საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ „ნელსონ მალინსის“ ლობისტური კომპანიის დაქირავების შესახებ იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელი აგენტების რეესტრის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმაურება.
„გაირკვა, რა ღირს „ქართველი ხალხის სიყვარული“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
ცნობისთვის, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელი აგენტების რეესტრის გვერდზე გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ნელსონ მალინსის“ ლობისტური კომპანია დაიქირავა და მას 360 000 აშშ დოლარი გადაუხადა. ლობისტური კომპანია აქტიურად აფინანსებს აშშ-ში ორივე პარტიის კონგრესისა და საპრეზიდენტო კანდიდატების პოლიტიკურ კამპანიებს, მათ შორის არის სამხრეთკაროლინელი კონგრესმენი ჯო უილსონი.