პარასკევი, მაისი 23, 2025

შალვა პაპუაშვილი – ახლა ღიად ჩანს, რომ ბალტიის ქვეყნები და ხელისუფლებები პირდაპირ ქართველი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებენ

საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზას ორი განზომილება აქვს, – საგნობრივი განზომილება, სადაც თავად ევროკომისიაც ვერ გაურბის შეფასებას, რომ საქართველო არის წინ, ვიდრე ბევრი სხვა კანდიდატი ქვეყანა. ასევე, არის პოლიტიკური დევნის ინტერესები ზოგიერთ ევროპული პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მიმართ, – ამის შესახებ პარლლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპაუშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინაში ომის დაწყების შემდედ ევროპაში ზოგიერთ ჯგუფებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ საქართველო საკუთარი ინტერესების დაზიანების ხარჯზე, რუსეთთან ესკალაციაზე წავიდოდა და სხვის ინტერესებს მოემსახურებოდა, თუმცა უარი მიიღეს, გაბრაზებულებმა კი, საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მისცეს.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ახლა პირდაპირ ჩანს, რომ ბალტიის ქვეყნები და ხელისუფლებები პირდაპირ ქართველი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებენ.

„საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზას აქვს ორი განზომილება. ერთი, საგნობრივი ნაწილია, სადაც თავად ევროკომისიის დასკვნებითაც კი, რომ გაეცნოთ, თუნდაც ბოლო დასკვნას ოქტომბერში რომელიც იყო, იმის წინა დასკვნას, იმის წინა დასკვნას რომ გაეცნოთ, პარალელურად სხვადასხვა სარეიტინგო ორგანიზაციების საერთაშორისო შეფასებებს რომ გაეცნოთ ნახავთ, რომ საქართველო არის მოწინავე კანდიდატ ქვეყნებს შორის ბევრი პარამეტრით. მოწინავეა უკრაინასთან, მოლდოვასთან, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან შედარებით, ამას ევროკომისიაც ვერ გაურბის ხოლმე, როდესაც ქაღალდზე გადააქვს და არგუმენტებით არის იძულებული რომ შეაფასოს. და არის მეორე განზომილება – ეს არის პოლიტიკური განზომილება, რომელიც, სამწუხაროდ, ევროკავშირის ბიუროკრატების და ზოგიერთი ქვეყნის პოლიტიკოსების წყალობით, არის იმ ფორმაში, რომელსაც ჩვენ არ ვისურვებდით. მიზეზი მარტივია. მას შემდეგ, რაც დაიწყო ომი უკრაინაში, ვნახეთ, რომ, სამწუხაროდ, ზოგიერთ ჯგუფებს ევროპაში ჰქონდათ მოლოდინი საქართველოს მიმართ, რომ საქართველო წავიდოდა ესკალაციაზე რუსეთთან და საკუთარი ინტერესების დაზიანების ხარჯზე, სხვის ინტერესებს მოემსახურებოდა. ამაზე მათ მიიღეს კატეგორიული უარი 2022 წლის თებერვალში. ამაზე გაბრაზებულებმა, არ მოგვცეს თავის დროზე კანდიდატის სტატუსი, ვიცით მაშინ თუ ფარული იყო, ახლა პირდაპირ ჩანს, რომ ბალტიის ქვეყნები და ხელისუფლებები, პირდაპირ ქართველი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ამ ჯგუფების მოკავშირეები საქართველოში არიან რადიკალური ჯგუფები, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები.

„ასე რომ, ორი განზომილებაა. საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზას ორი განზომილება აქვს, – საგნობრივი განზომილება, სადაც თავად ევროკომისიაც ვერ გაურბის შეფასებას, რომ საქართველო არის წინ, ვიდრე ბევრი სხვა კანდიდატი ქვეყანა. ასევე, არის პოლიტიკური დევნის ინტერესები ზოგიერთ ევროპული პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მიმართ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შალვა ნათელაშვილი-„ლეიბორისტული პარტიისგან“ დაწყებული სასანქციო პოლიტიკით, ხელისუფლებას ძალიან მალე მოახრჩობს

ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ბატონ პაატა ბურჭულაძეს, გვაქვს მასთან აზრთა ურთიერთგაცვლა, – ასე უპასუხა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, რატომ არ ჩანს „ლეიბორისტული პარტია“ სალომე ზურაბიშვილის პლატფორმაზე, ან პაატა ბურჭულაძესთან, იყო თუ არა მათი მხრიდან შემოთავაზება და სად არის პირველი ლეიბორისტი, რომლის ოფისის უკანა ეზოც ერთ დროს ოპოზიციის მთავარი თავშეყრისა და პოზიციების გაზიარების ადგილი იყო.მისივე თქმით, ფანჩატურად წოდებულმა პარტიულმა ფორმატმა 4 წლის წინ ხელისუფლება ჩამოშლამდე მიიყვანა.„რაც შეეხება ფორმატებს, თქვენ აქ შემთხვევით არ აღნიშნეთ და სწორად მიუთითეთ ფანჩატურად წოდებული ის უდიდესი პარტიული ფორმატი, რომელმაც ეს ხელისუფლება 4 წლის წინ ჩამოშლამდე მიიყვანა. ის ცნობილი პარლამენტში შევარდნა რომ არ ყოფილიყო, შარლ მიშელის დეკლარაციაზე ხელმოწერა და ფაქტობრივად, აწყობილი საქმე, უკვე პიკზე აყვანილი, ჩამოიშალა და ახლა გახდა ქვეყნის და მსოფლიოს სატკივარი ამ ჯოჯოს მოცილება, რასაც წარმოადგენს პუტინისტური რეჟიმი“, – განაცხადა ნათელაშვილმა.მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რატომ ვერ შედგა ოპოზიციის ერთობა, დღეს რას ფიქრობს პირველი ლეიბორისტი, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ოპოზიციის ერთობის მნიშვნელობაზე საუბრობდა და რა არის წყალგამყოფი საკუთარ კოლეგებთან, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ საერთოდ, მოქმედების სტრატეგიას პოლიტიკოსი კი ვერ ქმნის, არამედ ცხოვრება კარნახობს და პროცესები, რაც საზოგადოებაში დუღს.„მაშინ, როდესაც ეს საჭირო იყო, მრავალპარტიული ფორმატი, ჩვენ ეს გავაკეთეთ, ახლა აღარ ვთვლით საჭიროდ, რომ ამ მრავალპარტიული შეკრებებით მივაღწიოთ მიზანს, რადგანაც მიზანი ისედაც მიღწეული იქნება. მთელი მსოფლიოს დემოკრატიული ზეწოლა ვაშინგტონიდან, ლონდონიდან, პარიზიდან, ბრიუსელიდან, ჩვენი ხალხის პროტესტის ფონზე, „ლეიბორისტული პარტიისგან“ დაწყებული სასანქციო პოლიტიკით, ხელისუფლებას ძალიან მალე მოახრჩობს და ხელისუფლების შეცვლა იქნება რეალობა“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებებს, რომლებიც მიზნად ისახავს ბირთვული ენერგიის წარმოების რეგულაციების შემსუბუქებას და გაფართოებას

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებებს, რომლებიც მიზნად ისახავს ბირთვული ენერგიის წარმოების რეგულაციების შემსუბუქებას და გაფართოებას.აღმასრულებელი ბრძანებები მიზნად ისახავს ენერგეტიკის დეპარტამენტში ბირთვული ენერგეტიკის კვლევის რეფორმირებას, რათა ენერგეტიკის დეპარტამენტს მიეცეს ატომური რეაქტორების აშენების შესაძლებლობა ფედერალურ საკუთრებაში არსებულ მიწაზე, განაახლოს ბირთვული მარეგულირებელი კომისია და გააფართოოს ურანის მოპოვება და გამდიდრება აშშ-ში.ტრამპის აღმასრულებელი ბრძანება ასევე მიზნად ისახავს, დააჩქაროს ბირთვული რეაქტორების მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროცესების განხილვა და მარეგულირებელი პროცესები. ერთ-ერთი აღმასრულებელი ბრძანება მოიცავს დებულებას, რომელიც ავალდებულებს ბირთვულ მარეგულირებელ კომისიას, მიიღოს გადაწყვეტილება ბირთვული რეაქტორების ახალი ლიცენზიების შესახებ 18 თვის განმავლობაში.ტრამპის აღმასრულებელი ბრძანება ორიენტირებულია სამეცნიერო სტანდარტების დაწესებაზე ფედერალურ კვლევით სააგენტოებში. ბირთვული ენერგია განიხილება, როგორც წიაღისეული საწვავებისგან თავის დაღწევის და სათბურის გაზების ემისიების შემცირების საშუალებად, რადგან ბირთვული ენერგია გამოიმუშავებს ელექტროენერგიას ქვანახშირის, ნავთობისა და ბუნებრივი აირის დაწვის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ მზის და ქარის ენერგიის წარმოება შეერთებულ შტატებში გასული ათწლეულის განმავლობაში სამჯერ გაიზარდა, არსებობს შეშფოთება, რომ ენერგიის ხელმისაწვდომი წყაროები ვერ შეძლებენ ენერგიის უზარმაზარი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

შიდა ქართლში 13 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით 22 წლის ბიჭი დააკავეს

გარყვნილი ქმედება შიდა ქართლში.პოლიციამ 13 წლის ბიჭის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით 22 წლის მამაკაცი დააკავა.მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სრულწლოვანის მიერ წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ძალადობის გარეშე განხორციელებულ გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

Amnesty International – საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეაჩეროს დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა და დაშინება

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეაჩეროს დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა და დაშინება , - ამის შესახებ Amnesty International-ის განცხადებაშია ნათქვამი.ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში პოლიციის მიერ ქალების წინააღმდეგ სექსუალური ძალადობისა და უკანონო გაშიშვლების მოთხოვნით ჩხრეკების შესახებ ცნობები სულ უფრო ხშირია.“მაშინ, როდესაც ანტისამთავრობო პროტესტები საქართველოს მასშტაბით იმართება, პოლიციის მიერ ქალების წინააღმდეგ სექსუალური ძალადობისა და უკანონო გაშიშვლების მოთხოვნით ჩხრეკების შესახებ ცნობები სულ უფრო ხშირი ხდება.საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეაჩეროს დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა და დაშინება”, - ნათქვამია Amnesty International-ის განცხადებაში.

სოზარ სუბარი: 26 მაისის წინ, როდესაც ოპოზიციას გაცხადებული აქვს ალტერნატიული აქციების მოწყობა, ამერიკის საელჩოსგან, მინიმუმ, განმარტება უნდა მოვისმინოთ, თუ რას შეეხებოდა ოპოზიციასთან შეხვედრა

ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან სხვადასხვა საელჩოში გამართული კონსულტაციები შეაფასა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა და განაცხადა, რომ ეს ცხადყოფს იმას, რომ უცხოელი აქტორების მხრიდან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა კვლავაც გრძელდება.„ბოლო თვეების განმავლობაში მთელი საქართველო უსმენს საგამოძიებო კომისიაზე იმ საშინელებებს, რასაც ნაციონალური მოძრაობა საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადიოდა და ყველა ელჩმა ყველაფერი იცოდა. არავინ საჯარო განცხადებას არ აკეთებდა, თუმცა ღიად ერეოდნენ საქართველოს შიდა საქმეებში.დღეს სამწუხაროდ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას კვლავ ცდილობენ, ოღონდ უკვე სხვა მიმართულებით - ცდილობენ სახელმწიფოს წინააღმდეგ ძალადობის ჰეროიზაცია მოახდინონ.26 მაისის წინ, როდესაც ოპოზიციას გაცხადებული აქვს, რომ ალტერნატიული აქციები უნდა მოაწყოს, მინიმუმ, ამერიკის საელჩოსგან განმარტება უნდა მოვისმინოთ, თუ რას შეეხებოდა ოპოზიციასთან შეხვედრა,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ბოლო სიახლეები