საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საზოგადოებას დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ულოცავს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, წმინდა მეფე დავითი არის სიმბოლო გამარჯვებული, დამოუკიდებელი და
ძლიერი საქართველოსი.
„გილოცავთ დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს!
წმინდა მეფე დავითი არის სიმბოლო გამარჯვებული, დამოუკიდებელი და ძლიერი საქართველოსი.
მისი ცხოვრება არის მაგალითი და შთამომავლობისთვის დატოვებული ისტორია, თუ როგორ შეძლო 16 წლის ბიჭმა საკუთარი თავის სამშობლოსთვის სრული მიძღვნით, გაჩანაგებული, დანაწევრებული და დაპყრობილი ქვეყნის ფეხზე დაყენება, გამთლიანება და ყველა ხილული თუ უხილავი მტრის დამარცხება.
დავით აღმაშენებელმა ყველაზე მკაფიოდ და წარმატებით განსაზღვრა ქვეყანა, როგორც მონარქისა და ეკლესიის ერთობა, გამთლიანებული ერით, მრავალფეროვანი სამეზობლო ურთიერთობებითა და ქრისტიანულ იდენტობაზე აგებული პოლიტიკით.
საქართველოს ყველა თაობას, ნებისმიერ დროსა და ადგილას, გააჩნია პასუხისმგებლობა არა მხოლოდ აწმყოსა და მომავლის, არამედ ისტორიისა და წინაპართა წინაშეც.
გილოცავთ ჩვენი წმინდა მეფის, დავით IV აღმაშენებლის ხსენების დღეს!” – წერს შალვა პაპუაშვილი.