კვირა, იანვარი 18, 2026

შალვა პაპუაშვილი – ახლა არ არის დრო, რათა დაბნეულობა შევიტანოთ საზოგადოებაში, ამ ტრაგედიით ყველა დათრგუნულია, ყველას ვთხოვ, გადაუმოწმებელი ინფორმაცია არ გაავრცელონ

მინდა, ყველას მივმართო, ახლა არ არის დრო, რათა დაბნეულობა შევიტანოთ საზოგადოებაში, ამ ტრაგედიით ყველა დათრგუნულია, ყველას ვთხოვ, გადაუმოწმებელი ინფორმაცია არ გაავრცელონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა შოვში ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, სტიქიასთან დაკავშირებით გუშინ სოციალურ ქსელსა და მედიასაშუალებებში არასწორი ინფორმაციები გავრცელდა.

„ახლა მნიშვნელოვანია, სამუშაოები გაგრძელდეს, ასევე მნიშვნელოვანია, საზოგადოების სოლიდარობა და კონსოლიდირება. მინდა, ყველას მივმართო, გადაუმოწმებელი ინფორმაცია არ გაავრცელონ. რამდენიმე საკითხს დავასახელებ, რომელიც სამწუხაროდ, გუშინ გავრცელდა. რაღაც საკითხები იწვევს ხოლმე ისტერიას. გუშინ ვნახეთ, რომ ერთ-ერთმა ორგანიზაციამ გაავრცელა გარემოს დაცვის სააგენტოს 2021 წლის კვლევა, თითქოს ეს შეეხებოდა მდინარე ბუბას და ამ ტერიტორიას, თითქოს იყო ღვარცოფის საშიშროება. საუბარი იყო სხვა მდინარეზე, რომელიც სულ სხვა ხევია. გუშინ სოციალურ ქსელში ამას პანიკურად აზიარებდნენ, მათ შორის მედიის საშუალებით. მე მივმართავ „მწვანე ალტერნატივას“ ხელმძღვანელს, რომელიც იყო ამის ინიციატორი, მანაც დაწეროს, რომ მცდარი იყო ეს ინფორმაცია.

მეორე საკითხი, რაზეც იყო საუბარი, თითქოს კალაპოტი იყო შეცვლილი „სანსეტ შოვის“ მიერ. ესეც არის ტყუილი. კალაპოტი ნამდვილად არის შეცვლილი, ოღონდ 60-იან წლებში და არანაირი კავშირი ჩვენს თანამედროვეობასთან არ აქვს. ასევე გავრცელდა, თითქოს ორი დღის განმავლობაში გუბდებოდა წყალი და მდინარე ბუბაში ორი დღე წყალი არ იყო. ესეც არის ტყუილი. ჩვენ დღეს სავარაუდოდ გვექნება გეოლოგიური დასკვნა პროცესებთან დაკავშირებით. წინასწარი მონაცემებით, ადგილი ჰქონდა მოწყვეტას, საბოლოო პუნქტამდე ამ ღვარცოფული ქვა-ღორღის ჩამოშლას სულ რამდენიმე წუთი დასჭირდა, 5-6 წუთი და დაგროვებაც იყო ძალიან მცირე პერიოდშიც. ამაზეც გვექნება საბოლოო დასკვნა.

მინდა, ყველას მივმართო, ახლა არ არის დრო, რათა დაბნეულობა შევიტანოთ საზოგადოებაში. ყველა ამ ტრაგედიით დათრგუნულია, ამიტომ ახლა არის სოლიდარობის დრო და ყველას ვთხოვ, გადაუმოწმებელი ინფორმაცია არ გაავრცელონ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დააკავეს გოგო, რომელმაც მშობლების მოწამვლა მხოლოდ იმიტომ სცადა, რომ მას შეყვარებულთან ურთიერთობა აუკრძალეს (უცხოეთი)

ბრაზილიაში არასრულწლოვანმა გოგონამ საკუთარი მშობლებისა და ბიძაშვილის მოწამვლა მას შემდეგ სცადა, რაც მშობლებმა შეყვარებულთან ურთიერთობა აუკრძალეს. ინციდენტის შესახებ, პოლიციის მონაცემებზე დაყრდნობით, გაზეთი Daily Star-ი წერს.შემთხვევა ქალაქ ნოვა-სერანაში მოხდა, სადაც 17 წლის გოგონამ მომზადებულ საკვებში საწამლავი დაამატა. ეს ძალზე საშიში ნივთიერებაა, რომელიც ბრაზილიაში არალეგალურად გამოიყენება მღრღნელებთან საბრძოლველად და ადამიანისთვის სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენს. ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი გახდა ეჭვმიტანილის ბიძაშვილის წყალობით.მამაკაცმა ჭამის დაწყებისთანავე შენიშნა კერძის უჩვეულო და საეჭვო კონსისტენცია და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობა სხვა ნათესავებს. მშობლებმა მისი გაფრთხილება გაითვალისწინეს და საკვები არ გაუსინჯავთ, ხოლო თავად ბიძაშვილმა სასწრაფოდ მიმართა სამედიცინო დაწესებულებას. ექიმებმა მას კუჭის გამორეცხვა ჩაუტარეს, რის შემდეგაც მისი მდგომარეობა დასტაბილურდა.ეჭვმიტანილი სამართალდამცველებმა დააკავეს.

ეს დაავადება ხშირად ვირუსით ინიღბება… – პედიატრი მშობლებს აფრთხილებს

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში მშობლებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს.„ბოლო ორი კვირაა გახშირდა საშარდე გზების ინფექციები ბავშვებში, რომელიც ჩვილ ასაკში ხშირად გრიპის ვირუსით ინიღბება. ბევრ მშობელს ჰგონია, რომ სიცხე ყოველთვის ვირუსია… ზოგჯერ მიზეზი შეიძლება იყოს შარდსასქესო გზების ინფექცია. ჩვილებში სიმპტომები ხშირად შეუმჩნეველია: მაღალი ტემპერატურა აშკარა მიზეზის გარეშე ჭირვეულობა, მოთენთილობა ცუდი მადა, ღებინება შარდის მძაფრი სუნი მოზრდილებში წვა ან ტკივილი შარდვის დროს ხშირი შარდვა მცირე რაოდენობით მუცლის ან წელის ტკივილი შარდში სისხლის მინარევი ღამის შარდვა (თუ ადრე არ ჰქონია) აუცილებლად გახსოვდეთ,რომ სიცხე მიზეზის გარეშე – ყოველთვის საჭიროებს შემოწმებას შარდის ინფექცია არ უნდა დარჩეს უყურადღებოდ დროული მკურნალობა იცავს აღმავალი ინფექციის განვითარებისგან  აუცილებლად მიმართეთ ექიმს დროულად, არ დაიწყოთ ანტიბიოტიკოთერაპია ლაბორატორიული ტესტის გარეშე! „სიცხე ყოველთვის ვირუსი არ არის " - წერს პედიატრი. 

რა ხდება ამ დროისთვის რიკოთზე – გაფრთხილება მძღოლებს

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ40-კმ162 (ახალგორის სატრანსპორტო კვანძი-ბორითის სატრანსპორტო კვანძი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 142 წლის ასაკში გარდაიცვალა

142 წლის ასაკში გარდაიცვალა ნასერ ბინ რადან ალ-რაშიდ ალ-ვადაი,  საუდის არაბეთში მცხოვრები ყველაზე ხანდაზმული მამაკაცი. იგი 1884 წელს დაიბადა დჰაჰრან ალ-ჯანუბის რაიონში, რომელიც დღეს ქვეყნის სამხრეთ ნაწილს ეკუთვნის. ალ-ვადაი იყო იმ ისტორიული პროცესების თვითმხილველი, როდესაც ემირატები ერთიან სამეფოდ გაერთიანდა. ამის შესახებ პორტალი Qatar Tribune იუწყება.გარდაცვალების მიზეზი ხანგრძლივი ავადმყოფობა გახდა. ნათესავების თქმით, მას 142 წელი შეუსრულდა და 134 შთამომავალი დარჩა.მამაკაცი სამჯერ იყო დაქორწინებული. მისი მესამე მეუღლე მასთან 30 წელი ცხოვრობდა და თავადაც 100 წლის გახდა. ნათესავები მის ძლიერ ჯანმრთელობას მკაცრ დისციპლინასა და ტრადიციულ დიეტას უკავშირებდნენ. გამოსამშვიდობებელი ცერემონიის შემდეგ იგი ისტორიულ სამშობლოში  ალ-რაშიდში  დაკრძალეს.    Get smarter responses, upload files and images, and more.Log inSign up f

შვილი ავტოავარიაში დაიღუპა, მამას კი ეს ამბავი რომ უთხრეს, გულის შეტევა დაემართა და გარდაიცვალა – ტრაგედია გურიაში

ტრაგედია დატრიალდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, დაღუპულია მამა-შვილი. „გურია ნიუსის“ ინფორმაციით, შვილი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა.„ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქუთაისთან, რა დროსაც შვილი დაიღუპა. მანქანა დაბალი სიჩქარით ზიგზაგისებურად მოძრაობდა, შემდეგ გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ის ადგილზე დაიღუპა, მამას კი, როცა შვილის გარდაცვალების ამბავი შეატყობინეს, გულის შეტევა დაემართა და გარდაიცვალა“ - წერს რეგიონული მედია.

ბოლო სიახლეები