეყანაში სტაბილურობაა შესანარჩუნებელი. აქ ყველაფერი ითქმება, რომ ეს არის რუსეთის აგენტურა, რომ რუსეთზე მუშაობს ქართული ეკლესია და ასე შემდეგ. რასაკვირველია, ამას არ უნდა შევუშინდეთ, მით უმეტეს, როდესაც ვიხილეთ, თუ სად დგას საქართველოს მოსახლეობა“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ბოლო სიახლეები