დარწმუნებული ვარ, სულ უფრო ენერგიულად იქნებიან ჩვენი მხარდამჭერები, რათა, როგორც პრემიერმა თქვა, 4 ოქტომბრის არჩევნებზე მოიხსნას ყველა რეკორდი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კახა კალაძის ცენტრალური საარჩევნო შტაბის გახსნისას განაცხადა.
პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა შეკრებილებს და კახა კალაძეს წარმატება უსურვა.
„მიხარია, რომ მართლაც ყველა გულშემატკივარი, რომელიც აქ შეიკრიბა, ერთი ენერგიით ვართ გაერთიანებული. ენერგიით, რომელიც გულისხმობს ჩვენი ქვეყნის, თითოეული მუნიციპალიტეტის წინ წაყვანას, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას; ჩვენი ქალაქების, სოფლების გალამაზებას, რათა თითოეულ მოქალაქე გრძნობდეს იმ სიკეთეს, რასაც ჩვენი ქვეყნის განვითარება ჰქვია. ერთი თვე დარჩა არჩევნებამდე, გადამწყვეტ ფაზაში შედის საარჩევნო კამპანია. იმ მხარდაჭერით, რომელსაც ჩვენი ამომრჩეველი დააფიქსირებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, იმ განვლილი წლებით, იმ ბრძოლით, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ, უნდა გახსნას საბოლოოდ ჩვენი ქვეყნის სამშვიდობოზე გასვლის კვანძი. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ აქ ყოფნისთვის. მიხარია, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ერთად გავხსნათ საარჩევნო შტაბი. წარმატებები კახის, წარმატებები ჩვენს გუნდს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.