საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„დადგა დრო, ყველა უცხოელმა, ვინც ებრძოდა „გამჭვირვალობის კანონს“, ბოდიში მოუხადოს საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს“, – წერს შალვა პაპუაშვილი და ტრამპის განცხადებას აზიარებს.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა USAID-თან დაკავშირებით დღეს სოციალურ ქსელში დაწერა: „USAID-ში კორუფციამ ისეთ დონეს მიაღწია, როგორიც აქამდე იშვიათად უნახავს ვინმეს, დახურეთ ის“.